პრემიერი Eagle Hills-ზე: როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, 24 000 ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება, ეს არის დაკვეთა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როგორც ფსკერზე არის ოპონენტების მორალი, როდესაც კოორდინირებულად უტევენ ჩვენი ნაკრების საამაყო წევრებს, ასეთივე მორალით საუბრობენ ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ინვესტიციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
„ერთ-ერთმა ე.წ. ჟურნალისტმა, მეტრეველმა თქვა, რომ კი, სისულელეა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ რაღაც თემა ხელისუფლებისთვის არის სირთულეებთან დაკავშირებული, უნდა გამოიყენოო. ეს არის მათი მორალი, რომ შეიძლება იცოდე, რომ არაფერი სასპეკულაციო არ არის, მაგრამ თუ გადგება პოლიტიკურად, მაინც უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს. წარმოიდგინეთ, რას ამბობს, რომ შეიძლება, თეორიულად, წარმატებული აღმოჩნდეს შენი სპეკულაციები და ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს 11 მილიარდი ეკონომიკაში, წელიწადში 700 მილიონი ბიუჯეტში, მაგრამ პოლიტიკურად თუ მომგებიანია, რატომ არ უნდა ისპეკულირო. ნახეთ, სადამდე დადის მათი მორალი. რატომ დავიწყე ფეხბურთზე საუბრით, როგორც ფსკერზე არის მათი მორალი, როდესაც კოორდინირებულად უტევენ ჩვენი ნაკრების საამაყო წევრებს, ასეთივე მორალით საუბრობენ ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ინვესტიციას. მთავარი არის დაკვეთა და თქვენ ნახეთ, რომ თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალებია, ეს არის „ლელო“, „ნაცმოძრაობა“, „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთი წყაროდან იღებს დაკვეთას. იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ავიღოთ, ასეთი შეხვედრა მახსენდება კელი დეგნანთან, მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ახალი შექმნილი და ნერვებს უშლიდა ქალბატონ კელის და კატეგორიულად ითხოვდა პარტიის აკრძალვას, ზოგადად, ორგანიზაციის აკრძალვას, ტელევიზიის დახურვას. ვეკითხებოდით, გუშინ მედიის თავისუფლებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე გვესაუბრებოდნენ და ახლა ტელევიზია უნდა დაგვეხურა და პარტია უნდა აგვეკრძალა. არაო, ასეა საჭიროო. პირდაპირ უხეშად ითხოვდა ორგანიზაციის აკრძალვას და ტელევიზიის დახურვას. ამაზე ვუთხარით, რომ თუ პრორუსული გაწუხებთ, აქ „პატრიოტთა ალიანსია“ ამდენი ხანი, ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია და მაგაზე რატომ არ ითხოვდი-თქო არასდროს და ეს რა გახდა. რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური, დაგვაინტერესა. არა, ისინი კარგი ხალხიაო. დღეს ვხედავთ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად გამოდიან და ეს „პატრიოტთა ალიანსი“ ტვ პირველზე ზის ეთერში, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში. მანამდე, ვითომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ითხოვდა. ვითომ კი არა, მართლა ითხოვდა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ადრე სხვა საელჩოებში დადიოდნენ ფულის წამოსაღებად, ახლა უკვე, როგორც ჩანს, შეიცვალეს საკუთარი ორიენტაცია.
„კარგი პრორუსები არიანო, ანუ მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ცუდი პრორუსები და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო კარგი პრორუსები. მერე თავისი ბინძური მეთოდები გამოიყენეს კონკრეტული კიდევ ერთი პარტიის წინააღმდეგ, როგორიც არის „ალტ-ინფო“, იქ შემდეგ თავისი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს. ახლა ვხედავთ, რომ პოდკასტებში სხედან ერთად „ნაცმოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ და როგორც კარგი პრორუსები იყვნენ პატრიოტთა ალიანსი, ასევე კარგი პრორუსები გახდნენ, როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები. ბოკერიას და „ალტ-ინფოს“ დისკუსია რომ გენახათ ერთმანეთში, მიხვდებოდით, რომ ესენი კარგი პრორუსები გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სინამდვილეში, ერთი ხელიდან იღებენ ისინი დავალებებს. ერთი ხელიდან იმართებიან და ერთი ხელიდან იღებენ დაკვეთებს. ეს არის მთავარი ახსნა. რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, როცა ხედავ, რომ წელიწადში 700 მილიონი ლარი შეიძლება დააკარგვინო ქვეყნის ბიუჯეტს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე, როცა ხედავ, რომ ტურიზმს შეიძლება შეუქმნა პრობლემა, ზოგადად ქვეყნის წინსვლას შეიძლება შეუქმნა პრობლემა და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება. ეს არის დავალება და დაკვეთა. როდესაც კონკრეტული პარტიები მოქმედებენ კომპრომატების შიშის ქვეშ, როდესაც მოქმედებენ პირდაპირ ხელმოწერილი კონტრაქტების ქვეშ, იქ მათ არ აქვთ არავითარი არჩევანი და ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ისინი ასეთ სიბნელეზე მიდიან. რასაც აკეთებენ ფეხბურთის შემთხვევაში, რა ხარისხის სიბნელეც არის ეს, იმ ხარისხის სიბნელეა ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებენ Eagle Hills-თან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
01 აპრილი 2026, 17:17
სამართალი
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული
ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.


