21 ნოემბერი 2025, 12:44 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ გაუქმებაზე: ქართველი ხალხის რეაქცია ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეს - 2006-2007 წლებში გადაწყვეტილებები იყო გარედან ნაკარნახევი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამართლებრივ ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელები წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმე და ისინი გარკვეულწილად თავადაც ამ გარემოების მძევლები იყვნენ. თავად ორგანო კი, შალვა პაპუაშვილის განმარტებით სრულად ანტიკონსტიტუციურია.

„მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამის საკანონმდებლო ქმედებებს.

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ჩვენი გადაწყვეტილებები არ ეყრდნობა იმას, ვის მოეწონება ან არ მოეწონება, ვის გაუხარდება ან ეწყინება. ეს განსაკუთრებით დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში - ჩვენ არ ვუყურებთ, ვინ როგორ უყურებს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვუყურებთ, ქართველი ხალხი როგორ აღიქვამს ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის საზომი არის, რას იტყვის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის რეაქცია ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, ამ დრომდე არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მომზადება სჭირდება.

„ხელის გულზე დევს, რომ თავის დროზე - 2006-2007 წლებში ეს გადაწყვეტილება გარედან ნაკარნახევი იყო და ეს გარე ძალების გეოპოლიტიკურ თამაშში შესაწირ პაიკად საქართველოს ჩართვა. როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ განვაცხადეთ, პოლიტიკოსების, პარტიების მხრიდან რაიმე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ ალბათ დააკვირდით, ვინ გამოიყვანეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ - უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. პირველი, ვინც ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხედა და თქვა, რომ „როგორ შეიძლება, ტერმინი სამხრეთ ოსეთი გავაქროთ ჩვენი სამართლებრივი სივრციდან“, იყვნენ უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოები“. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პროექტი თავის დროზე იყო სრულად გარედან ნაკარნახევი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, მთავარია, რომ სწორი და არასწორი გავარჩიოთ ერთმანეთისგან და არასწორია, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა კონსტიტუციის მიღმა დება.

„ამავე დროს, გაკეთდა ისე, რომ სეპარატიზმის ირიბი აღიარება მოხდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება.

ყველა სიახლე

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 21:44

პოლიტიკა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს

ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.

გიორგი გაბუნია

01 აპრილი 2026, 21:18

ეკონომიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება

ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ

დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.

01 აპრილი 2026, 21:12

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.

01 აპრილი 2026, 20:58

საზოგადოება

სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.

ვარლამ წიკლაური

01 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

ზურაბ აბაშიძე

01 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.

მეთიუ უიტაკერი

01 აპრილი 2026, 20:51

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.

01 აპრილი 2026, 20:49

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.

დემნა ხელაია

01 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ

მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.

01 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

01 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2026, 20:34

საზოგადოება

პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია

თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 20:26

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს

აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.

01 აპრილი 2026, 20:26

სამართალი

ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.

01 აპრილი 2026, 20:23

სამართალი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

01 აპრილი 2026, 20:22

საზოგადოება

დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.

01 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

01 აპრილი 2026, 20:12

საზოგადოება

სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.