25 ნოემბერი 2025, 12:20 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩამოყალიბდეს ნატო-ს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილი მარკ რუტეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.

„თუ მიამიტობაზეა საუბარი, ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა. მგონი ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხი რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვე ს[ნატო-მ] კარი ღიააო, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა და საქართველომ ყველაფერი გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო დაახლოების მხრივ და ისე პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლებით ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში აყენებენ საქართველოს.

ბატონი რუტე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და რომლის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე ათჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ბურთი სრულად ნატო-ს ტერიტორიაზეა. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი იყოს. საქართველოს არათუ სურვილი აქვს გამოთქმული, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს, რომ საქართველო იქნება ეს, უკრაინა, თუ სხვა ასეთი ქვეყანა, ჰყავდეს რაღაც ლიბოში - არც იქით, არც აქეთ, შუაში გაჭედილი. ეს სინამდვილეში უფრო ზრდის ჩვენი უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნატომ უკრაინა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ მიიღო წევრად.

„ვხედავთ მათ შორის უკრაინის მაგალითზე. როდესაც ომი იწყებოდა 2022 წელს, გამოვიდა მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა - ბოლო-ბოლო გაგვაგებინეთ გვიღებთ ამ ნატო-ში, თუ არაო. არც „ხო“ უთხრეს და არც „არა“. როგორც თავსებადობით, ისე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით, ნატო-ს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრებით, გინდა დემოკრატიული განვითარებით, ინსტიტუციური განვითარებით, მმართველობით, ანტიკორუფციული მდგომარეობით და ა.შ.

ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს. არანაირი ღია კარი და მიპატიჟება არ უნდა - უნდა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 21:44

პოლიტიკა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს

ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.

გიორგი გაბუნია

01 აპრილი 2026, 21:18

ეკონომიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება

ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ

დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.

01 აპრილი 2026, 21:12

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.

01 აპრილი 2026, 20:58

საზოგადოება

სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.

ვარლამ წიკლაური

01 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

ზურაბ აბაშიძე

01 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.

მეთიუ უიტაკერი

01 აპრილი 2026, 20:51

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.

01 აპრილი 2026, 20:49

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.

დემნა ხელაია

01 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ

მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.

01 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

01 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2026, 20:34

საზოგადოება

პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია

თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 20:26

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს

აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.

01 აპრილი 2026, 20:26

სამართალი

ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.

01 აპრილი 2026, 20:23

სამართალი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

01 აპრილი 2026, 20:22

საზოგადოება

დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.

01 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

01 აპრილი 2026, 20:12

საზოგადოება

სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.