ეკა სეფაშვილი: EAGLE HILLS-ის პროექტი ბიზნესმენებისთვის სიგნალია, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება, ხოლო საერთაშორისო ინვესტორები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში EAGLE HILLS-ის პროექტზე სასაუბროდ მივიდა, სიტყვით გამოვიდა.
ეკა სეფაშვილმა ყურადღება გაამახვილა EAGLE HILLS-ის პროექტის მასშტაბურობასა და ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი გავლენის მოხდენაზე.
„მოგესალმებით ყველას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი და ყოველმხრივი ინფორმაციის მოწოდებისათვის იმ გრანდიოზული ეკონომიკური პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე, რომელიც პირდაპირ აისახება ხალხის კეთილდღეობაზე: პირველ რიგში, ეს არის სიგნალი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, რომ მათი ბიზნესი გაფართოვდება და მათი მომავალი ბიზნეს-საქმიანობა მომგებიანი იქნება; ეს არის სიგნალი დამწყები ბიზნესმენებისათვის, რომ მათი წამოწყება, მათი ინვესტიცია და ახალი ინვესტიციები წარმატებული იქნება, ბიზნესსაქმიანობა მომგებიანი იქნება; ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში, მეტ გარემონტებულ თუ ახლად აშენებულ ბაღს თუ სკოლას, მეტ სპორტულ თუ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ამბულატორიებს სოფლად, მეტ რესურსს სოციალური პროგრამებისათვის და ა.შ.
და ირიბად, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს ამ პროექტის განხორციელებისას, ეს არის სიგნალი იმ სხვა, საერთაშორისო ინვესტორებისათვის, რომლებიც სწორედ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა; რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი კარგია და ღირს ამ ქვეყანაში ფულის დაბანდება, რადგან ეკონომიკური ზრდა ისე არის კოორდინირებული და დაგეგმილი, რომ ის საერთაშორისო ინვესტიციებისათვისაც არის მომგებიანი. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდაში, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის განვითარებაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ხალხის კეთილდღეობის უპირობო გაზრდაში აისახება.
სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან ის მავნე ძალები, რომლებიც საქართველოში არიან დაბუდებული, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ აგენტურას ვუწოდებ. რატომღაც მათ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს არ არის ოპოზიცია - არც რადიკალური და არც არანაირი. ეს არის აგენტურა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მართულია უცხო ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, მათ არანაირი სიკეთე საქართველოსათვის არ უნდათ. მერე როგორ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის, რომ თურმე ქვეყანა არ ვითარდება? მაშინ ხომ ვერაფრით დაარწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს, რომ ქვეყანა, თურმე, ბნელით არის მოცული. სწორედ ამის ეშინიათ და ამ დავალებას ასრულებენ. ისინი იბრძვიან იმ მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც, რეალურად, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება. სწორედ ის გარემო, რომელიც ასე საჭიროა მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამის არ მოხდენა უნდათ საქართველოში.
წარმატებას ვუსურვებ, ბატონო პრემიერო, თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას.
თუმცა, ერთი ნეგატიური მოვლენა მაინც არის - იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროექტი, რაც შეიძლება საუკეთესოდ, რათა მეტი სიკეთე და სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, აქ გამოვდივართ და ვცდილობთ ამ აგენტურას გავცეთ პასუხი, რომ ხალხი, რომელიც პანიკაში ჩავარდა მათი ტყუილით, დეზინფორმაციული კამპანიის და დემაგოგიის გამო, როგორმე დავამშვიდოთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 23:20
მსოფლიო
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 23:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.
01 აპრილი 2026, 23:14
პოლიტიკა
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.
01 აპრილი 2026, 23:12
პოლიტიკა
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.
01 აპრილი 2026, 23:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
01 აპრილი 2026, 22:57
საზოგადოება
გიუნაშვილი: ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება. ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად
მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ 1 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი, - წერს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც გიუნაშვილი აღნიშნავს, ეს ბრალდებები ემსახურება მისი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.
01 აპრილი 2026, 22:43
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით – ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას.
01 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს
ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
01 აპრილი 2026, 21:18
ეკონომიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება
ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
01 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ
დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.
01 აპრილი 2026, 21:12
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
საზოგადოება
სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.
01 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:51
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.
01 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
01 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ
მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.
01 აპრილი 2026, 20:42
პოლიტიკა
ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.


