მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები რეპრესიულად შეფასდა, თუმცა შინაარსობრივ განხილვაში არავინ შესულა, რადგან ამისი ინტერესი არავის ჰქონდა, ამ შეფასებების მიზანი კი ქვეყანაში ნებისმიერი გზით ხელისუფლების ცვლილება იყო.
„ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთ კანონებს ნამდვილად მივიღებთ. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგს თავისი მიზეზები ჰქონდა. რეალურად ინტერესი ამ კანონებთან დაკავშირებით არავის არ ჰქონდა, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა, აქტუალური სულ სხვა საკითხები იყო. ჩვენ ვესაუბრებოდით იმაზე, რომ თუკი საჭირო იყო შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ვიმუშავებდით, მიეთითებინათ, კონკრეტულად რომელი მუხლი თუ ნორმა ზღუდავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ასე შეფასდა, ეს კანონი იყო „რუსული კანონი”, „რეპრესიული კანონი”. რეალური ინტერესი არ არსებობდა ამ კანონებთან დაკავშირებით. ეს მიზეზი იყო ამ ქვეყანაში, რომ არეულობა ყოფილიყო და რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო. რადიკალური დღის წესრიგი შეიქმნა, ეს იყო კანონის ბრენდირება „რუსულ კანონად”, შინაარსობრივ განხილვა არ იყო მიზანი, მიზანი იყო, რომ გამოეწვიათ საზოგადოების აღშფოთება არარსებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით და საქართველოში მიგვეღო ისეთი პროცესი, რომლითაც მივიღებდით საბოლოო ჯამში ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლების ცვლილებას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სურვილზე, დახმარებოდა საქართველოს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლაში.
„გენერალური მდივნის მხრიდან რა თქმა უნდა, იყო ინტერესი, რომ გარკვეულწილად დაგვხმარებოდა ამ პროცესიდან გამოსვლაში, როდესაც გარკვეული აქტორების მხრიდან ასეთი წნეხის ქვეშ იყო საქართველო. მე მის პირად ინტერესებს და მის მცდელობებს ნამდვილად არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენ და გვისაუბრია. მართლაც გულწრფელად დაინტერესებულა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, რომელთაც ეს საერთოდ არ აინტერესებდათ. მათთვის სულ სხვა დღის წესრიგი იყო აქტუალური. საქართველოში უკვე პოსტ არჩევნების პერიოდი იყო, საუბარი იყო ლეგიტიმაცია არლეგიტიმაციაზე და ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რეზოლუციებს იღებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ეცნოთ ლეგიტიმურად. მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ გაკეთებული არჩევანი არ ითვლება, ლეგიტიმაცია აკლია და მათი გადაწყვეტილებით, უკვე სხვა დღის წესრიგი და მოცემულობა იყო საქართველოში. გაჩნდა საკითხი „ვის უნდა ველაპარაკოთ”. მათთვის ეს იყო მთავარი მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში. ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩა. ეს ერთი წელი ნამდვილად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ, ის მიზანი, რა მიზანიც ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მიმართ არა კეთილად განწყობილ ძალებს, ვერ იქნა მიღწეული. ვერც არჩევნების დელეგიტიმაცია მოახდინეს და ვერც საქართველოს განვითარების შეჩერება და სტაბილურობის დარღვევა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 23:20
მსოფლიო
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 23:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.
01 აპრილი 2026, 23:14
პოლიტიკა
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.
01 აპრილი 2026, 23:12
პოლიტიკა
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.
01 აპრილი 2026, 23:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
01 აპრილი 2026, 22:57
საზოგადოება
გიუნაშვილი: ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება. ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად
მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ 1 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი, - წერს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც გიუნაშვილი აღნიშნავს, ეს ბრალდებები ემსახურება მისი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.
01 აპრილი 2026, 22:43
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით – ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას.
01 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს
ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
01 აპრილი 2026, 21:18
ეკონომიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება
ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
01 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ
დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.
01 აპრილი 2026, 21:12
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
საზოგადოება
სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.
01 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:51
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.
01 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
01 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ
მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.
01 აპრილი 2026, 20:42
პოლიტიკა
ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.


