29 ნოემბერი 2025, 00:26 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოზე: სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! - ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, გასაკვირია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე ბანერის გამოქვეყნება, რომელზეც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი წერია.

„მგონი, ყველას გაუკვირდა. ყველამ ვიცით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. არც ნატო-ს წევრია და არც უნდა, არც ევროკავშირის წევრია და არც უნდა, ჩვენს კონსტიტუციას გვიწერს ელჩი ვებგვერდზე ნატო-ში და ევროკავშირში წევრობაზე. ასე კარგი თუა, თვითონ რატომ არ მიდიან, არ წევრიანდებიან ან ნატო-ში, ან ევროკავშირში. რა დამოკიდებულება აქვთ, ვერ გაგვიგია. ჩვენ რას გვასწავლიან, თვითონ არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. ეს ხომ, უბრალოდ მართლა სასაცილო ფაქტია. აქ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სითავხედეა, რა თქმა უნდა, როდესაც ბედავს უცხო ქვეყნის საელჩო და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე მოიყვანა შვეიცარიის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა აკრძალულია.

„სხვათა შორის, შვეიცარიის კონსტიტუციაში საინტერესო მუხლი წერია ერთი, მე-10 მუხლი არის - შვეიცარიის კონსტიტუციით, პირდაპირ აკრძალული არის სახის შენიღბვა საჯარო სივრცეში. ალბათ, შვეიცარიის ელჩს რომ ჰკითხოთ, გააკრიტიკებს ჩვენს კანონმდებლობას არა საჯარო სივრცეში, არამედ დემონსტრაციების დროს სახის შენიღბვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამას გააკრიტიკებს და თვითონ შვეიცარიის კონსტიტუციაში უწერიათ, ჩვენს კონსტიტუციას რომ ბეჭდავს თავის გვერდზე. ხვალ, აბა დადოს შვეიცარიის საელჩომ შვეიცარიის კონსტიტუციის მუხლი 10ა, პირველი პუნქტი, სადაც წერია, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არის აკრძალული და კონსტიტუციაში რომ უწერიათ ისეთი რამ, რომელზეც მათი დაფინანსებული „ენჯეოები“, თვითონ რომ აფინანსებენ შემდეგ იმათ ალაპარაკებენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ასეთი კანონები არ მიიღონ. აფინანსებენ „ენჯეოებს“, რომლებიც აქ პანიკას ტეხენ, როგორ თუ სახის შენიღბვა აიკრძალა აქციებზე, შვეიცარიის საელჩო ამას აფინანსებს და თვითონ შვეიცარიას კონსტიტუციაში უწერია ეს აკრძალვა, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არ შეიძლება. კარგი, „კრედიტ სუისის“ ამბავი გავიგეთ, რომ იქ საქმე რაღაც კარგად არ მიდის, მაგრამ არ ვიცი, მგონი, შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან მაინც ხომ უნდა მიდიოდეს საქმე. ცოტა უცნაური არის და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც, რომ მართლაც უადგილო აქციონიზმი და აჟიტირება იყო შვეიცარიის საელჩოს მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.

ყველა სიახლე

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი

„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ

ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი

„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?

ნინო ფოჩხუა

01 აპრილი 2026, 23:40

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება

მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 23:36

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

01 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი უწმინდესის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ

რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 23:20

მსოფლიო

Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან

რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:12

პოლიტიკა

კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.

01 აპრილი 2026, 23:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.