01 დეკემბერი 2025, 14:30 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“ BBC-ის სტატიაზე: „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სტატია დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“ და აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე პუნქტობრივად, დეტალურად დააკმაყოფილა ბრიტანული მედიის ინტერესი.

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.

გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი.

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა - სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაში ვკითხულობთ, იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მედიის წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში.

„სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს - ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას - მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში.

აქვე სრულად გთავაზობთ სტატიის გამოქვეყნებამდე, BBC-ის მიერ მოწოდებულ კითხვებს და ჩვენ მიერ გაგზავნილ პასუხებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი

„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ

ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი

„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?

ნინო ფოჩხუა

01 აპრილი 2026, 23:40

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება

მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 23:36

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 23:20

მსოფლიო

Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი უწმინდესის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ

რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან

რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:12

პოლიტიკა

კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.