მეუფე შიო: დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში - ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება
მეუფე შიო
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.
მან შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, ტაძარი არის „ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება“.
„დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.
დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.
რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი.
გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.
თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).
ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება.
დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 00:55
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია
წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
02 აპრილი 2026, 00:37
პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ
მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.
02 აპრილი 2026, 00:37
საზოგადოება
ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის
უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.
02 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე
ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.
02 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას
მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
02 აპრილი 2026, 00:07
პოლიტიკა
წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება
ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 00:06
პოლიტიკა
თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას
ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
02 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი
„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
01 აპრილი 2026, 23:57
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.
01 აპრილი 2026, 23:48
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.
01 აპრილი 2026, 23:48
პოლიტიკა
წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.
01 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?
01 აპრილი 2026, 23:40
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება
მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
01 აპრილი 2026, 23:36
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
01 აპრილი 2026, 23:36
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.
01 აპრილი 2026, 23:30
პოლიტიკა
თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.
01 აპრილი 2026, 23:20
მსოფლიო
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 23:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი უწმინდესის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას. თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.
01 აპრილი 2026, 23:14
პოლიტიკა
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.
01 აპრილი 2026, 23:12
პოლიტიკა
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.


