imedi /  08 დეკემბერი 2025, 13:51 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: სრულად ვემხრობი მაღალკვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადებას და სისტემაში დასაქმებას, რაც კარგი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას კითხვები დაუსვა პოლიციელებისთვის სპეციალიზებულ სასწავლებელთან და საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სპეციალიზებული სასწავლებლის არსებობა მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, რომლებიც თავიანთ ცოდნას ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გამოიყენებენ.

ეკა სეფაშვილი დაინტერესდა თუ რა პრინციპით იქნება დაზღვეული რისკები იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სპეციალიზებული სასწავლებლიდან სხვა სასწავლებელში გადასვლას გადაწყვეტს. ასევე, დეპუტატმა გამოცდებთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის გამოყენება, თუმცა გამოცდებზე განსხვავებული ზღვრების დაწესება, რადგან საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე მორგებული პროგრამისთვის სტუდენტები მზად იყვნენ და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა მისასალმებელია და მხოლოდ დადებითი, სიკეთის მომტანი შედეგების მქონე შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ უმაღლეს სასწავლებელში.

ამ პროგრამასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს:

პირველი - როგორც ვხედავ, საუბარია საბაკალავრო პროგრამაზე. დაიგეგმება თუ არა მომავალში ამ პროგრამის სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებიც?

მეორე კითხვა ეხება საერთაშორისო გამოცდილებას.

თქვენი განცხადებით, ეს არის პირველი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში. მაინტერესებს:

- რამდენად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით?

- უცხოეთის რომელი ქვეყნების ანალოგ პროგრამებს ეყრდნობა ჩვენი მოდელი?

ვხედავთ, რომ ახლა მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი, სადაც ეს საკითხებიც განხილვის საგანი იქნება, თუმცა საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რომელი ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს საქართველო პოლიციური უმაღლესი განათლების მიმართულებით.

მესამე კითხვა ეხება იმ რისკებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში სამხედრო ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებზე მსჯელობისას გამოიკვეთა.

მაშინ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი მსურველი ვერ ახერხებდა პროგრამის დასრულებას განსაკუთრებული დატვირთვისა და მოთხოვნის გამო. როგორც ვხედავ, ეს ახალი საბაკალავრო პროგრამაც მოიცავს სპეციალურ უნარ-ჩვევებს, ფიზიკურ მომზადებას. გარდა ამისა, სახელმწიფოს მოუწევს გაცილებით მაღალი ხარჯის გაწევა, ვიდრე ჩვეულებრივი აკადემიური პროგრამების შემთხვევაში, რადგან ამ პროგრამაში იგულისხმება კვება და სხვა განსაკუთრებული საჭიროებები.

სტუდენტებს გააჩნიათ მობილობის უფლება და შეიძლება 1-2 წელიწადში გადავიდნენ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სახელმწიფოს მიერ მათ ფიზიკურ, ტექნიკურ და სხვა მიმართულებებით მომზადებაზე გაწეული ხარჯი საბოლოოდ ფუჭი აღმოჩნდეს.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს როგორ აპირებს სამინისტრო დაიცვას სახელმწიფო ინტერესი იმისგან, რომ სტუდენტმა ჩააბაროს, ისარგებლოს რესურსებით და შემდეგ, პროგრამა დატოვოს? რა სახის ვალდებულებები აქვთ სტუდენტებს სახელმწიფოს წინაშე?

ასევე, განმარტებით ბარათში ვხედავთ, რომ საუბარია ვალდებულებაზე - გარკვეული პერიოდი იმუშაონ სისტემაში. რამდენი წლის მუშაობაა გათვალისწინებული კანონპროექტის მიხედვით? და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ეს ვალდებულება, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ხარჯების ფუჭად გაღება ან, შეიძლება ითქვას, მათი გაფლანგვის რისკი?

ვფიქრობ, სრულიად მისაღებია და სწორი, რომ თუ სტუდენტი სახელმწიფოს რესურსით დაასრულებს ასეთ სპეციალიზებულ პროგრამას, გარკვეული ვადით იმუშაოს შსს-ში. შემდგომ, თუ გადავა სხვა სისტემაში - მისი კვალიფიკაცია კვლავ სახელმწიფოს მოემსახურება და ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ეს ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. სრულად ვემხრობი მაღალკვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადებას და სისტემაში დასაქმებას, რაც კარგი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის კითხვებზე პასუხად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი აქედან გამომდინარე, პროგრამა შესაბამისობაშია ევროპული სტანდარტებთან.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

02 აპრილი 2026, 07:09

მსოფლიო

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:56

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:32

მსოფლიო

ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:17

მსოფლიო

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:00

მსოფლიო

ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 05:51

მსოფლიო

ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.