09 დეკემბერი 2025, 17:03 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, როგორც ახლა აქვს ვალდებულება წინასწარ მუნიციპალური ორგანოები გააფრთხილოს, ამჯერად ვალდებულება ექნება რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, რაც აქამდე მუნიციპალიტეტს ჰქონდა, რომ სამი დღის ვადაში იმსჯელოს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას ან კონკრეტული სვლაგეზით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ხომ არ ლახავს სხვა პირთა უფლებებს, ხელს ხომ არ უშლის საწარმოების, დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება და შესთავაზოს სხვა ალტერნატიული დრო ან ალტერნატიული ადგილი, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია შესაძლებელია რომ ჩატარდეს. თუ პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმ ადგილას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრებილიყვნენ, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა - 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლებრივი წესით ერთ წლამდე ვადით. აღნიშნული წესები ეხება არასპონტანურ აქციას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, სპონტანური აქციის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს (როგორც ეს 2023 წლის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების აღსრულების დროს საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა), რომ გაფრთხილება მაინც აუცილებელია გონივრულ ფარგლებში.

„თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში არ არღვევდა სხვათა უფლებებს, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილებს აღნიშნულ პირებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათი აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამავდროულად, ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას გადაკეტავენ მასობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია ჩაითვლება კანონგარეშედ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არა მასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იყოს დაცული კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელებასა და კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის სხვა უფლების დაცვას შორის.

ყველა სიახლე

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.