10 დეკემბერი 2025, 18:35 / სანდო წყარო

ლევან ღამბაშიძე: ტროტუარზე თუ აღარ ეტევა ხალხი, მათ აქვთ ქუჩაზე გადასვლის უფლება. სწორია. რუსთაველი რომ აღარ იკეტება, მხოლოდ გაზრდილი სასჯელების დამსახურება კი არ არის, არამედ სადღაც ყველა მოქალაქეს ესმის ზოგადად კანონის სულისკვეთება

ტროტუარზე თუ აღარ ეტევა ხალხი, მაშინ მათ აქვთ ქუჩაზე გადასვლის უფლება. სწორია. ასეც უნდა იყოს, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი აქტივისტი ლევან ღამბაშიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, რუსთაველი რომ აღარ იკეტება, მხოლოდ გაზრდილი სასჯელების დამსახურება კი არ არის, არამედ იმისაც, რომ სადღაც ყველა მოქალაქეს ესმის ზოგადად კანონის სულისკვეთება.

„ნებისმიერი კანონი უნდა აგვარებდეს რაღაც პრობლემას და ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ლოგიკურად გაგება იმის, თუ რა დევს ნებისმიერი კანონის გულში. სხვანაირად: რა არის კანონის სულისკვეთება.
ტროტუარზე თუ აღარ ეტევა ხალხი, მაშინ მათ აქვთ ქუჩაზე გადასვლის უფლება. სწორია. მართალია. ლოგიკურია. ასეც უნდა იყოს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე მომინდებოდა რომ იყოს. მომინდებოდა თუ არა, რომ ამის გამო ერთი წლით ციხეში სვამდნენ ვინმეს? რა თქმა უნდა არა. ამიტომაც: კანონის არსებობის უფლებას ვაღიარებ, სასჯელის ზომა კი უსამართლოდ მიმაჩნია.
შესაბამისად, ის რომ რუსთაველზე ქუჩა აღარ იკეტება, მხოლოდ გაზრდილი სასჯელების დამსახურება კი არ არის, არამედ იმისაც, რომ სადღაც ყველა მოქალაქეს ესმის ზოგადად კანონის სულისკვეთება. სასჯელი ცალსახად დრაკონულია, მაგრამ სულისკვეთება გასაგებია.
და ეს გასაგებია როგორც პროტესტში მყოფი ხალხისთვის, ასევე რეჟიმის მხარდამჭერებისათვის, რომლებიც სულ კანონის სულისკვეთებისაკენ მიგითითებენ, როგორც კი სასჯელების სიმკაცრეზე ლაპარაკობ: აბა სამმა კაცმა უნდა გადაკეტოს? აბა სილა უნდა გაარტყას? აბა ჯოხები უნდა ისროლოს?... სულისკვეთებით ჩრდილავენ და ფარავენ საქმეთა გარემოებებსაც და დეტალებსაც და ეს იმიტომ შეუძლიათ, რომ ხელში რაღაც კონკრეტული კანონდარღვევის მსგავსი უჭირავთ.
ახლა ვინმემ თუ შეიძლება ამიხსენით, რა არის კანონის სულისკვეთება, რომელიც მე, ლევან ღამბაშიძეს მიკრძალავს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში საკუთარი ყველაზე ბაზისური უფლების გამოყენებას და უბრალოდ ერთ ადგილას დგომას.
ქვებს ვისვრი? ვყვირი? თავს ვესხმი ვინმეს? ვინმეს არ ვატარებ? ვინმეს ვაზიანებ?
არაფერი მაგდაგვარი. უბრალოდ ერთ ადგილას ვდგავარ.
და რას ამბობს რეჟიმი, რატომ ვუკრძალავ ადამიანებს დგომასო? იმიტომ, რომ დახელფასებულ უხოეთის აგენტებს ვერ მივცემთ ხალხის შეწუხების უფლებასო.
ეს მეგობრებო, სხვა კანონის საფუძველია. ეს სხვა დანაშაულია. თუ უცხო ქვეყანაზე ვმუშაობ, მისგან დირექტივებს ვიღებ, ვაზიანებ ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს ვმტრობ, ეს თავისთავად დანაშაულია, რომელსაც ცალკე კანონი უნდა აგვარებდეს. და ესეთი კანონი არ გვაქვს? რატომ მაგ კანონის მიხედვით არ მასამართლებენ? პოლიცია სხვა ქუჩაზე რომ გადამაყენებს ნაკლებად საშიში გავხდები საზოგადოებისთვის? როგორც აგენტი საშიში ვარ მხოლოდ თუკი რუსთაველზე ვდგავარ? აი თქვენ, რომლებსაც გეუბნებიან, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ქვეყნის მტრები დგანან რუსთაველზე, რომლებსაც თქვენი განადგურება სურთ, უკეთ იგრძნობთ თავს, თუკი ისინი ამ სურვილს რუსთაველიდან კი არა მაგალითად ორთაჭალიდან გამოავლენენ? ხო სრული აბსურდია?
ხოდა კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ რასთან გვაქვს საქმე: ერთი კანონის მისაღებად გთავაზობენ მეორე კანონის სულისკვეთებას. ადამიანებს ართმევენ ერთ ადგილას თავისუფლად დგომის უფლებას და ამბობენ, რომ ამით აგენტურას ანადგურებენ ქვეყანაში. ხო ხვდებით რომ ეს სრული აბსურდია. ხომ ხვდებით, რომ ეს აღვირახსნილი უსამართლობაა? ხომ იცით, რომ ეს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუქმებას და განუკითხაობისა და თვითნებობის დამკვიდრებას ნიშნავს?
კარგად გაიაზრეთ რომ მიხვდეთ და გაიგოთ ყველაფერი, რაც ამ კანონის მიღების მერე მოხდება.
გიჟი არავინ არ არის. საღად აზროვნებს ყველა. ზუსტად საღი აზრი გვკარნახობს, რომ არის რაღაცეები, რასაც ვერ დათმობ. არის წესები, რომელთა ცხოვრების მიხედვით ცხოვრება მონობაა, უღირსი და ნამუსაყრილი ცხოვრებაა. წესები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდება ციხის წესებისაგან, სადაც შენს სხეულს აბსოლუტურად ფლობს სისტემა, რომელიც გკარნახობს სად უნდა იდგე და სად არა, როდის უნდა იჯდე და როდის არა, როდის უნდა დაიძინო და როდის არა... მსგავსი წესების არსებობა შლის საზღვარს ციხესა და მის გარეთ ცხოვრებას შორის. აი მაგ ზღვარს ლახავს დღეს-ხვალ რეჟიმი. და იცოდეთ - ამის იქით არ არსებობს ზღვარი, რომელზეც ის გაჩერდება. თუ დგომას კრძალავს "ვიღაცეები შეწუხდნენ" მიზეზით, წერას რატომ არ აკრძალავს? ფიქრს რატომ არ აკრძალავს? ცხოვრებას რატომ არ აკრძალავს? რა გააჩერებს?
წინააღმდეგობა. აი ეს გააჩერებს. და ამ წინააღმდეგობას ჰქვია დაუმორჩილებლობა. ეს არის ადამიანის უფლება, იმოქმედოს საკუთარი ღირსების მიხედვით და უარი უთხრას სამყაროს უსამართლო წესებით ცხოვრებაზე. და ეს არის ადამიანის უკანასკნელი უფლება, რომელსაც მას ვერავინ წაართმევს. ძნელი იქნება ყველაფრის დათმობა ამ უკანასკნელი უფლების გამოყენების გარეშე. მარტივი არც მისი გამოყენება იქნება, მაგრამ...“, - წერს იგი.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 11:33

მსოფლიო

Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.