თამარ ჩიბურდანიძე: რიგითი მოქალაქეც ხვდება, რომ მართალია საქართველოს სჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპას საქართველო ბევრად მეტად სჭირდება
თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მედიასთან ეხმიანება.„
როგორც კი ევროკავშირის შიგნით დაიწყება წინასაარჩევნო მზადება, ევროპულ პოლიტიკურ ველზე შეიცვლება პარტიები, კონფიგურაციები, ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს არსებობა, ახალი პოლიტიკური მოძრაობები გაჩნდება, და სწორედ ამ ფონზე უნდა ვნახოთ – როგორი იქნება ახალი ევროპა, ახალი პოლიტიკური რეალობა“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ცვლილებები გარდაუვალია, რაც საქართველოზეც აისახება. თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან რიტორიკის შერბილებას არ ელის, პირიქით, მას მოლოდინი აქვს, რომ ზეწოლა საქართველოზე გაძლიერდება.
„ევროკავშირის რიტორიკა ჩვენს მიმართ ვერ შერბილდება, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს ევროპისა და ამერიკის გეოპოლიტიკურ ველზე მიმდინარეობს. პირიქით - ველი, რომ ჩვენს მიმართ მესიჯები, ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი კიდევ უფრო გამკაცრდება. საქართველო აღარ არის უბრალოდ კავკასიის სახელმწიფო; დღეს საქართველო მათთვის [ევროკავშირისთვის] სტრატეგიული საკითხია და სწორედ ამიტომ განწყობების შერბილებას არ უნდა ველოდოთ.
უკვე რიგითი მოქალაქეც ხვდება, რომ თუ საქართველოს სჭირდება ევროპა, ევროპას საქართველო ბევრად მეტად სჭირდება. როდესაც ამას წლების განმავლობაში ვამბობდით, გვაკრიტიკებდნენ, გვეხუმრებოდნენ – როგორ შეიძლება ევროკავშირს ჩვენ უფრო ვჭირდებოდეთო, თუმცა დღეს უკვე ნათლად ხედავენ რეალურ მდგომარეობას.
ევრობიუროკრატიის, ქართული ოპოზიციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით 2026 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც ევროკავშირში დაიწყება მასშტაბური წინასაარჩევნო მზადება. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ორი წელიწადი რჩება ევროკავშირის სამომავლო არქიტექტურის განსაზღვრამდე. ხოლო იმის ფონზე, რომ ევროპაში უკვე ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ მემარჯვენეები, ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარდება.
დავაკვირდეთ ერთ დეტალს: გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ევროპარლამენტი ახლა განიხილავს, ბევრად უფრო მკაცრი წესებით არის მიღებული ამერიკის წინააღმდეგ, რათა აშშ-მ ვერ მოახდინოს გავლენა მემარჯვენე ძალების გაძლიერებაზე ევროკავშირის ტერიტორიაზე. და ეს ხდება იმიტომ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა უკვე გარდაუვალია. სწორედ ამიტომ მიდის ახლა სასტიკი პოლიტიკური ჭიდაობა.
ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ეხება. როგორც კი ევროკავშირის შიგნით დაიწყება წინასაარჩევნო მზადება, ევროპულ პოლიტიკურ ველზე შეიცვლება პარტიები, კონფიგურაციები, ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს არსებობა, ახალი პოლიტიკური მოძრაობები გაჩნდება, და სწორედ ამ ფონზე უნდა ვნახოთ – როგორი იქნება ახალი ევროპა, ახალი პოლიტიკური რეალობა.
ერთ ფაქტს ვეღარავინ უარყოფს: ამერიკა აქტიურად ჩაერთვება ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში. ევროპა ამ ზეწოლას ეწინააღმდეგება, მაგრამ გაუძლებს თუ არა – ეს უკვე ძალიან დიდი კითხვაა. ჩემი მოსაზრებაა, რომ ვერ გაუძლებენ, რადგან ამ ბიუროკრატიას ძალაუფლება საკუთარი ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ აქვს. შარშანდელი ევროპარლამენტის არჩევნებში მათი გამარჯვება ბაიდენის ადმინისტრაციის – ე.წ. „დიფ სთეითის“ – მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნებოდა.
2029 წელს ევროკავშირს უწევს არჩევნები, და დღეს ის დგას გარდაუვალი ცვლილებების წინაშე. თუ მანამდე ევროპა არ დაიშალა, ამ ცვლილებების შემდეგ შესაძლოა ეს კავშირი შენარჩუნდეს, მაგრამ სრულიად სხვა ფორმით - ჯანმრთელი, განახლებული, რეალური ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა. და აი, ასეთ ევროპის წევრობა ნამდვილად გამიხარდება,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 11:33
მსოფლიო
Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:31
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ
ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.
02 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს
სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 11:09
საზოგადოება
ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
02 აპრილი 2026, 11:02
პოლიტიკა
სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.
02 აპრილი 2026, 11:01
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.
02 აპრილი 2026, 10:54
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 10:50
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.
02 აპრილი 2026, 10:50
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.
02 აპრილი 2026, 10:36
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.
02 აპრილი 2026, 10:34
მსოფლიო
Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 10:32
საზოგადოება
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
02 აპრილი 2026, 10:25
პოლიტიკა
ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?
ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.
02 აპრილი 2026, 10:13
ტექნოლოგიები
1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან
მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.
02 აპრილი 2026, 09:52
რეგიონი
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
02 აპრილი 2026, 09:49
მსოფლიო
აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 09:48
რეგიონი
გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.
02 აპრილი 2026, 09:45
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.


