10 დეკემბერი 2025, 20:17 / სანდო წყარო

კონსტანტინე გამსახურდია: ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს - თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო

კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.

როგორც ის აღნიშნავს, იგულისხმება ახლახანს იუთუბზე გამოქვეყნებული ია ანთაძის პოდკასტი "განულებული კარიერა".

„ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მცდელობა, საქართველოს თანამედროვე ისტორია „ზედაპირული შკალით“ შეფასდეს — თითქოს ყველა ხელისუფლება „ერთნაირად“ ცუდი და მიუღებელი იყო და ზვიად გამსახურდიამ, ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ერთნაირად კარგად დაიწყეს და ერთნაირად ცუდად დაამთავრეს. იგულისხმება ახლახანს იუთუბზე გამოქვეყნებული ია ანთაძის პოდკასტი "განულებული კარიერა".
ნათქვამია, ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიანო, მაგრამ უნდა ითქვას: რასაც აქ ავრცელებს ია ანთაძე, არის არა მხოლოდ არასერიოზული ანალიტიკა, არამედ ისტორიის იმ ზომამდე ზერელე წარმოდგენა, რომ გაყალბებაში გადადის.
ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა არა პარტიული სქემებით, კულისური გარიგებებით ან რომელიმე გეოპოლიტიკური ძალის მიერ ნაკარნახევი გეგმით, არამედ ქართველი ხალხის პირდაპირი, ემოციური და ისტორიული არჩევანით. მისი პოლიტიკური იდეა ერთმნიშვნელოვანი იყო — საქართველოს ეროვნული, სუვერენული და კულტურულად თვითმყოფადი სახელმწიფო.
ზვიად გამსახურდია თავის კოალიციასთან ქმნიდა სახელმწიფოს, ქმნიდა საშინელ პირქარში და საბოტაჟის სიტუაციაში, როგორც გარეშე, ისე შიდა მტრების მობილიზაციის პირობებში. მაშინ როცა სხვა ლიდერები მართავდნენ უკვე შექმნილს — ზოგჯერ უკეთესად, ხშირად უარესად. ან რომელ კარიერაზე საუბრობს, ზვიადს რომ კარიერა მოსდომებოდა, მოზარდობიდან გარანტირებული ექნებოდა, თანაც საუცხოო, მაგრამ სხვა გზა აირჩია, რომლის დანახვის შინაგან ორგანოს ია მოკლებული ჩანს. ის მაინც გაეხსენებინა, რაც ნაპოლეონმა გოეთესთან საუბარში ბერძნულ ტრაგედიაზე თქვა: ჩვენი დროის დრამა ანტიკურისგან იმით განსხვავდებაო, რომ ჩვენს დროში ბედისწერა, რაც ბერძნულ დრამაში რელევანტური იყო, როლს აღარ თამაშობსო; ის დღეს პოლიტიკამ ჩაანაცვლაო.
ზვიად გამსახურდიას ბედი — პოლიტიკური, მორალური და ტრაგიკული იყო ერთსა და იმავე დროს. მისი ხელისუფლება დასრულდა არა არჩევნებით, არა ინსტიტუციური ცვლილებით, არა საზოგადოებრივი კონსენსუსით — არამედ სისხლიანი პუტჩით, რომელიც განხორციელდა იმავე ჯგუფების მონაწილეობით, ვინც მოგვიანებით გარდაიქმნა პოლიტიკურ, მედიურ და ბიზნეს-ელიტებად. სწორედ ამიტომ მისი ბედი არის გმირის ტრაგედია და არა პოლიტიკოსის კარიერული წარუმატებლობა.
მისი სიკვდილი დღემდე მოცულია ვითომ „გაურკვევლობით“, თუმცა ყველასთვის გასაგებია: სახელმწიფო, რომელიც ვერ დაიცავს პირველ პრეზიდენტს, ვერ განახორციელებს სრულფასოვან სუვერენიტეტს.
განსხვავება იმაშია, რომ ზვიად გამსახურდიას დროს სახელმწიფო თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა და ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი საერთაშორისო აღიარება იყო. ერთია — უშედეგო მმართველობა; სრულიად სხვაა — მეზობელი აგრესიულ ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და სპეცსამსახურული ჩართულობით ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით წართმევა იმ დროს, როცა სახელმწიფო მხოლოდ იბადებოდა. ზვიადის ხელისუფლებას სამოქალაქო ომი ვინც მოახვია, (თუნდაც ის საწყის ფაზაში დარჩენილიყო, რადგან ის არ გაღვივებულა...) და რომელი ქვეყნიდან (ქვეყნებიდან) იქნა ეს განხორციელებული, არც ამას მიანიშნებს თავის პოდკასტში ჟურნალისტი თუნდაც გაკვრით. ამიტომაც ია ანთაძე მეხსიერების მანიპულაციას ეწევა, ქართული სახელმწიფოს უახლესი ისტორიის "დატროლვასთან" ერთად. მას ვერ მოვთხოვთ დღვანდელი ხელისუფლების ობიექტურ შეფასებასაც, რადგან რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ფსევდორევოლუციური სიბრმავე ამის საშუალებას არ მისცემს - გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ეფემერული გახდა, განიცადა ფრაგმენტაცია, კიდევ რატომ, რა ობიექტური მიზეზების გამო ახერხებს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას, რომელი რაციონალური და გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რაც ამომრჩეველს არ გამორჩენია მხედველობიდან. ან როდის "დაამთავრეს?" აქ რა, სურვილის მიხედვით აზროვნებასთან გვაქვს საქმე?
როდესაც საზოგადოებას საჯაროდ ესაუბრება ანალიტიკოსი, რომელიც აცხადებს, რომ „ყველა ხელისუფლება ერთნაირად ცუდი იყო“, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: ამ განცხადებას აქვს პოლიტიკური წარსული და ინტერესთა განზომილება.
ია ანთაძე თავად იყო იმ ჯგუფების არც თუ პასიური მხარდამჭერი, რომლებიც მონაწილეობდნენ 1991–92 წლების მოვლენებში და რომლებიც იყვნენ გამსახურდიას ჩამოგდებისა და სახელმწიფო რღვევის პროცესში ჩართულნი.
თვითონ მონაწილეობდე სისტემის ჩამოგდებაში და შემდეგ აცხადებდე, რომ სისტემა „თავიდანვე ცუდი იყო“ — ეს არის პასუხისმგებლობის მოშორების კლასიკური სქემა. ამიტომაც ვერ სცდება ედუარდისეულ ზღაპრობებს ნატო ონიანის გადაცემაში, ვერ სიგუას, ლომოურის, ნაირა გელაშვილის და მათი მსგავსი პუტჩისტების განცხადებების დონეს.
პოდკასტმა ვერანაირად ვერ დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება - ადრე კრიტიკულად დავპირისპირებივარ ხოლმე ზაალ ანდრონიკაშვილის ან გია ნოდიას პოსტებს, თუმცა ისინი იასთან შედარებით სამუელ ჰანტინგტონებად მოჩანან. საზოგადოებას არ ეშლება მეხსიერება — მას ხშირად ახსნიან განსხვავებულად. ისტორიის გაგება იწყება იმ განსხვავებების გააზრებით, რომელთა წაშლასაც ზოგიერთი სოციალური ჯგუფი შეგნებულად ცდილობს“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

02 აპრილი 2026, 11:37

ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.

02 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

02 აპრილი 2026, 11:33

მსოფლიო

Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

02 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა, რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.