11 დეკემბერი 2025, 00:22 / სანდო წყარო

ობოლაძე: არსებობს ორი „ბოლომდე“ - როდესაც ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, რაც თითქმის შეუძლებელია და არსებობს მეორე „ბოლომდე“, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს - ივანიშვილი ახლოს არის მიზანთან

ფოტო: არქივი

ფოტო: არქივი

არჩევნებს აზრი არ აქვსო - ეს დავამტკიცეთ, რევოლუციას აზრი არ აქვსო - ეს დავამტკიცეთ და მერე მოვიგონეთ მესამე გზა - მუდმივი პროცესი, რეჟიმის დემონტაჟი და ქუჩის გადაკეტვა. ერთი წელი იძახდნენ, რომ ქუჩა თუ გადაიკეტება, შეიძლება 445-ე დღეს ჩამოიშალოს რეჟიმი. ქუჩა აღარ იკეტება, მაგრამ, რატომღაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქუჩას რატომ არ კეტავენ, გაუგებარია, თუ ეს არის გზა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განადგურება თითქმის შეუძლებლად ეჩვენება, ოპოზიციის განადგურება კი შედარებით მარტივია და შესაბამისად, ობოლაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ახლოს არის მიზანთან.

"საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა სიტუაცია ისეთია, ჩვენი „ბოლომდე“ გავა ბოლოში და არა ივანიშვილის „ბოლომდე“, მაშინ არ უნდა დავუშვათ, რომ რამე შევცვალოთ და უნდა ვთქვათ, რომ კარგად მივდივართ. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ახლა როგორც მივდივართ და რასაც ვაკეთებთ, არის კარგი. ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რამის კეთება - არ ვიცი ამას რა ჰქვია, ფაქტია, რომ არჩევნებზე არ მივდივართ, რევოლუციას არ ვაწყობთ, ქუჩას არ ვკეტავთ, მაგრამ კარგად მივდივართ და მალე ივანიშვილი არ იქნება - მე ამის არ მჯერა, თუ ამის გვჯერა, უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის კეთება. თუ არავის არ გვჯერა, მაშინ რაღაც რეალობა უნდა ვაღიაროთ და რაღაც უნდა ვცადოთ.

არსებობს ორი „ბოლომდე“. ერთი არის, როდესაც ჩვენ გავჯიუტდით და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება ძალიან რთულად და თითქმის შეუძლებლად. არსებობს მეორე „ბოლომდე“, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას. ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ, ოღონდ, ივანიშვილს ამის გაკეთება, ასევე ძვირი დაუჯდება და მისთვის ეს არის რისკი", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არ აქვს სათქმელი, რომ "გრძელვადიან დემონტაჟს" აკეთებს.

"შეიძლება ივანიშვილი იგებს დროს, შეიძლება ჩვენ ვიგებთ დროს, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ 2028-მდე და 2028-შიც მაინც ვცადოთ რამე". დღეს მე ვხედავ, რომ არ გვაქვს სათქმელი, რომ ხალხო რევოლუცია მოვაწყოთ, არ გვაქვს სათქმელი, რომ გრძელვადიან დემონტაჟს ვაკეთებთ, დღეს არ გვაქვს სათქმელი, რომ არჩევნები როცა იქნება მაშინ დავამარცხებთ, ამასაც ვერ ვამბობთ" - განაცხადა ობოლაძემ.

ყველა სიახლე

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.