11 დეკემბერი 2025, 10:10 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„თითოეული დაგვიანებული ნებართვა და დაგვიანებული პროექტი კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ კომპანიას უქმნის პრობლემას, ასევე ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი გადასახადი, ადამიანებს უმცირდებათ შემოსავალი, რის გამოც ამცირებენ ხარჯვას და, საბოლოოდ, თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდება, შეიძლება ძალიან საშიშ სპირალში შევიდეთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც აღმოჩნდა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლა ახალ, პრიორიტეტულ საფეხურზე აიყვანა. დეპუტატის თქმით, კარგია, რომ მთავრობა კორუფციის რისკებს აზღვევს, მაგრამ ამის გამო არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ან კერძო ბიზნესის ფუნქციონირებას.

„რამდენიმე სიტყვით შევეხები ზოგადად ბიუჯეტის პარამეტრებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, კერძოდ:
10%-ს მიახლოებული ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, წელსაც ველოდებით წინასწარ დაგეგმილზე უფრო მაღალ - 7%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას, რასაც, ბუნებრივია, ბიუჯეტის ზრდაც მოსდევს. ამის შედეგია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდი ლარით იზრდება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჯერ არც მდიდარი ქვეყანა ვართ და ვერც საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გავდივართ. ამიტომ, ცხადია, ეს ბიუჯეტი ყველა ჩვენს სურვილს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა, არის პრიორიტეტები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

თუმცა, სანამ მომავალი წლის პრიორიტეტებზე გადავალ, უნდა ვისაუბრო იმ პრობლემაზე, რაც გაჩნდა წლევანდელი ბიუჯეტის ათვისებაში. წელს თითქმის მილიარდნახევარი ლარი (თუ სწორად მახსოვს) ვერ იქნა ათვისებული. კარგად მესმის ამის მიზეზი - გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ.

გაძლიერებული კონტროლისა და გაზრდილი ბიუროკრატიის გამო გაჩერდა ან შენელდა არაერთი დიდი თუ მცირე პროექტის განხორციელება, გვიანდება გარკვეულ პროექტებზე ნებართვების გაცემა, ზოგჯერ თვეობითაც კი, რის გამოც კომპანიები მძიმე ზარალს განიცდიან. ამასობაში, ეს კომპანიები ხელფასს უხდიან თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ, მაგრამ ბიზნესი ცდილობს, შეინარჩუნოს ისინი; კომპანიები უხდიან ბანკებს აღებული ვალის პროცენტებს, თუმცა კი საქმეს ვერ აკეთებენ და საბოლოოდ, მათ ვალი მკვეთრად უძვირდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, კორუფციის საფრთხე, რასაც კონტროლის ნაკლებობა იწვევდა, ახლა ჩაანაცვლა სხვადასხვა დონის ბიუროკრატების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შიშმა, რადგან ყველას ეშინია, რომ ხვალ შეიძლება ვინმე მოედავოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამის გამო ბევრი კომპანია ან გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ან მკვეთრად ამცირებს თავის საქმიანობას.

თითოეული დაგვიანებული ნებართვა და დაგვიანებული პროექტი კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ კომპანიას უქმნის პრობლემას, ასევე ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი გადასახადი, ადამიანებს უმცირდებათ შემოსავალი, რის გამოც ამცირებენ ხარჯვას და, საბოლოოდ, თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდება, შეიძლება ძალიან საშიშ სპირალში შევიდეთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება. LIVE

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.