11 დეკემბერი 2025, 14:10 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ძალიან კარგია, რომ 20%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული რგოლის ხელფასები, მაგრამ მომავალ თაობას მასწავლებელი ზრდის. ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით კი სკოლის მასწავლებლების ხელფასი არ იზრდება

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

განათლების სისტემის რეფორმის და განათლების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს პარალამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. როგორც ის აცხადებს, დაფინანსების ზრდა არის ერთერთი აუცილებელი პირობა რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

„ხალხის ძალის“ ინფორმაციით, ამავდროულად სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საჭიროა მასწავლებლებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ღირსეული ხელფასით უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ბიუჯეტში ამ საკითხსაც უნდა დაეთმოს ჯეროვანი ყურადღება, რადგან მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდა, სწორედ მასწავლებლების კვალიფიკაციასა და მათ სოციალურ გარანტიებზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო და არ არის ასახული პროექტში: ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად ლაპარაკობდა, განათლების სისტემის რეფორმა, განათლების ხარისხის ამაღლებაა და ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განათლების სისტემა გვექნება, რამდენად განათლებული ახალი თაობა გვეყოლება და რამდენად კონკურენტული იქნება ჩვენი მომავალი თაობა საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც სუსტების ადგილს პრაქტიკულად აღარ ტოვებს დღევანდელი სამყარო. სუვერენიტეტის შენარჩუნებაც და, უფრო მეტიც, ჩვენი სამშობლოს არსობობაც კი, დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ამ ფონზე კი ვხედავთ, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით სკოლის მასწავლებლების ხელფასი არ იზრდება. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ 20%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული რგოლის ხელფასები, მაგრამ მომავალ თაობას, პირველ რიგში, სწორედ მასწავლებელი ზრდის. მეორე მხრივ, მხოლოდ მასწავლებლების ხელფასის გაზრდა ალბათ დიდ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ ამავდროულად არ ვიზრუნებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მით უმეტეს, იმ ამბიციური გეგმების ფონზე, რასაც განათლების რეფორმა გულისხმობს.

წარმოდგენილ ბიუჯეტში მე ვერ ვნახე, რომ ამ თემაზე სერიოზულად იყოს ნაფიქრი. შეიძლება, ვინმე ფიქრობს კიდეც, შეიძლება გარკვეული ხედვა არსებობს კიდეც, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ასახული ბიუჯეტში. არადა, სწორედ ეს საკითხი უნდა იყოს ქვეყნისა და შესაბამისად, მისი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სწორად მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იყოს მიმართული ძალიან დიდი ძალისხმევა.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსებას ეხება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია ძალიან მასშტაბური რეფორმის ხედვა და კონკრეტული გეგმა, რამაც ძირფესვიანად უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ვითარება და, ამ დროს, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოდ, დაახლოებით 6 მილიონი ლარით (86 მილიონიდან 90 მილიონამდე) იზრდება. ამაზე იტყვიან, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, რადგან, თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ განათლებისა და მეცნიერების სისტემა ძირფესვიანად უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ, მაშინ, ბენებრივია, რომ ეს არ არის ის ზრდა, რომელსაც ველოდებოდით. თუმცა, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დაფინანსების გაზრდა, არამედ ძალიან მკაფიო და ნათელი სურათი იმისა, თუ კონკრეტულად რა მიზნებს უნდა მოხმარდეს გაზრდილი დაფინანსება და რა არის ის შედეგი, რასაც ველოდებით. როცა განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან დაბალია საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასები. მართალია, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ზრდა არის გათვალისწინებული, რაც მისასალმებელია, მაგრამ, ჯერ ერთი ეს ზრდა არ არის საკმარისი და, მეორე - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების აღმზრდელებს განსხვავებული დაფინანსება აქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაგა-ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც სწორი მოდელია, მაგრამ უნდა გამოინახოს ამ ხელფასების გათანაბრების რაიმე საშუალება, რაიმე მოდელი. არ არის სამართლიანი, როდესაც ერთი დი იმავე საქმის შესრულებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმზრდელების ხელფასებს შორის სხვაობა 200 ლარს ან მეტსაც კი აღწევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი
პეტერ პელეგრინი

02 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

02 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

02 აპრილი 2026, 11:37

ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.

02 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

02 აპრილი 2026, 11:33

მსოფლიო

Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

02 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა, რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.