შალვა პაპუაშვილი: არანაირი შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და ვლადიმერ პუტინს შორის გათვალისწინებული არ არის
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით თურქმენეთში ფორუმზე, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აარიდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან საერთო ფოტოს გადაღებას ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ფორუმზე, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით თურქმენეთში ფორუმზე, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერი იქ იმყოფება და წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამე დაამტკიცა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით. ვინც მზად არის პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ინტერესი არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, ვინც არ სცემს, არ ვესაუბრებით.
რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, შესაბამისად არ ვსაუბრობთ. შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ერთადერთი - ჟენევის ფორმატია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გვქონდეს კონტაქტი, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახორციელებენ ამ ტერიტორიების ოკუპაციას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტი ჩაეკითხა, ისაუბრებენ თუ არა კობახიძე და პუტინი.
„არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
02 აპრილი 2026, 14:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 14:23
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
02 აპრილი 2026, 14:22
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
02 აპრილი 2026, 14:21
სამართალი
ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
02 აპრილი 2026, 14:13
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შოთა რეხვიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და ახალგორის გამგებელთან გელა შერმადინთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
02 აპრილი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
02 აპრილი 2026, 14:10
რეგიონი
რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
02 აპრილი 2026, 14:08
სამართალი
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.
02 აპრილი 2026, 14:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


