ქართველიშვილი: თუ აშხაბადის ღონისძიებებს პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტში შევხედავთ - არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
დავით ქართველიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საზოგადოება დაიღალა „რუსულ თემაზე" ყვირილის პოლიტიკით და ითხოვს კომუნიკაციის არხების აღდგენას - მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვის ფარგლებში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აშხაბადის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ყოფნას ეხმიანება. ის ასევე პასუხობს რადიკალების მხრიდან გაჟღერებულ ქილიკსა და კრიტიკას იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძე ესწრებოდა ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც იღებდა.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ფორუმი, გარდა იმისა, რომ მასზე პრემიერი შთამბეჭდავი სიტყვით წარსდგა, მნიშვნელოვანი იყო კობახიძისა და პუტინის ერთ სივრცეში ყოფნით. ეს კი, ექსპერტის აზრით, შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ.
„დასრულდა მორიგი „გრანდიოზული" შეშფოთებული აღშფოთება რუსთაველზე და შევაჯამოთ მორიგი პარანოია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთის ფორუმზე ღირსეული და დადებითი ვიზიტის გამო. თუ აშხაბადის ღონისძიებებს პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტში შევხედავთ - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ ქვეყნის უმრავლესობის დაკვეთის პრიზმაშიც უნდა გავაკეთოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს. მაშინ საერთო სურათი ხდება უფრო პრაგმატული და ნაკლებად ემოციური. ხოლო უმრავლესობის ეს დაკვეთა, კონტაქტების დაფუძნების აუცილებლობაზე არა „ღალატად“, არამედ საგარეო პოლიტიკის მომწიფების ნიშნად უნდა ჩავთვალოთ.
აქ ლოგიკა მარტივი და ცხოვრებისეულია: რუსეთი ჩვენი საზღვრებიდან არსად გაქრება - გეოგრაფია არ იცვლება; დიალოგის უსასრულობამდე კონსერვაცია ნიშნავს საკუთარი ინტერესების დაცვის ინსტრუმენტებზე უარის თქმას. საზოგადოება დაიღალა „რუსულ თემაზე" ყვირილის პოლიტიკით და ითხოვს კომუნიკაციის არხების აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვის ფარგლებში. ბოლო წლებში საზოგადოების უმრავლესობამ მკაფიოდ დაინახა, რით მთავრდება „ულტიმატუმების დიპლომატია“ - თვალწინ გვაქვს იმ ქვეყნების ბედი, რომლებიც სხვისი ომების არენად იქცნენ.
ჩვენ გვსურს სტაბილურობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური წინსვლა, და არა ლოზუნგები. ამიტომ ადრე თუ გვიან, რუსეთთანაც უნდა ამოქმედებულიყო ფორმულა: „ამ ეტაპზე, სანამ ოკუპაცია გრძელდება - მეგობრები არ ვართ, მაგრამ საუბარი არსებული სტატუს-ქვოს შესაცვლელად აუცილებელია“.
ასეთი მიდგომა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანში აღიქმება როგორც გონივრული მინიმუმი, და არა იდეოლოგიური კაპიტულაცია. აშხაბადში არ ყოფილა დემონსტრაციული კომუნიკაცია, არ ყოფილა ქართული პოზიციის დამამცირებელი გამოვლინებები, არ ყოფილა ისტერიული - „ერთ დარბაზში ვერ ვიდგებით“ ტიპის ჟესტები. საქართველო კონფლიქტს არ ეძებს, მაგრამ რუკიდანაც არ ქრება. პატარა სახელმწიფოსთვის ეს გადარჩენის სტრატეგიაა, და არა სისუსტე. აშხაბადის ფორუმი და მისი ძირითადი თემა - ნეიტრალიტეტი, ნდობის აღდგენა, გადარჩენა ძლიერ ძალთა ცენტრებს შორის, ძალიან ზუსტად ერგება ქართული საზოგადოების უმრავლესობის შინაგან მოთხოვნას.
ჩვენს დეკლარირებულ პოზიციაში ინტუიციურად იგრძნობა, რომ სჯობს იყო პატარა, მაგრამ სუბიექტი, ვიდრე დიდი ინსტრუმენტი სხვის ხელში. სჯობს ყველასთან საუბრის რეჟიმი, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის ომი.
ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერის ერთ პლატფორმაზე მოხვედრის პირველი შემთხვევა და ლოგიკური, ღირსეული და აუცილებელიც იყო ის, რომ ამ ეტაპზე არ ყოფილა დემონსტრაციული ხელის ჩამორთმევა, არ ყოფილა მოუმზადებელი და ამ ფორმატის ფარგლებში უადგილო განცხადებები „დათბობაზე“. ეს კი, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ რაიმე დამცირებისა თუ მკვეთრი ჟესტების გარეშე. ასე იქცევიან არა რევოლუციონერები და საკუთარი ქვეყნის უსამშობლო მტრები, არამედ სახელმწიფოს „მენეჯერები".
აშხაბადი არ იყო დიალოგის დაწყების „ტრიგერი", მაგრამ იყო ასეთი დიალოგის შესაძლებლობის დაწყება. და სწორედ ამას თვლის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აუცილებელ, დროულ და ერთადერთ გონივრულ გზად არა - რუსეთის მიმართ სიყვარულის გამო, არამედ - სახელმწიფოს თვითგადარჩენის ინსტინქტით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას.
02 აპრილი 2026, 13:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:57
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 აპრილი 2026, 12:54
პოლიტიკა
პეტერ პელეგრინი: საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.
02 აპრილი 2026, 12:40
რეგიონი
„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა
„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
02 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება
„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
02 აპრილი 2026, 12:23
მსოფლიო
POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.
02 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
02 აპრილი 2026, 11:37
ეკონომიკა
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
02 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
02 აპრილი 2026, 11:33
მსოფლიო
Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 11:31
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ
ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.
02 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს
სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა, რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას.
02 აპრილი 2026, 11:09
საზოგადოება
ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
02 აპრილი 2026, 11:02
პოლიტიკა
სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.


