14 დეკემბერი 2025, 13:40 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

არალეგალი-მიგრანტების შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრობლემა, არა მიგრანტები, არამედ, ამ პრობლემის სავარაუდო შემქმნელი - კორუფციული მექანიზმია. ქართველიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, კონკრეტულად ვინ ყიდდა და ღალატობდა სახელმწიფოს და არ ეძებოს დამნაშავეები კონკრეტული ეროვნებისა თუ რელიგიის ნიშნით.

„ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ "პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. თითქოს სახელმწიფოს ევალებოდეს კოლექტიური დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იმ ადამიანების გამოც, რომლებიც დღეს აღარ იმყოფებიან, არც ხელისუფლებაში და არც ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში.

ზუსტად აქ გადის ის პრინციპული ზღვარი, რომელიც მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდა განისაზღვროს: ყოფილი ჩინოვნიკები, ეს არ არის მოქმედი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილი დანაშაულებით, ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური კურსი, პარტიული წარსული - არაა "ინდულგენცია" და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს "ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს. უფრო მეტიც, ამ ზღვრის განზრახ დაბინდვა პირდაპირ აზიანებს მოქმედი ლიდერების რეპუტაციას და ძირს უთხრის ინსტიტუციური სახელმწიფოს იდეას.
დიდი ალბათობით, წარსულში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი სქემების ნაყოფია ქვეყანაში შემოსული ის 25 ათასი არალეგალი-მიგრანტი, რომლის შესახებაც ამ წლის გაზაფხულზე გვამცნო შსს-ს მინისტრის მოადგილემ. მაგრამ აქაც, პრობლემის ძირი, არა საკუთრივ მიგრანტებია, არამედ, სავარაუდოდ მისი "შემქმნელი" კორუფციული მექანიზმი. იმ პერიოდში, როდესაც ამ ჩინოვნიკების ნაწილი იკავებდა საკვანძო თანამდებობებს, საქართველოში შემოაღწია აზიური რეგიონის ათეულობით ათასმა მოქალაქემ. დიდი ალბათობით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბინადრობის ნებართვას იღებდა არა გამჭვირვალე და კანონიერ პროცედურებზე დაყრდნობით, არამედ ქრთამის, ფიქტიური საფუძვლების, ყალბი დოკუმენტებისა და შუამავლური სქემების მეშვეობით.

აქ აუცილებელია მკაფიოდ ითქვას:

პრობლემა არ არის ადამიანების წარმოშობაში, მათი კანის ფერში თუ სარწმუნოებაში. პრობლემა არის მათი არალეგალური ლეგალიზაციის მექანიზმებში. მიგრანტების ქსენოფობიური სტიგმატიზაცია, სახიფათო ჩიხისკენ მიმავალი გზაა. თუმცა იმ ფაქტის იგნორირება, რომ სავარაუდოდ, სწორედ კორუფციამ გახსნა ქვეყნის კარები უკონტროლო ნაკადებისთვის, კიდევ უფრო სახიფათოა. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის სახელმწიფო კონტროლის დაკარგვის განცდას.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლების დღევანდელმა "ლიდერშიფმა" ყოველგვარი გარედან თავსმოხვეული ისტერიკისა და "პერფორმანსების" გარეშე. პირველი და სავალდებულო ნაბიჯი არის ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს: თუ ადგილი ჰქონდა კორუფციულ ეპიზოდებს, პასუხისმგებლობა ეკუთვნის კონკრეტულ პირებს და მათი მოღვაწეობის კონკრეტულ პერიოდს. სახელმწიფო პასუხისმგებელია შედეგების გამოსწორებაზე, მაგრამ არა სხვისი დანაშაულის დამალვაზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა ოპონენტებისთვის მოსახერხებელი ლოზუნგია, თუმცა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის.

მეორე - უნდა გრძელდებოდეს გაცემული ბინადრობის ნებართვების აუდიტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სრულად იძლევა საშუალებას ჩატარდეს რეტროსპექტული შემოწმება იმ ბინადრობის ნებართვებზე, რომლებიც გაიცა საინვესტიციო, შრომითი ან ჰუმანიტარული საფუძვლებით. ყალბი დოკუმენტები, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებები, რეალური საცხოვრებელი ადგილის არქონა, ქრთამის ფაქტები - ეს ყველაფერი წარმოადგენს სტატუსის გაუქმების კანონიერ საფუძველს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: საუბარი არ არის მასობრივ დეპორტაციებზე, რომელსაც აქვს განხორციელების რთული და ხშირად ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურა, არამედ კანონის აღდგენაზე. ეს პრინციპული განსხვავებაა, როგორც იურიდიულად, ისე პოლიტიკურად. ბევრს მოეჩვენება, რომ 2025 წელს განხორციელებული 1130 დეპორტაციის ფაქტი არასაკმარისია, მაგრამ კეთილი ინებოს და გაერკვეს ამ პროცედურის ნიუანსებს და ადვილად მიხვდება, როგორი სამართლებრივი ბერკეტებია აქ გასათვალისწინებელი.
მესამე - ქვეყანაში შესვლის კონტროლის გაძლიერება, უვიზო რეჟიმების დემონსტრაციული გაუქმების გარეშე. უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო ინტერვიუები, ვიზიტის მიზნის დადასტურება, ფინანსური რესურსების არსებობა, უკან დაბრუნების ბილეთი, ეს არის ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სტანდარტული პრაქტიკა. ეს არ არის „ხრახნების მოჭერა“, ეს არის ნორმალური სახელმწიფო კონტროლი. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შეღწეულ კონტინგენტს: საკვანძო ამოცანაა - მკაფიო სეგმენტაცია. ყველა უცხოელი უნდა დაიყოს სამ ჯგუფად. პირველი - კანონიერად მცხოვრები და ინტეგრირებული პირები. მათ არ უნდა შეეხონ და მით უმეტეს, არ უნდა იქცნენ საზოგადოებრივი ისტერიის ობიექტად.

მეორე - ფორმალურად ლეგალური, მაგრამ საეჭვო სტატუსის მქონე პირები. მათი მდგომარეობა ექვემდებარება განმეორებით გადამოწმებას. და მესამე - არალეგალური ან ფიქტიურად ლეგალიზებული პირები. მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები: ბინადრობის ნებართვის გაუქმება, გაგრძელებაზე უარი, ადმინისტრაციული გაძევება სასამართლოს გზით, დეპორტაციის პროცედურები. მაგრამ, აქაც მასობრივი დეპორტაციები დაუშვებელია. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური, სამართლებრივად გამართული და პროცედურულად დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ აცდება სერიოზულ პრობლემებს საერთაშორისო სამართლის კუთხით. სახელმწიფომ დარტყმა უნდა მიაყენოს კორუფციას და არა ადამიანებს - თუ მექანიზმი არ დაიშალა, პრობლემა კვლავ დაბრუნდება. შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს მიგრაციის სამსახური, შუამავლები, უძრავი ქონების სააგენტოები, ფიქტიური დამსაქმებლები. აუცილებელია „პაკეტური ლეგალიზაციის სერვისების“კრიმინალიზაცია და რამდენიმე ხმაურიანი საქმის მიყვანა გამამტყუნებელ განაჩენამდე. ერთი-ორი ხმაურიანი პროცესი უფრო ეფექტურია, ვიდრე ასობით განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, კონკრეტულად ვინ ყიდდა და ღალატობდა სახელმწიფოს და არ ეძებოს დამნაშავეები კონკრეტული ეროვნებისა თუ რელიგიის ნიშნით. და რაც მთავარია, მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების გათვალისწინებით, თუ ყოველივე ეს "ჩუმად" გაკეთდება, ხელისუფლება საინფორმაციო სივრცეში დამარცხდება. აუცილებელია მუდმივი ხმამაღალი განცხადებები: საქმე არ ეხება ეროვნებას ან რელიგიას, არამედ კანონის დაცვას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არა უკონტროლო დერეფანი - ჩვენთან უსაფრთხოება, დემოგრაფია და მიგრაციული პოლიტიკა სუვერენიტეტის ელემენტებია. აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან. ხელისუფლების მოქმედმა შემადგენლობამ არ უნდა იმართლოს თავი, არამედ გადადგას მკვეთრი სამართლებრივი ნაბიჯები. მან უნდა იმოქმედოს კანონის, რეალური (და არა გამოგონილი) ციფრებისა და მონაცემების საფუძველზე, პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენების გზით. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ერთდროულად შეჩერდეს არალეგალური ნაკადები, გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან, შემცირდეს საზოგადოებრივი დაძაბულობა და სახელმწიფომ დაიბრუნოს პასუხისმგებელი, სუვერენული და პრაგმატული ლიდერის სახე - ხმაურის, ისტერიკისა და ღირსების დაკარგვის გარეშე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა

ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

02 აპრილი 2026, 13:49

საზოგადოება

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 13:44

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

დონალდ ტუსკი

02 აპრილი 2026, 13:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

02 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები

მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

დავით სონღულაშვილი

02 აპრილი 2026, 13:39

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის

ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.

რევაზ სოხაძე

02 აპრილი 2026, 13:32

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:28

პოლიტიკა

მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - Stipendium Hungaricum.

02 აპრილი 2026, 13:28

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების მკურნალობის საკითხების გადაჭრაზე იმუშავებს

ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:25

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.

02 აპრილი 2026, 13:22

პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 13:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი

ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 13:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას.

02 აპრილი 2026, 13:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კაია კალასი

02 აპრილი 2026, 13:07

მსოფლიო

კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ ყაველაშვილი
პეტერ პელეგრინი

02 აპრილი 2026, 12:58

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

02 აპრილი 2026, 12:58

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

გოგი ფუტკარაძე

02 აპრილი 2026, 12:57

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პეტერ პელეგრინი

02 აპრილი 2026, 12:54

პოლიტიკა

პეტერ პელეგრინი: საქართველო ძირითად როლს თამაშობს რეგიონის სტაბილიზაციაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია „გლობალური ჭიშკრის“ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის

„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.

02 აპრილი 2026, 12:40

რეგიონი

„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა

„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.