14 დეკემბერი 2025, 19:23 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს.

„წლების წინ, ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კიდევ აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, სადაც ჩვენ წინასწარვე გავაანალიზეთ. მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო გამოწვევებისთვის, რაც დღეს პრინციპში გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებაში, მის ბიუროკრატიის მმართველობასთან, აშშ-სთან ერთგვარ დაპირისპირებასთან და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგ ქვეყნებში, ერთმანეთთან დამოკიდებულებებში და ა.შ ამერიკის ადმინისტრაციას, აშშ-ს და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს, რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო და აქ უკვე უფრო მეტად გამოიკვეთა ის აზრი, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და იმედოვნებს, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.

„კიდევ კარგად უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული, ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები და ა.შ. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს გავაგრძელოთ განვითარების გზა ეკონომიკური განვითარების, სოციალური, კულტურული, ამაში ვიყოთ მზად საქართველოს მოქალაქეები. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი კულტურა და ა.შ. და ამ კონტექსტში ჰქონდეს თანაბარი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ეს იქნებიან ჩვენი ახლო მეზობლები, პარტნიორები, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.

რაც შეეხება ევროკავშირთან, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევები, იქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები, იმედი გვაქვს, რომ ჰპოვებს განვითარებას, ის რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს თავის ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად,საუკუნეების მანძილზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.

02 აპრილი 2026, 14:00

პოლიტიკა

ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობდა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:56

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 13:54

პოლიტიკა

კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

საპატრიარქოს მისამართით წლებია მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

02 აპრილი 2026, 13:53

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები. ინფორმაციას სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა

ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

02 აპრილი 2026, 13:49

საზოგადოება

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

02 აპრილი 2026, 13:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 13:44

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

02 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები

მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

დავით სონღულაშვილი

02 აპრილი 2026, 13:39

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის

ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.

რევაზ სოხაძე

02 აპრილი 2026, 13:32

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:28

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების მკურნალობის საკითხების გადაჭრაზე იმუშავებს

ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:28

პოლიტიკა

მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - Stipendium Hungaricum.

02 აპრილი 2026, 13:25

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.

02 აპრილი 2026, 13:22

პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 13:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი

ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 13:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას.

02 აპრილი 2026, 13:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კაია კალასი

02 აპრილი 2026, 13:07

მსოფლიო

კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.