ზაზა შათირიშვილი: ჩრდილოვანი ძალები, დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ, ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით,- ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, ილუზიაა ის, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია და ტრამპი ებრძვიან “ დიპ სტეიტს”, პირიქით ისინი განუხრელად ასრულებენ მათ დავალებებს, რაზეც უკვე ფილოსოფოსმა არაერთხელ ისაუბრა და ამხილა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.
“განვლილ თვეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად „დიპ სტეიტის“ სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ, პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ,”- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ ქართველი ხალხი შეაიარაღოს სიმართლით.
“ვინაიდან დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ნაკადების მიმოსვლა არნახული სისწრაფით ხდება და საზოგადოებას, რომელიც გადატვირთულია პირადი თუ სამსახურებრივი საქმეებით, ნაკლები დრო რჩება გააანალიზოს გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე დაინახოს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით. ჩვენისთანა პატარა ერს ამ მოცემულობაში მხოლოდ და მხოლოდ გონივრული კოლექტიური გადაწყვეტილება გადაგვარჩენს, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით. მით უმეტეს, რომ ხსენებული ჩრდილოვანი ძალები, დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ, ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი,მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება.”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, არსებული მოლოდინები, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვლებოდა აღმოჩნდა ცრუ, რამდენადაც საქმე “ დიპ სტეიტის” მიერ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს.
“როდესაც აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებდა პერსონალურად მისი განცხადებები, ამაზე მიუთითებდა მარკო რუბიოს, ჯეი დი ვენსის, ტულსი გაბარდის და სხვა მაღალჩინოსნების მძაფრი რიტორიკა, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ სწორედ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) ასახელებდნენ.სიტყვებს მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო, შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NED და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა, სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 13:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 13:44
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები
შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.
02 აპრილი 2026, 13:40
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები
მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 13:39
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის
ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 13:32
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - Stipendium Hungaricum.
02 აპრილი 2026, 13:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების მკურნალობის საკითხების გადაჭრაზე იმუშავებს
ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:25
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან
ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.
02 აპრილი 2026, 13:22
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
02 აპრილი 2026, 13:15
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას.
02 აპრილი 2026, 13:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 12:57
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 აპრილი 2026, 12:54
პოლიტიკა
პეტერ პელეგრინი: საქართველო ძირითად როლს თამაშობს რეგიონის სტაბილიზაციაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია „გლობალური ჭიშკრის“ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.
02 აპრილი 2026, 12:40
რეგიონი
„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა
„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
02 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება
„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
02 აპრილი 2026, 12:23
მსოფლიო
POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


