შალვა პაპუაშვილი: კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ნამდვილად იქნება გამარჯვებული საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდს ისესხებს ევროკავშირი. ამ სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ცნობილია
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ნამდვილად იქნება გამარჯვებული საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდს ისესხებს ევროკავშირი. ამ სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ყველასთვის ცნობილია. ამ ომის ბოლოს ირკვევა საბოლოო ჯამში, როგორი ფინანსური სარგებლის რუკა ლაგდება, როგორი ზიანის რუკა ლაგდება და როგორი გეოპოლიტიკური რუკა ლაგდება, - განაცხადა საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გაიცემა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდა უკრაინა და მისი ბიუჯეტი.
„რა გადაწყვეტილებაც ვიხილეთ ევროკავშირის, ეს გახლავთ უკრაინისთვის სესხის მიცემა 90 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც მილიარდ დოლარზე ცოტათი მეტი არის. ორ წელიწადზე ეს არის დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის სესხი და დახმარება, რომელსაც აძლევენ უკრაინას. უკრაინის ბიუჯეტი არის დაახლოებით ასი მილიარდის ოდენობით. ასე რომ ფაქტობრივად ბიუჯეტის ნახევარი არის დეფიციტი დღეს. უკრაინის ეკონომიკა იმდენად არის ჩამოშლილი, რომ მისი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევრის დაფინანსება შეუძლია. და მეორე ნახევარი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა კოლაფსი იქნებოდა ეს უკრაინისთვის. ამიტომაც ვთქვი, რომ როდესაც ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც არახამია ამბობს, რომ ეს იყო მისაღები უკრაინისთვის, ამას ჩააშლევინებ და ევროპელებმა ჩააშლევინეს და გვახსოვს ბორის ჯონსონი ჩასული კიევში და თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ მისი მოწოდებით ჩაიშალა ეს შეთანხმება. გავიდა ოთხი წელი, იომეს ოთხი წელი და ოთხი წლის თავზე რომ დააყენეს ისეთი საკითხის წინაშე ევროპა უპირველეს ყოვლისა, რომ ბიუჯეტის ნახევარი დაუფინანსებელი რჩებოდა უკრაინას, რა თქმა უნდა ეს იყო უპასუხისმგებლობა, რომ ამ მომენტამდე მიიყვანა ბრიუსელმა მდგომარეობა. გაურკვეველი იყო ბოლოს და ბოლოს ამ ოთხ წელიწადზე იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ბრიუსელი და აპირებს თუ არა პასუხისმგებლობით მოიქცეს. ნათელი იყო თავიდანვე, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, ვგულისხმობ, რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევას რეპარაციებისთვის. აქაც შეუქმნეს ისეთი აღქმა უკრაინას, რომ თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტაც დარჩა და მიიღებენ. გუშინ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგ, საბოლოო ჯამში თავად უწევს ევროკავშირს სესხის აღება. ასე, რომ მე კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ერთი სექტორი ნამდვილად იქნება გამარჯვებული. ეს არის საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდ ევროს ახლა ისესხებს ევროკავშირი და ამ საფინანსო სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.


