შალვა პაპუაშვილი: სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ ჩვენი სურვილია, მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა მოჩვენებითი, გლობალისტური, ზემიზნების მსახურებით
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. მათ შორის გამოვყოფდი ინსტიტუციური რეფორმის მიმართულებით მიღებულ პროექტებს, რომლებმაც ინსტიტუციური მოწყობა იმ კონსტიტუციურ სისტემაში დააბრუნა, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩადებული და სხვადასხვა დანამატების სახით იყო საკმაოდ ეკლექტური. მიმდინარე წელს, ჩვენ ინსტიტუციური მოწყობის ეს პროცესი დავაახლოვეთ კონსტიტუციურ მოწყობასთან - იმ ჩანაფიქრთან, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით მიღებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„მეორე მიმართულება არის საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, განსაკუთრებით გარე ჩარევებისგან საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიმართულებით. წელს და საშემოდგომო სესიის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ყურადღება ასევე გაამახვილა ახალ საარჩევნო კოდექსზე და აღნიშნა, რომ კოდექსთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, კრიტიკა არ გამოთქმულა.
„ახალი „საარჩევნო კოდექსი“ მივიღეთ და ზოგიერთი ჯგუფის მიერ საუბარი იყო მხოლოდ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე. რაც უფრო დრო გადის, ვფიქრობ, ყველა კარგად ხედავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც, ევროპაშიც მუდმივ ჩივილს იმაზე, თუ როგორ ხდება გარე ჩარევა არჩევნებში. ჩვენ აქაც ვხედავთ სრულ მხარდაჭერას ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან - რომ საქართველომ უზრუნველყოს ის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, გარე ჩარევის მაქსიმალური გამორიცხვით და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ახალი „საარჩევნო კოდექსი“ მივიღეთ და ამის მიღმა კრიტიკული რაიმე სხვა შენიშვნაც კი არ მოგვისმენია,“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა.
„რეფორმა განგრძობადი სამუშაოა, რომელსაც კვლავ დასჭირდება საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარევა, იმისთვის რომ შესაბამისი ჩარჩო შეიქმნას, არამედ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, რათა რეფორმამ, სრულად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელიც დასახული არის უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმით. მართლაც ისტორიული პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას და რომელიც საქართველოს დაუბრუნებს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი უმაღლესი განათლებით, როგორც შეგვეძლო მათ შორის, იმ თაობებს, რომელთაც ძლიერი საუნივერსიტეტო თუ სასკოლო განათლება გვაქვს გამოვლილი. ჩვენ ვხედავთ რამდენად წარმატებული იყვნენ ქართველი მეცნიერები, სტუდენტები საერთაშორისო კონკურენციაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სახელმწიფომ მისცეს უმაღლესი ხარისხის ზოგადი და უმაღლესი განათლება, იყოს კონკურენტუნარიანი მთლიანად მსოფლიოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, იმ ტურბულენტობაში, რომელშიც რეგიონი ბოლო რამდენიმე წელია იმყოფება, პარლამენტს, საპარლამენტო დიპლომატიის და საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სხვადასხვა დელეგაციაში იყო ჩართული საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელების მხრივ და სხვადასხვა ორგანიზაციაში წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის ხმას“, -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზეც ისაუბრა.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ამ წელს ვასრულებთ გამარჯვებული, იმ მხრივ, რომ გვაქვს რეგიონისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველად, საქართველოს ისტორიაში 10 ათას დოლარს გადააჭარბებს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ამ მხრივ, გამორჩეული ვართ როგორც ეკონომიკური ზრდის წლიური შედეგებით, ისე, აბსოლუტური შედეგებით როგორც რეგიონში, ისე მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ წარმატების მიღწევას ქვეყანა ახერხებს არათუ გარე მხარდაჭერის, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, გარედან ხელის შეშლის ფონზე.
„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ძირი გამოსთხროდა საქართველოს ეკონომიკას, ძირი გამოსთხროდა საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ძირი გამოსთხროდა საქართველოში დემოკრატიას. სამყაროში არის რთული პერიოდი. სამწუხაროდ, მეგობრები სანთლით არის საძებარი. რატომღაც, ამ რთულ ვითარებაში, ბევრმა საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკის გასატარებლად მოიცალა და ჩვენ, ჩვენი პრობლემების დაძლევაში ვართ, რომელიც ოკუპაციის გამოწვევებს და ოკუპაციის დასრულების მიზანს გულისხმობს. ამას ზემოდან კიდევ გვიმატებენ წაქეზებას გამწვავებისკენ, ესკალაციისკენ, შუღლისკენ, ყველაფერ იმისკენ, რაც კი არის ევროპულობის ანტონიმი და ამას აკეთებენ ევროკავშირის დროშით ხელში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ცივილიზაციური სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის დროშით ხელში წვავ საქართველოს პარლამენტს, ძალადობრივი შტურმით ცდილობ პრეზიდენტის სასახლის აღებას, ისვრი „მოლოტოვის“ კოქტეილს.
„ეს ყველაფერი დღეს საქართველოში ხდება მხოლოდ მათი მხრიდან, ვისაც ევროკავშირის დროშა უჭირავს ხელში და ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციური სირცხვილი, რასთანაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპული ძალა დღეს საქართველოში თავის თავს აიგივებს. ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, მათ შორის, ევროპაში პატრიოტული ძალების მომძლავრებას, დარწმუნებული ვართ, ის უმცირესობის მთავრობები, რომლებიც დღეს თავს ახვევენ ზოგიერთს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს - მოუსმენ საკუთარ ხალხს და ის ყრუ კედელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ ბიუროკრატიასა და ევროპელ ხალხს შორის - დაინგრევა. ბრიუსელის ბიუროკრატია მიყვება თავის ხალხის სურვილს - რომ ევროპა კვლავ იყოს მშვიდობის სივრცე და არა გამალებული შეიარაღების და მესამე მსოფლიო ომისთვის მზადების სივრცე, რომ ევროპა იყოს ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე და არა ეკონომიკური დაღმასვლის სივრცე და რომ იყოს ევროპა ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე და არა გამოგონილი იდეოლოგიების საკუთარ სივრცეში გავრცელების და სხვა ქვეყნებისთვის თავზე მოხვევის სივრცე.
ამ წინასაახალწლო სურვილებით ვეგებებით მომავალ წელს, კვლავ მობილიზებული, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით. ის, რაც ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან იცოდა და რასაც დღეს უკვე ხედავენ ხალხები არის ის, რომ ეროვნული ინტერესი არის ნებისმიერი გადაწყვეტილების ამოსავალი. ასე შეიქმნა ერები, ასე შეიქმნა სახელმწიფოები, ასე იქნება გაერთიანებებიც - როდესაც ის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. ვუსურვებ ყველას, რომ ყველა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუსმინოს. ჩვენი სურვილი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ არის ის, რომ მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა მოჩვენებითი, სგლობალისტური, ზემიზნების მსახურებით, რომელიც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ მხოლოდ ქიმერაა და ისე ადვილად იცვლება მისი ავტორების მხრიდან, როგორც მათი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური სურვილები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.


