ლუის ურიბე-ეჩებარია აპალატეგი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, მოსწონთ ეს ზოგიერთებს თუ არა. ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობა ფრთხილად წარმართონ
ლუის ურიბე-ეჩებარია აპალატეგი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გასაგებად აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური გარემოების გათვალისწინება. ამჟამად პუტინის რუსეთს სამხედრო წესით ოკუპირებული აქვს ამ პატარა ქვეყნის ტერიტორიის 20%, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. რუსული არმია დედაქალაქიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში იმყოფება და საქართველოს არ გააჩნია საკუთარი ჯარი. ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობას პრორუსობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს ასე არ არის, - განაცხადა სენატორმა „ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან“ ლუის ურიბე-ეჩებარია აპალატეგიმ ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე, სადაც მან საქართველოს შესახებ ორი კითხვა დასვა და ასევე, საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
კომიტეტზე საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს, საგარეო და გლობალურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დოქტორ დიეგო მარტინეს ბელიოს მოსმენა გაიმართა, რა დროსაც სენატორმა კითხვა დაუსვა, თუ „რა დიპლომატიურ ურთიერთობებს ახორციელებს მთავრობა საქართველოსთან?“
სენატორის თქმით „საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და პრორუსული რომ იყოს, საქართველო უკვე იქცეოდა ერთგვარ „მეორე ბელარუსად“, ან რუსული ჯარები დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას დარწმუნებულნი იმაში, რომ თბილისში მათი იმპერიული ინტერესებისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა იმყოფება“.
მანვე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საპარლამენტო და არც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
„საქართველოს მთავრობისგან რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პუტინის კოლაბორაციონისტად წარმოჩენის საფრთხე ემუქრება. მაგრამ როგორ შეიძლება რომ ისევ არ ვითვალისწინებდეთ საქართველოს დელიკატურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას? და პუტინმა რომ საქართველოს სრული ოკუპაცია გადაწყვიტოს, რას იზამდა ევროკავშირი? შეძლებდა ევროკავშირი, ან თუნდაც ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაცვის გარანტირებას? არა. რა გააკეთა ევროკავშირმა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მითვისება მოახდინა? ზოგიერთები ცდილობენ გვერდი აუარონ საქართველოს ისტორიას და იმ ფაქტს, რომ 1800 წელს რუსეთმა მისი ძალისმიერი ანექსია მოახდინა.
თუმცა, რეალობა სხვაგვარია: სწორედ ამ კვირაში საქართველომ, 46 სხვა სახელმწიფოსთან - მათ შორის ესპანეთთან - ერთად, ჰააგაში ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებულ კონვენციას, დოკუმენტს, რომელიც აფუძნებს ზარალის ანაზღაურების კომისიას, რათა რუსეთს უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ომის გამო კომპენსაცია დაეკისროს. მრავლისმეტყველი ფაქტია, არა? განსაკუთრებით გულსატკენია ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად გრძნობენ საფრთხეს პუტინის მხრიდან - მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ყველაზე მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. მათ ავიწყდებათ, რომ თავად ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით სარგებლობენ, საქართველო კი - პირიქით, დაუცველია. ვინ დაეხმარება საქართველოს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში? ან კიდევ უფრო მძიმე ფაქტი: ნუთუ ადგილი აქვს პუტინის პროვოცირების მცდელობას, რათა მან საქართველოში ახალი ფრონტი გახსნას და ამით ყურადღება და სამხედრო ძალისხმევა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს? ეს ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა.
ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება ხელშესახებია და მას მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს. მმართველ პარტიას ანტიევროპულობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ პროევროპულები არიან. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ სწორედ მათი ინიციატივით შევიდა კონსტიტუციაში ცვლილება, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს კონსტიტუციური სტატუსი მიანიჭა?“ სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუღალავად იშრომა საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და, მეტიც, მიაღწია კიდეც ამ სტატუსს? მართალია, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული და პოლარიზებულია, თუმცა ეს ასეა ევროპისა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საუბარია „გამჭვირვალობის შესახებ“ იმ კანონზე, რომელზეც თქვენ, ბატონო სახელმწიფო მდივანო, მიანიშნეთ. შესაძლოა, ის ფაქტი, რომ ეს კანონი პრაქტიკულად რუსული ანალოგის ასლია, სავარაუდოდ შეცდომა უნდა იყოს, თუმცა საქართველომ ეს ტექსტი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს წარუდგინა. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ რა ასპექტებში შეიძლება არ შეესაბამებოდეს იგი ევროპულ ხელშეკრულებებს ან ადამიანის უფლებათა კონვენციას, რათა ნებისმიერი ხარვეზი დაუყოვნებლივ იქნას აღმოფხვრილი.
არჩევნების შედეგები აბსოლუტურად უდავოა - არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საპარლამენტო და არც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, ეჭვქვეშ არ დაუყენებია. დავასრულებ: პარტია „ქართული ოცნება“ იგებს არჩევნებს საქართველოში, მოსწონთ ეს ზოგიერთებს თუ არა. მათ ქვეყანას მნიშვნელოვანი კეთილდღეობა მოუტანეს და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამაც ეს დაუფასა. ქართველების უმრავლესობას, უკრაინისა და სომხეთის გამოცდილების გათვალისწინებით, პრობლემები არ სურს. ქართველები პრაგმატულები და წინდახედულები არიან. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობა მაქსიმალურად ფრთხილად წარმართონ, თუმცა აშკარად პროევროპულები არიან. საქართველომ იცის თავისი ადგილი. ქართველები სულელები არ არიან, მათ გამოცდილება აქვთ. გეოპოლიტიკა ასეთია. დიდი სახელმწიფოები აკეთებენ იმას, რაც სურთ, ხოლო პატარა ქვეყნები - იმას, რაც შეუძლიათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გაფართოებას. ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ. როგორც შიდა დიალოგისა საქართველოში, ისე გულწრფელი და პირდაპირი დიალოგისა საქართველოსა და ევროკავშირს შორის,“ - განაცხადა ლუის ურიბე-ეჩებარია აპალატეგიმ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.


