21 დეკემბერი 2025, 23:24 / სანდო წყარო

ჯონ მირშაიმერი: ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობის მომავალი განქორწინების თუ არა, სერიოზული დაყოფისკენ მიდის. ეს დაახლოებით სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების მიზეზით ურთიერთობის დაკარგვას მაგონებს

ჯონ მირშაიმერი
იან პრაუდ

ჯონ მირშაიმერი
იან პრაუდ

ევროპას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ - ამ გადმოსახედიდან კი ვაშინგტონისთვის აღმოსავლეთ აზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის დაფუძნების დღიდან, 1776 წლიდან 2017 წლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრალური, სტრატეგიული ნაწილი ევროპას ეკუთვნოდა.

„1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის შემდეგაც, ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტს ევროპაში მიმდინარე ომს ანიჭებდა. 2017 წლამდე ევროპა ვაშინგტონისთვის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო. მაგრამ ეს შეიცვალა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ აზიაა, ვინაიდან სწორედ აქ არის ჩინეთი, ჩინეთი კი ვაშინგტონისთვის უპირველესი საფრთხეა. პენტაგონში ზოგი ჩინეთს მდევარ საფრთხეს უწოდებს, ამ მიზეზით კი 2011 წლიდან, სწორედ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას გვესმის საუბარი ვაშინგტონის გეოპოლიტიკის ინტერესების სიმძიმის ცენტრის აზიისკენ გადანაცვლების შესახებ. ეს კი თავისთავად ნიშნავს ევროპისგან დაშორებას.

საერთაშორისო სისტემაში ძალთა განაწილების სტრუქტურას თუ შევხედავთ, ამერიკელების თვალსაზრისს თუ ავიღებთ - ევროპა დიდი პრობლემების წინაშეა, ვინაიდან ის აღარ წარმოადგენს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტს. მისი ადგილი აღმოსავლეთ აზიამ დაიკავა. ვაშინგტონის სტრატეგიული ინტერესის შემადგენელია ევროპიდან გასვლა. ასევე გასათვალისწინებელია რომ ტრამპს ევროპა სძულს, მას სძულს ევროპელი ლიდერები. პრეზიდენტ ტრამპის შეფასებით მისი სახელმწიფო და ევროპა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ - ევროპა არასწორ გზას ადგას. ვინაიდან ტრამპს ევროპელები სძულს, მას მათი მიტოვებაც სურს. მას სურს, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ომი ამ თვალსაზრისით - ტრამპს სურს, რომ ეს ომი ევროპამ იტვირთოს, ტრამპი არ არის დაინტერესებული უკრაინის ომში ევროპელ მოკავშირეებთან ახლო თანამშრომლობით. მისი გადმოსახედიდან ომი შორს არის და სწორედ ევროპელებს გადაულოცავს ამ ომის ტვირთს. ტრამპი ევროპელებს როგორც უნიათოებს, ისე ეპყრობა და სწორედ მათ აიძულებს ამ ომის დაფინანსებას, ევროპას კი ამის ფული არ გააჩნია და სწორედ ამიტომ იპარავს რუსულ აქტივებს.

ეს ტრამპს კი ნაკლებად ადარდებს, ის საერთოდ არ არის დაინტერესებული ევროპელებს დაეხმაროს. ის დიდი სიამოვნებით დატოვებდა ევროპას, ამავე დროს ვაშინგტონი დაინტერესებულია, რაც შეიძლება გაზარდოს კუთვნილი სამხედრო რესურსი აღმოსავლეთ აზიაში, ეს კი პირდაპირ ნიშნავს ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის შემცირებას. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობის მომავალი განქორწინების თუ არა, სერიოზული დაყოფისკენ მიდის, ეს დაახლოებით სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების მიზეზით ურთიერთობის დაკარგვას მაგონებს“, - აღნიშნა ჯონ მირშაიმერმა.

ყველა სიახლე

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 16:48

პოლიტიკა

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.

02 აპრილი 2026, 16:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

02 აპრილი 2026, 16:43

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 16:40

საზოგადოება

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა

მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

რენდ პოლი

02 აპრილი 2026, 14:54

მსოფლიო

ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან

ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.