შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უკვე შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2025 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს.
მისი თქმით, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექცია იყო.
„გლობალური ცვლილებებით, დრამატიზმითა და წინააღმდეგობებით აღსავსე განვლილ წელს მომხდარი დიდი მოვლენებიდან აქცენტს ორ საკითხზე გავაკეთებ.
პირველი – შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2025 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნური შეცვლა და საზოგადოების განწყობების აქტიური მანიპულაცია იყო. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექციაა – უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წლისა და ზესახელმწიფოთა ღია კონკურენციის პირობებში.
მეორე – ეს არის წლის ბოლოს საერთაშორისო ურთიერთობების გამოკვეთილი სურათი, სახელმწიფოების პოზიციები და მათ შორის ჩამოყალიბებული ახალი პარიტეტი. დღეს უკვე აღარ წარმოადგენს დავის საგანს არაერთი დებულება, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანი იყო.
უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია. სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას.
ამ ვითარებაში, ეროვნული ინტერესი აღარ არის თეორიული ცნება. ის სახელმწიფოთა პოლიტიკის განმსაზღვრელ, გადამწყვეტ კატეგორიად იქცა. სწორედ ეროვნული ინტერესის პრიზმიდან იღებენ სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ალიანსებს, მოიპოვებენ გავლენებს.
აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.
„ამავე რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესი არის.
ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ეძებენ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების და მდგრადობის ახალ მოდელებს და უკვე აცნობიერებენ – ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.
სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი. ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში, პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. გავუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით.
საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, პასუხისმგებლობიანი და სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა. ეს დოქტრინა იყო და დარჩება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საყრდენად.
სწორედ მშვიდობის ეს დოქტრინა იქნება ჩვენი გზამკვლევი 2026 წელსაც, მიუხედავად რადიკალების შეურაცხმყოფელი შეფასებებისა, პოლიტიკური შტამპებისა და იარლიყების მცდელობისა.
აშკარაა, რომ უამრავი დიდი ძვრა ჯერ კიდევ წინ გველოდება. ჩვენ გვსურს, დასრულდეს ომი უკრაინაში. ჩვენ გვსურს, გადარჩეს უკრაინის სახელმწიფო. ჩვენ გვსურს და ისადგუროს მტკიცე მშვიდობამ. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როდის, რა ფორმით და რა გეოპოლიტიკური შეთანხმებით დასრულდება ეს ომი. ჩვენ არ ვიცით, როგორი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში და ძალთა როგორი ბალანსი დაისადგურებს.
ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით, არის ის, რომ არ გაგვაჩნია არავითარი სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, საქართველოზე მეტი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის, ზეწოლისა და წინააღმდეგობისთვის. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია, სიბრძნე და ცოდნა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი ტაქტიკური თუ ოპერატიული გადაწყვეტილება.
საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება.
საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი – ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია. სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმაოს ურთიერთობები ნებისმიერი ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან.
ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას.
პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 17:13
რეგიონი
კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.
02 აპრილი 2026, 17:11
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება
„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.
02 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:48
პოლიტიკა
ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
02 აპრილი 2026, 16:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.
02 აპრილი 2026, 16:43
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:40
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა
მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.
02 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


