imedi /  22 დეკემბერი 2025, 18:20 / სანდო წყარო

ზაქარია წიკლაური გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე: სასწორის ერთ პინაზე დებენ ვიზალიბერალიზაციას, მეორეზე ქვეყნის იდენტობას, სუვერენიტეტს, იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლითაც ვამაყობთ - ასეთ დროს არჩევანი მარტივია

ზაქარია წიკლაური

ზაქარია წიკლაური

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ჩვენივე ნებით გვათქმევინონ უარი დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა.

მისი თქმით, თუ ევროკომისია საქართველოსთან არ დაიწყებს, როგორც თანასწორ, სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარს, გაფართოების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც ზუსტად იგივე ჩალის ფასი ექნება, როგორც აქამდე გამოქვეყნებულ სხვა ანგარიშებს.

„ორმაგი სტანდარტი ევროკავშირისგან ახალი არ არის და არც ქართული საზოგადოებისთვის არის უცხო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ჩვენივე ნებით გვათქმევინონ უარი დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე. ქარ-ცეცხლში ატარებენ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას იმისთვის, რომ თითქოს, გადავუხვიეთ ევროპულ გზას. ეს ხდება იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა ექვსი კრიტერიუმის ნაცვლად შეაფასეს ოთხი კრიტერიუმით. საოცრად „გამორჩათ“ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, არ შეაფასეს უკრაინაში და მოლდოვაში არსებული კორუფციის ხარისხი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები.

ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და სხვათაშორის ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, იმ კორუფციულ გარიგებებზე და სქემებზე, რომელიც მოქმედებს უკრაინასა და მოლდოვაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა უკრაინის მაღალჩინოსანთა ბინებში ჩხრეკის ფაქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ კორუფციის ისეთი მაღალი დონეა, რომ ვეღარ მალავენ. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკისას ოქროს უნიტაზიც კი ამოიღეს. ქვეყანაში ომია, ათასობით ადამიანი იღუპება ფრონტის წინა ხაზზე და ამ დროს მაღალჩინოსნები მდიდრდებიან და საკუთარი კომფორტისთვის სახლში ოქროს უნიტაზიც კი დადგეს.

როდესაც მოლდოვაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ერთ-ერთი მოწინავეა კორუფციის მიხედვით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის და ევროკავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იციან, რომ ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას საპირწონედ უნდა დაუყენონ ეს რაღაც გამოგონილი ბრალდებები, (ვითომდა, გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას), იმ მიზნით, რომ უარი ვთქვათ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. ამ წნეხს ჩვენ წლების განმავლობაში გავუძელით. ქართველი კაცისთვის ეგზისტენციური საკითხია - ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და ზოგიერთი ევრობიუროკრატის მუქარებით ამას არ შევეგუებით. სასწორის ერთ პინაზე დებენ ვიზალიბერალიზაციას, მეორეზე ქვეყნის იდენტობას, სუვერენიტეტს, იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომლითაც ვამაყობთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.

თუ ჩვენთან არ დაიწყებენ, როგორც თანასწორ, სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარს ამ დოკუმენტს მერწმუნეთ ზუსტად იგივე ჩალის ფასი ექნება, როგორც აქამდე გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტებს,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

02 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

02 აპრილი 2026, 17:51

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა

რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.

მამა გიორგი ბერაძე

02 აპრილი 2026, 17:41

საზოგადოება

მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა

ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

02 აპრილი 2026, 17:35

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევევების ფაქტებს განიხილავს

სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.

ვიქტორ ორბანი

02 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს: ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას მოუწოდა, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა.

02 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 17:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

02 აპრილი 2026, 17:13

რეგიონი

კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 16:48

პოლიტიკა

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.

02 აპრილი 2026, 16:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

02 აპრილი 2026, 16:43

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 16:40

საზოგადოება

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა

მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.