პრემიერი: შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი - ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც - პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი - ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
პრემიერის თქმით, აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა.
„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ დიალოგი კონკრეტულ თემებზე ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ასევე, 28 ნოემბრის თემაზე, რაც ეხებოდა მოლაპარაკებების გახსნას. ორჯერ შევთავაზეთ ღია დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ორმა ადამიანმა გაბედა, თინა ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ და განაცხადეს მზაობის თაობაზე, რაც ჩვენ გაგვეხარდა, იმიტომ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი. ნებისმიერ ფორმატში, სადაც და როგორც უნდოდათ, ისე ვაპირებდით დისკუსიაში მონაწილეობას. იმხელა ბულინგი წავიდა ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ მათ მეორე დღეს უკვე თქვეს უარი. ესეც არის გარედან მიღებული დავალებები, რომ დისკუსია არ უნდა შედგეს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. სიძულვილის გაღვივების მთავარი ინსტრუმენტი არის დისკუსიის არარსებობა. ჯანსაღი დისკუსია ბუნებრივად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას. მიტომ, ისინი არ გვაძლევენ არც ერთ საშუალებას, იმისათვის, რომ დისკუსიაში შევიდეთ ადამიანებთან. შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი. ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას. ესეც გარედან დაგეგმილი პროცესის შედეგია - არ უნდა შედგეს არავითარი დისკუსია. ჩვენ დღესაც გამოხატავთ მზაობას, შედგეს ჯანსაღი დისკუსია ნებისმიერ თემაზე. ამის მაგივრად, ჩვენ გვესმის ორ სიტყვიანი კამპანიები. იყო რუსული კანონი, დღეს არის არაბული ქალაქი. იგივე, რაც შეეხება განათლების რეფორმას, ერთმანეთში ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ზოგს პროფესორი ჰქვია, ზოგს ექსპერტი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ დაბალი ხარისხი უმაღლესი განათლების სისტემაში. ერთ-ერთ მათგანს, ვინც ამ კამპანიას აორგანიზებს, ჰქონდა ჩემთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. სულ ორი სკითხი წამოჭრა - ერთი, იყო კონკრეტულ უნივერსიტეტებს რატომ უტოვებთ ამ ფაკულტეტებსო და ამაზე ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, ჯერ განსახილველია, რომელ უნივერსიტეტს რა რჩება და ა. შ. მეორე საერთოდ, საოცრება თქვა - უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩაიფიქრეს უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურული კუთხით ასე უნდა დარჩესო. ვერ გავიგე, რას ამბობდა, შემდეგ მითხრა, ვაკეში რომ არის აშენებული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, იმიტომ აშენდა, რომ ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყოო. ჯერ პირველი კორპუსის ფოტო უნდა გქონდეს ნანახი 1918 წლის, რომ მიხვდე, რომ სისულელეს ამბობ. იმდენად უსუსურები არიან, მათ შორის, საკუთარ არგუმენტაციაში და იმდენად მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი მათი ნაბიჯები, რომ ვერ შემოდიან დისკუსიაში. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ სიძულვილი უნდა დარჩეს, დისკუსიისთვის არ უნდა არსებობდეს არავითარი პლატფორმა, ეს არის გარე დავალება და მეორე - არგუმენტები არ აქვთ. ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის. არავითარ თემასთან დაკავშირებით არ სურთ დისკუსია, დიალოგი, დებატები. მონოლოგის რეჟიმში გამოდიან და ათას სისულელეს ამბობენ, იმიტომ, რომ ოპონენტი არ ჰყავთ და ეს არის ის, რაც აწყობთ - საზოგადოება უნდა იყოს გახლეჩილი. საზოგადოება არ უნდა იყოს არაფერზე შეთანხმებული - 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, ელემენტარულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თარიღის გახსენებასთან დაკავშირებით, არაფერთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა. ეს ხდება არა მარტო საქართველოში, ეს არის გარე დაკვეთა, რომ ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის თავსმოხვეული პოლარიზაცია, კონკრეტული, ლოკალური მიზანია ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ როცა სიძულვილი არის მოჭარბებული საზოგადოებაში, საზოგადოება მიდრეკილია იქითკენ, რომ ამ ყველაფერში დაინახოს ხელისუფლების ბრალი. ეს მარტივი გეგმებია - მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საუკეთესო საშუალებაა სიძულვილის გაღვივება. გარედან უნდა აამღვრიონ წყალი, იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი მანკიერი ინტერესების მიღწევა. ამას ვაკვირდებით ამდენი ხანია. იგივე ე.წ. კოჰაბიტაცია, ესეც თავსმოხვეული თემა იყო. შეგნებულად, დამნაშავეები, კრიმინალები დაგვიტოვეს ოპოზიციაში. თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, თავსმოხვეული პოლარიზაცია, თავსმოხვეული სიძულვილი, მუდმივი კამპანიები სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
02 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 17:35
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევევების ფაქტებს განიხილავს
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.
02 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს: ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას მოუწოდა, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა.
02 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
02 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
02 აპრილი 2026, 17:13
რეგიონი
კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.
02 აპრილი 2026, 17:11
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება
„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.
02 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:48
პოლიტიკა
ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
02 აპრილი 2026, 16:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.
02 აპრილი 2026, 16:43
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:40
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა
მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.
02 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.


