ზაქარია წიკლაური: თბილისი უფრო ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებაზე
ზაქარია წიკლაური
ფოტო: ხალხის ძალა
შთამბეჭდავი უწოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თბილისის განვითარების დინამიკა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მერიის სწორი მენეჯმენტით შესაძლებელი ხდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
პრიორიტეტებს შორის კი, ზაქარია წიკლაურმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, სატრანსპორტო კვანძების განტვირთვა, ტრამვაის ხაზების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა.
„ბატონი კახი, მსურს ფრაქცია „ხალხის ძალის“ სახელით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა მომდევნო წლის გეგმასთან დაკავშირებული იმ შესანიშნავი ანგარიშისთვის და შთამბეჭდავი ციფრებისთვის, რომელზეც თქვენ და ვიცე-მერმა უკვე ისაუბრეთ.
როდესაც თბილისის განვითარების ასეთ დინამიკას ვუყურებთ, ვხედავთ თუ რამდენად დიდი შრომაა ჩადებული თბილისის მერის და მერიის თითოეული თანამშრომლის მხრიდან. ვხედავთ, რომ ამ შრომის შედეგად თბილისი უფრო ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებაზე.
ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კახი კალაძის მერად ყოფნის პერიოდში დაწყებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ეს იყო პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის მოუგვარებელი რჩებოდა. ახლა კი, შესაძლებელი გახდა თბილისის მერიის დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება.
ასევე მნიშვნელოვანია, ვახსენოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა თბილისისთვის ტრამვაის ხაზის დაბრუნება, რომელიც აუცილებლად განტვირთავს დიდუბიდან დიდ დიღმამდე სატრანსპორტო საცობს. თუმცა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ ამით შესაძლებლობა გვეძლევა დავინახოთ დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის არსებული ძალიან დიდი სხვაობა.
ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისში არსებობდა ტრამვაი, ისიც გვახსოვს წინა ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა როგორ ძარცვავდა დედაქალაქს და დღეს როგორ გვიწევს კოლოსალური თანხების გადახდა იმისთვის, რომ ტრამვაი დავაბრუნოთ თბილისში.
ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და თბილისის მერიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული კარგი ნაბიჯია, თუმცა, როდესაც ვხედავთ როგორ ვითარდება ქალაქი და როგორ მიიწევს წინ ჩვენი ქვეყანა, მაშინ წამოგვეწევა ხოლმე გარედან უსაფუძვლო შეფასებები. ვგულისხმობ ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც არ ასახავს რეალურად იმ პროგრესს, რომელსაც რეალურად „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ისინი ცდილობენ გადაფარონ ყველა პროგრესი, რასაც ჩვენი ქვეყანა აღწევს წლების განმავლობაში და ცდილობენ ჩვენი სუვერენიტეტი კიდევ უფრო შეზღუდონ.
ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როდესაც მსგავსი რეზოლუციები ქვეყნდება, საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ სწორად უპასუხოს გამოწვევებს და დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, უერთგულოს მას და არ მისცეს არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, შეაფერხოს ეს წინსვლა და შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.
02 აპრილი 2026, 17:51
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
02 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 17:35
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევევების ფაქტებს განიხილავს
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.
02 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს: ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას მოუწოდა, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა.
02 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
02 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
02 აპრილი 2026, 17:13
რეგიონი
კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.


