ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე მოსამართლეთა კორპუსი ჩამოაშორეს საქმიანობას, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა და ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ოლიგარქიული კლანების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს რომ სასამართლო წარმოადგენს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ნათლად ჩანს. ბუნებრივია, თუკი არაფორმალური გავლენების მქონე რომელიმე ძალა ხელისუფლების აღნიშნულ შტოს დაიქვემდებარებს, მართლმსაჯულების სისტემაზე, ფაქტობრივად, სრულ კონტროლს მოიპოვებს, შესაბამისად, არა მხოლოდ კონკრეტული საყოფაცხოვრებო, კომერციულ თუ სისხლის სამართლებრივ დავებზე ექნება გავლენა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, მისი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ საქმეებზეც და, მაგალითად, არჩევნების შედეგების გაუქმების ბერკეტადაც კი შეიძლება გამოიყენოს, რაც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ, მთელმა მსოფლიომ თავად იხილა, - ვკითხულობთ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის თქმით, ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა.
„საქართველოს შემთხვევაში, კარგად გვახსოვს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი რეფორმა სწორედ სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეთა სრული კორპუსი, მათ შორის, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალებიც ჩამოაშორეს საქმიანობას, მათ ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული, მათდამი ლოიალურად განწყობილი კადრები მოიყვანეს. ყველაზე ირონიულია, რომ სასამართლო, ძირითადად პროკურორებით დააკომპლექტეს, რაც დაუშვებელია. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო სისტემა, პროკურატურის, როგორც მთავარი საბრალდებო მხარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, ფაქტობრივად, გენპროკურორი კურირებდა! მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არენაზე, მთელი რიგი უცხოელი პოლიტიკოსებისგან გვესმოდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სანიმუშო, ხელისუფლება კი დემოკრატიის შუქურა იყო.
ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც უცხოეთიდან წამოვიდა, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების ხელშეუხებლობა იყო. ნიშანდობლივია, რომ 2012-13 წლებში, ასეთივე მოთხოვნას ახმოვანებდნენ ადგილობრივი „არასამთავრობო ორგანიზაციები“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების შემდეგ, უკვე დიდი ხანია, იმავე მოსამართლეების სისტემიდან ჩამოშორებას ითხოვენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასამართლო სისტემისთვის თვითგამორკვევისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიეცა, შედეგად კი მივიღეთ, რომ დღეს ქართული სასამართლო, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და სანიმუშოა. მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა და ბრალდებისა, ფაქტებზე დაყრდნობით ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საზღვარგარეთ, ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებს, რომელშიც მმართველი გუნდის გავლენა, სამართლებრივი არგუმენტების მიღმა, სხვა ტიპის გარემოებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება შეიძლება იკითხებოდეს. ამის საუკეთესო დასტური კი „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ გადაწყვეტილებებია, რომელიც, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან სარჩელი იგზავნება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა უმაღლეს დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს!
ამ ფონზე, ხშირად გვესმის ბრალდებები, რომ სასამართლო მიტაცებულია, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებს - სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლად მოქმედების, შესაბამისად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა! მიუხედავად ამისა, კარგად ჩანს, როგორია გავლენიანი ოლიგარქებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების ლოგიკა, თუ სისტემა მათ ემორჩილება, როგორც სააკაშვილისა და ადეიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ხდებოდა, რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს, სასამართლო დამოუკიდებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ ემორჩილება - მიტაცებული და არ აქვს მნიშვნელობა ამის არგუმენტები არსებობს თუ არა”,-ვკითხულობთ წერილში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.


