ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მედია რეალურად გათავისუფლდა, თუმცა, ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორებისთვის, ობიექტური მხოლოდ ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომელიც აგენტურის ხელით იმართება
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ „იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ხდება მედიის მონოპოლიზაცია, ყველა არხის ერთ ხმაში, ერთი და იმავე ტექსტებით ამეტყველება, კვლავ საქართველოში უნდა ვეძიოთ“. ის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს იხსენებს, სადაც ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი მმართველი პარტიიდან იმართებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი, სატელევიზიო არხი ერთი ხელით, მმართველი პარტიიდან იმართებოდა და მისი პიარ-სამსახურის გაგრძელებას წარმოადგენდა. არსებობდა მხოლოდ ორი ფსევდოოპოზიციური არხი - „კავკასია“ და „მაესტრო“, რომლებსაც საზოგადოების თვალში ზედმეტად არასერიოზული იმიჯი გააჩნდათ და იუმორისტულ კატეგორიებში განიხილებოდა. ამ პირობებშიც კი, ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლიდან გასვლას, უბრალოდ, საკუთარ როლს კარგად ასრულებდნენ, მაშინდელი ხელისუფლება კი, ამ არხების გამოყენებით ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობის შირმას ქმნიდა.
საინტერესოა, რომ ასეთი გარემოს გათვალისწინებით, ევრობიუროკრატები, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები საქართველოზე, როგორც მედიაპლურალიზმის საუკეთესო მაგალითზე ხშირად საუბრობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ამ ყველაფრის უზრუნველყოფისთვის აქებდნენ და მადლობას უხდიდნენ.
ამის საპასუხოდ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მედია რეალურად გათავისუფლდა. დღეს, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მედიასაშუალებების რეგისტრაციისა და ფუნქციონირებისთვის, ბარიერები ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც მაქსიმალურად ღიაა. გვხვდება არაერთი კერძო სატელევიზიო არხი, მათ შორის ტენდენციური, სუბიექტური თუ ობიექტური, ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მხარდამჭერი. გვხვდება არხები, რომლების სარედაქციო პოლიტიკაც რადიკალიზმზე, სიცრუესა და სკანდალების ხელოვნურად აგორებაზეა დაფუძნებული, თუმცა, მათ ფუნქციონირებას არავინ უშლის ხელს!
ამ თვალსაზრისით, საქართველოში, მართლაც ეტალონური მოცემულობა გვაქვს, თუმცა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, ჩვენს ქვეყანას მედიაგარემოს გაუარესების გამო აკრიტიკებენ. ოლიგარქიული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორებისთვის, დამოუკიდებელი, ობიექტური და სიმართლის სამსახურში მდგარი მხოლოდ ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომელიც აგენტურის ხელით იმართება, სხვა ყველა დანარჩენი კი, მიტაცებულად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რომელი მათგანი ავრცელებს სიყალბესა და ე.წ. „ფეიკნიუსებს“- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის თქმით, „ფაქტია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, მედია და საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ინდივიდი, თუ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არ ექვემდებარება, ზეწოლის, დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი უნდა იყოს, ეს ყველაფერი კი „სიტყვის თავისუფლების“ იდეით უნდა შეიფუთოს!“
„სიტყვის თავისუფლების ამგვარი გაგება „დიპ სტეიტს“ საშუალებას აძლევს, პროცესებისა და კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციით ხელოვნური პოლარიზაცია შექმნას და შეინარჩუნოს. ისინი ცდილობენ, ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფებისგან შემდგარ, დაქსაქსულ ხალხში ქაოსი და აგრესია დაამკვიდრონ, რათა სხვადასხვა პოლუსებად დაყოფილ, არაერთიან, გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებაში საკუთარ მიზნებს მარტივად მიაღწიონ. სწორედ ამიტომ გვისახავენ სიტყვის თავისუფლების ეტალონად გია ნოდიას, რომლის აზრითაც, აღნიშნული ცნება შეზღუდულია, თუკი შეურაცხყოფის მიყენება და ლანძღვა დაშვებული არ არის!
მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ აქციეს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ, - არად აგდებენ იმას, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, შემდეგ კი საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა და ცრუობენ, თითქოს, ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, გადასცემენ არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, საუბრობენ მის გმირობასა და თავგანწირვაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამსახურშია! ეს ტენდენცია კარგად ჩანს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, ე.წ. აქტივისტებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების, არამედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების - მსახიობების, მომღერლების თუ მხატვრების შემთხვევაშიც. უკვე წლებია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ის ხელოვანი, რომელიც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს, ე.წ „მეინსტრიმულ“ იდეოლოგიას არ მიჰყვება და გავლენიანი ოლიგარქიული ძალების ნარატივს რაიმე ფორმით არ ავრცელებს, არათუ რაიმე პრიზსა და ჯილდოს ვერ იღებს, არამედ შემოქმედებითი პროცესიდან მაქსიმალურად არის ჩამოშორებული.
ფაქტია, „დიპ სტეიტი“ ყველა დონეზე შემდეგი ლოგიკით მოქმედებს - თუკი მათ სამსახურში ხარ და უპირობოდ ემორჩილები, მანამდე, სანამ სჭირდები, მაქსიმალურად ხელს გიწყობს და გახალისებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ მათ გეგმებს მინიმალურად მაინც ეწინააღმდეგები, მუდმივი დევნის, შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის თავდასხმების მსხვერპლი ხარ!“- წერია ზაზა შათირიშვილის წერილში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.


