ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
მსურს შევეხო პრემიერის გუშინდელ გამოსვლას მაღალ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ ფასებსაც კი. თუ რა არის ამის რეალური მიზეზი მომავალში გაცილებით მეტი გვეცოდინება. სულაც არ არის გამორიცხული ზე-მაღალი მოგების მარჟიდან და ცალკეულ სასურსათე პროდუქციაზე ფასების ორნიშნა ნახტომიდან გამომდინარე, იგი იყოს კარტელური გარიგებების შედეგი, - წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.
ცუცქირიძე განმარტავს, რომ არსად ევროკავშირში, ფასნამატი მწარმოებლის ფასსა და რეალიზაციის ფასს შორის დისტრიბუციის ჩათვლით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აღემატება 40-50 პროცენტს.
მას მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი გამოსვლა ლოგიკური და დროულია, ვინაიდან, წლიური ინფლაციის ზრდასა და შემცირებაზე, დიდწილად სწორედ სურსათის ფასები მოქმედებს, შესაბამისად, ცუცქირიძე აცხადებს, რომ პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით.
„მსურს შევეხო პრემიერის გუშინდელ გამოსვლას მაღალ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ ფასებსაც კი. თუ რა არის ამის რეალური მიზეზი მომავალში გაცილებით მეტი გვეცოდინება. სულაც არ არის გამორიცხული ზე-მაღალი მოგების მარჟიდან და ცალკეულ სასურსათე პროდუქციაზე ფასების ორნიშნა ნახტომიდან გამომდინარე, იგი იყოს კარტელური გარიგებების შედეგი. ყოველ შემთხვევაში აქვე განვმარტავ, რომ არსად ევროკავშირში ფასნამატი მწარმოებლის ფასსა და რეალიზაციის ფასს შორის დისტრიბუციის ჩათვლით, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ აღემატება 40-50 %-ს, ეს სასურსათე პროდუქციასაც ეხება და მედიკამენტებსაც. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამო, სასურსათე და სამედიცინო პროდუქციაზე მაღალი სოციალური წნეხის შესარბილებლად, რაც არანაირ კავშირში მოთხოვნა-მიწოდების პრინციპთან არ არის, განსხვავებით არა პირველადი მოხმარების საქონლისაგან. რა დასამალია, ჩვენთან ფასნამატი ამ სახის პროდუქციაზე არც თუ იშვიათად არა თუ 50 %, არამედ 500 % საც კი აღემატება. ეს საკითხები მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან, რომ რეგულირდებოდეს მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში არც მონოპოლიური კანონმდებლობა იარსებებდა და არც შესაბამისი კონტროლის სამსახურები, რაც უზრუნველყოს კეთილსინდისიერი კონკურენციის ჩარჩოს და იცავს ეკონომიკას კარტერული შეთანხმებებისაგან. პრემიერის გამოსვლა განსაკუთრებით ოპოზიციურ საექსპერტო წრეებში ტრადიციულად დაგმეს და ფასებზე და შესაბამისად ბიზნესზე კონტროლის დაწესების მცდელობად მონათლეს, თითქოს ის ეწინააღმდეგება საბაზრო კონკურენციის პრინციპებს. მიმაჩნია, რომ პრემიერის გუშინდელი გამოსვლა სავსებით ლოგიკური და დროულია, რადგან წლიურ ინფლაციაზე ზრდის ან შემცირების მიმართულებით დიდწილად სწორედ სურსათის ფასები მოქმედებს. თუნდაც ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. ნიშანდობლივია, რომ თუ განვიხილავთ ფასების ცვლილებას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სურსათზე და არაალკოჰოლური სასმელებზე 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, ამ ჯგუფის წლიური ზრდა იყო 10.3 % – 11.9 % (სექტემბერში და ნოემბერში), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წვლილია ჯამურ ინფლაციაში. განსაკუთრებული ზრდის სუბკატეგორიებია:
• ხილი და მარცვლოვანი +21 %
• ბოსტნეული +19 %–25 %
• შაქარი, შოკოლადი და დანარჩენი ტკბილეული ~15 %–17 %
• თევზი ~15 %
• ზეთები და ცხიმები ~13 %–20 %
• წვენები +7 %
როგორც ვხედავთ სწორედ ეს ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი და დიდი წვლილი აქვს ინფლაციაში და ხშირად არის ყველაზე ცვალებადიც, ამიტომ ფულის ხარჯვისას და საქონლის შეძენის თვალსაზრისით სამომხმარებლო კალათაში მისი გავლენა შედარებით მაღალია. პოპულიზმის და დემაგოგიის მაგალითად გამოდგება სებ-ის დადანაშაულება სალარე მასის ზრდაში და ინფლაციაში რეზერვების ზრდის შედეგად ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების გამო. ეს სულ მინიმუმ არასერიოზულია,როგორც ეკონომიკური განხრის ექსპერტების, მით უმეტეს ლამის ტელეკომენტატორად ქცეული სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, თითქოს სებ-ს ფულის მასაზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნდეს. ამ დროს რეფინანსირების აუქციონების დროს კომბანკებისათვის რეფინანსირების სესხების მოცულობის კორექტირებით ხდება ინტერვენციების ზეგავლენის გათვალისწინება და ფულის მასის დაბალანსება დროის შესაბამის ინტერვალში. კერძოდ, სადოლარე შესყიდვებისას ბაზარზე გარკვეული მოცულობის ლარის გამოსვლა, აკლდება რეფინანსირების აუქციონის დროს მიწოდებულ სალარე მასას, რადგან ლარის ნაწილი დოლარის შესყიდვის დროს ისედაც მიეწოდება ბაზარს. კონკრეტულად თუ 2024 წელს რეფინანსირების აუქციონებით ბაზარს ყოველ კვირას მიეწოდებოდა 4-5 მილიარდი ლარი ლიკვიდურობის სამართავად, ახლა მიწოდება შემცირებულია თითქმის 2 ჯერ. აქ აღარ დავუბრუნდები იმავე საზოგადოების მხრიდან სხვა ადრინდელ ‘საპნის ბუშტის“ პროგნოზებს ეკონომიკის ჩამოქცევაზე, ინვესტორთა გაქცევაზე, საბანკო სექტორის დასანქცირებაზე და სერიოზულ სარესურსო პრობლემებზე, კურსის მკვეთრი გაუფასურებისა თუ სავალუტო რეზერვების კატასტროფულ შემცირების პროგნოზებზე და ა.შ.
2025 წლისათვის მოგეხსენებათ სსფ-ის კონსერვატიული პროგნოზით ეკონომიკის ზრდა იქნება 7.2 %(რეალურად უფრო მაღალიც იქნება), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია როგორც სამეზობლოში, ისე ევროპა-აზიის კონტინენტზე, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან გაუმჯობესებულია BB დონეზე პერსპექტივიდან სტაბილურობამდე, სსფ-ისვე შეფასებით საბანკო სისტემა მდგრადია და კარგად კაპიტალიზირებული ანუ რისკებისაგან დაცული, გაცვლითი სავალუტო კურსი არის სტაბილური, ან რომელ ინვესტორთა გაქცევაზეა საუბარი, როდესაც მარტო 2025 წელს წამყვანმა ქართულმა კომპანიებმა 900 მილიონამდე ობლიგაციური ემისია განახორციელეს?! ხოლო რეზერვების მოცულობა სულაც ისტორიულ მაჩვენებელზეა და ნოემბერში 5.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, IMF-ის მონაცემებით 2025 წელს საქართველოს რეზერვები ფარავს დაახლოებით ~3 თვის იმპორტს, რაც უკვე გადის მინიმალური ადექვატურობის ზღვარზე და ითვლება რისკების მინიმალურ ბუფერად, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეზერვების დაგროვება გრძელდება და წლის ბოლოს 6 მილიარდს გადააჭარბებს, ჩვენ ვუახლოვდებით კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, რაც BB რეიტინგის ქვეყნების სტანდარტებით 4–6 თვის იმპორტის დაფარვაზე გადის. ამასთან, IMF ARA adequacy metric (სხვადასხვა ეკონომიკური რისკების პროპორციული გაზომვა) ის მიხედვით, 2025-ში ეს მაჩვენებელი უკვე გავიდა დაახლოებით ~100%-ის ზღვარზე რაც ნიშნავს, რომ რეზერვები ზოგიერთ კრიტერიუმში უკვე საკმარისია, და აქვს კარგი პერსპექტივა გავიდეს კიდევ უფრო მაღალ ზღვარზე. ინფლაციას, რომ დავუბრუნდეთ საერთო ინფლაცია კი გაიზარდა, მიმდინარე წელს ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2 % შეადგინა, თუმცა ნოემბერში, წლიური ინფლაციის დონემ დაიკლო და 4.8% იყო, დეკემბერში მისი დონე კიდევ უფრო დაიწევს, რაც ნიშნავს, რომ ზრდის პიკი გადავლილია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზე რჩება. ამავდროულად ინფლაციის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც განსხვავებით მთლიანი ინფლაციისაგან სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ ე.წ „შოკურ ჯგუფებს“ - სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იძლევა ინფლაციის შეფასების დამახინჯებულ სურათს, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების ნაწილი გვერდს უვლის. ამ დროს საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების და ფასების სტაბილურობის შესაფასებლად და რასაც უფრო დეტალურად ხვალ შევეხები. ამასთან, საბაზო ინფლაცია, მომსახურების ფასების ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა და კვლავ სტაბილურად მიზნობრივ 3%-ს ქვემოთაა, ხოლო ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაცია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა. როდესაც საბაზისო ინფლაცია არის უფრო „დაბალ დონეზე“, მთლიან ინფლაციასთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფასებზე (მაგ. უმთავრესი საყოფაცხოვრებო საგნები და მომსახურება) ზრდა არის ზომიერი და ბევრად დაბალი, ვიდრე საერთო ინფლაციის დონე, რაც ასახავს ბაზარზე მერყევი ფასების გარეშე გაცილებით სტაბილურ კონკურენციას, სწორი მონეტარული პოლიტიკის დადებით ეფექტს და ლარის კურსის შედარებით სტაბილურობას. ამასთან, ინფლაციური პიკის გადავლა, მისი შემცირებისაკენ მიანიშნებს უკვე მომავალი წლისათვის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებასაც. მართალია, ფასების სტაბილიზაციაზე საბოლოოდ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, თუმცა პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით", - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.


