25 დეკემბერი 2025, 14:29 / სანდო წყარო

კახა კალაძე ათეა-ს პრეზიდენტად აირჩიეს - „ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის“

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პრეზიდენტად კვლავ თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.

დღეს ათეა-ს ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და მათ ამ მიმართულებით გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამსახურებული გამარჯვება, რომლის უკანაც დგას დიდი შრომა, განხორციელებული მასშტაბური პროექტები და ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენს მუნიციპალიტეტებში უფრო კომფორტული, მიმზიდველი, ჯანსაღი და ღირსეული გარემო მოსახლეობისთვის. მიღწეული შედეგები, აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უწევს მოქალაქეებს, ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა.

ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს თვითმმართველობის განვითარების მორიგ ეტაპს. ახლად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იზრუნოს თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, რადგანაც ძლიერი თვითმმართველობა ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია. ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ერთგვარი ინსტრუმენტია ადგილობრივი ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, ასოციაცია აქტიურად ახორციელებდა სტრატეგიულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, 2023 წელს ასოციაციაში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზების კომიტეტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2024 წელს დაფუძნდა რეგიონული პლატფორმები, რომლებიც აერთიანებენ კონკრეტულ რეგიონში მდებარე მუნიციპალიტეტებს; ამავე წელს შეიქმნა მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფები; 2022 წელს ათეა გახდა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ევროპული სექციის წევრი.

„2025 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს ხელს არ უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე მიერთებას. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ათეა-ს ადვოკატირებით, საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტი შეუერთდა აღნიშნულ ქარტიას. 2025 წელს ათეა-ში ჩამოყალიბდა სამართლებრივ საკითხთა კომიტეტიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მისმა საქმიანობამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები - კომიტეტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს და პირდაპირ ასახავს მუნიციპალიტეტების ინტერესებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ათეა-ს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი განზომილება ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობა და საქართველოს მუნიციპალიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული სიამაყით მინდა, აღვნიშნო, ათეა-ს საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ამ სფეროში მოპოვებული მნიშვნელოვანი მიღწევები; ათეა-ს, საქართველოს მუნიციპალიტეტებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის, თვითმმართველობის ძლიერი ასოციაცია კი თვითმმართველობის სიძლიერის მაჩვენებელი და მისი გარანტია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ შრომას ძლიერი თვითმმართველობისთვის და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. ასევე, დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან

უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

02 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.