დავით ჩიხელიძე: მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ
დავით ჩიხელიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ვერტიკალის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას არ მოიცავს, ვერტიკალში მოსყიდული და დამოკიდებული პოლიტიკოსების პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს და ავრცელებს კონკრეტულ ნარატივებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთაც ფაქტობრივად შეუზღუდავი მოქმედების არეალი აქვთ, აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, სამუშაო ჯგუფებში და პოლიტიკის ფორმირებაში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „შედეგად იქმნება ვითარება, როცა სისტემა, რომელიც დემოკრატიის დაცვის სახელით მოქმედებს, რეალურად ამცირებს ხალხის გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, ხოლო ისინი, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, დემოკრატიის მტრად ცხადდებიან“.
„მრავალპარტიულობა თავისთავად არ წარმოადგენს დემოკრატიის ხარისხის გარანტიას და საზომს, პრაქტიკაში ხშირ შემთხვევაში ის არა სტაბილურობასა და პლურალიზმს, არამედ მუდმივ დაპირისპირებას, პოლიტიკური პროცესების ფრაგმენტაციას და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას იწვევს. როდესაც სახელმწიფო მუდმივ შიდა კონფლიქტშია ჩაფლული, ეფექტიანი მმართველობა შეუძლებელი ხდება, ამ პროცესის რეალურ ფასს მოქალაქეები იხდიან, შეჩერებული რეფორმებით, სუსტი ინსტიტუტებით და დაუცველი სოციალური გარემოთი.
წლების განმავლობაში დამკვიდრებული ნარატივი, თითქოს მრავალპარტიულობა ავტომატურად ზრდის დემოკრატიის ხარისხს, უფრო მეტად მითს ჰგავს, ვიდრე უნივერსალურ ჭეშმარიტებას. ეს მითი აქტიურად გამოიყენება გლობალური ძალების მიერ, რადგან დაქსაქსული და დაპირისპირებული პოლიტიკური სივრცე მათ აძლევს შესაძლებლობას, შედარებით მარტივად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მოახდინონ პოლიტიკური რყევების პროვოცირება და დაასუსტონ მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალები. პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანაში, გარე ძალების მეირ ჩარევა ყოველთვის მარტივად მიღწევადია.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხელისუფლებაში ყოფნის ვადების საკითხიც. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ ერთი პარტია ან ლიდერი ორზე მეტ ვადას ატარებს ქვეყნის სათავეში, ეს ავტომატურად დემოკრატიის კრიზისზე მიუთითებს. თუმცა დემოკრატიის არსი ფორმალურ შეზღუდვებში კი არა, ხალხის თავისუფალ ნებაში მდგომარეობს. თუ ამომრჩეველი არაერთხელ გამოხატავს ნდობას კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, მისი არჩევანის დისკრედიტაცია ხელოვნურად დაწესებული ნორმებით თავად დემოკრატიული პრინციპების უარყოფას ნიშნავს. რეალურად, დემოკრატიის დაცვის სახელით, დემოკრატიას ვკლავთ!
განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ვერტიკალის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას არ მოიცავს, ვერტიკალში მოსყიდული და დამოკიდებული პოლიტიკოსების პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს და ავრცელებს კონკრეტულ ნარატივებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთაც ფაქტობრივად შეუზღუდავი მოქმედების არეალი აქვთ, აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, სამუშაო ჯგუფებში და პოლიტიკის ფორმირებაში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ.
საბოლოო ჯამში იქმნება მოცემულობა, რომ სისტემა, რომელიც თითქოს დემოკრატიის დაცვას ემსახურება, რეალურად ამცირებს ხალხის გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე. საზოგადოება მხოლოდ ფორმალურად რჩება სუვერენული, ხოლო რეალური ძალაუფლება გადადის დახურულ წრეებსა და გარე ინტერესებზე. ხოლო ისინი ვინც საკუთარი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალურ ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, დემოკრატიის მტრად ცხადდება!“ - წერს ჩიხელიძე.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


