25 დეკემბერი 2025, 20:51 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო ამოცანები შეაფასა.

„დღეს დავასრულეთ საქართველოს ელჩების კონფერენცია. ეს იყო კარგი შესაძლებლობა განგვეხილა ყველაფერი, რაც მოხდა 2025 წლის მანძილზე, შეგვეფასებინა, რა გარემო იყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების თვალსაზრისით, გვემსჯელა სამომავლო ნაბიჯებზე, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა აქტუალური იყოს 2026 წლის განმავლობაში ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ რთულ და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოზე და ხაზი გაუსვა დიპლომატიური სამსახურის როლს ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„მოგეხსენებათ, არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა, საკმაოდ არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც ქვეყნის მიერ იდგმება საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი გზავნილები. იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია საინფორმაციო კამპანიებზე, ძალიან რთულია მწირი რესურსით გაუმკლავდე ამ შემოტევებს, რა შემოტევების ობიექტიც არის ჩვენი ქვეყანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში არის ის სიმტკიცე, რაც სჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე“. - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა 2025 წელი ქვეყნისთვის დადებითად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებაზე.

„იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა თავად საგარეო სამსახურსაც, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას შეუძლია სტაბილური, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კონტაქტი და კავშირი, არაფერს არ ვკარგავთ ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ინტერესების შესაბამისად“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან

უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

02 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

02 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.