ირაკლი კობახიძე: ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც ეკონომიკაზეც აისახება, კონკრეტული გეგმის მიხედვით გაგრძელდება ყველა შესაბამისი პროექტი, რაც მოგვცემს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარების შესაძლებლობას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც ასევე ეკონომიკაზეც აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი გეგმის მიხედვით, დადგენილ ვადებში განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.
„აქტიურად გრძელდება ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მომავალ წელს, პრაქტიკულად, თითქმის დასრულდება თბილისი-ბათუმის 4-ზოლიანი ავტობანის მშენებლობა. დარჩება 2 მცირე მონაკვეთი, სადაც იყო ერთ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზები, მეორე შემთხვევაში გვიან დაიგეგმა შესაბამისი მონაკვეთის განვითარება. მომავალ წელს, თითქმის, მთლიანად დასრულდება ავტობანის მშენებლობა თბილისიდან ბათუმამდე. გარდა ამისა, უკვე გაწერილი გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც 2030 წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, ერთი მონაკვეთის გარდა ყველა ჩქაროსნული მონაკვეთი იქება დასრულებული, ეს მოიცავს მათ შორის თურქეთის საზღვრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრამდე მონაკვეთს, ეს მოიცავს კახეთის მონაკვეთს, მოიცავს თბილისი- ლარსს, საბოლოო ჯამში, დადგენილ ვადებში განხორციელება ყველა პროექტი. ასევე, რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები - ზაფხულის სეზონამდე დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ ნახევარი საათით მგზავრობის დროის შემცირება თბილისიდან ბათუმამდე.
ანაკლიის პროექტი მიმდინარეობს და ასევე მოლაპარაკებებიც დასრულდება მომავალ წელს უცხოელ პარტნიორთან, თუმცა ამის მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელება ამის მიღმაც პროექტის განხორციელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამუშაოები აქტიურად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას რომ უშუალოდ მშენებლობაზე გადავიდეთ 2027 წლიდან. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება ყველა შესაბამისი პროექტი, რაც მოგვცემს ჩვენ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,”- განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 15:49
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
29 აპრილი 2026, 15:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია
„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.“
29 აპრილი 2026, 15:44
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.
29 აპრილი 2026, 15:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
29 აპრილი 2026, 15:43
რეგიონი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან, - ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა
მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.
29 აპრილი 2026, 15:34
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენურ თერაპიასა და პრეპარატ ელევიდისზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის მართლაც იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ევროპის წამლის სააგენტომ მას ავტორიზაცია არ მიანიჭა, ხოლო აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ მკაცრი გაფრთხილებები გასცა.
29 აპრილი 2026, 15:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.
29 აპრილი 2026, 15:14
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის მეგობარი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა.
29 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
„2012 წლიდან დაწყებული რეფორმების მთავარი მიზანი იყო - არცერთი ადამიანი არ დარჩეს მარტო დაავადებასთან ბრძოლაში. სწორედ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი არსებული პრობლემების გადაჭრა და სისტემის კიდევ უფრო განვითარება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
29 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში
ირანში ხელისუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 14:49
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არ მომერიდება იმის თქმა, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო გაძლიერდება
მე არ მომერიდება იმის თქმის, რომ მიმაჩნია, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ სუს-ში გეკა გელაძეზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ
უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ და მას ავნონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გიგი უგულავაზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 14:37
პოლიტიკა
რა კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია არასასურველ ადამიანებს დარბაზს ატოვებინებს
ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია რამდენიმე ათეულ ადამიანს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
29 აპრილი 2026, 14:33
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა - ამ რეფორმის აღსრულების პროცესის დიდი მხარდამჭერი ვიქნები და ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გაძლიერდება
„მადლობა პრემიერო, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინეთ, მადლობა საქართველოს პარლამენტს გუშინდელი მხარდაჭერისთვის, მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა და ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენს გუნდსა და თითოეულ თქვენგანს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომელიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა“.
29 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აშშ-ში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია და იციან, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ უკან არაფერზე დაიხევს
მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია, როგორი ანალიზი შეუძლია და საქართველოს საკეთილდღეოდ უკან რომ არაფერზე დაიხევს ესეც იციან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:37
ჯანდაცვა
სარჯველაძე: პაციენტებს ვერ უშველის თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხია ის, რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე
მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.
29 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
მედია: სომხეთში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩავიდა
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.


