გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციურ სივრცეში გაჟღერებული მოსაზრებები, თითქოს საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები დღგ-ს 18%-იანი განაკვეთის შედეგია, არ შეესაბამება ეკონომიკურ რეალობას
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერი გუშინდელი რეზონანსიდან გამომდინარე, ოპოზიციურ სივრცეში მაღალი ფასების კონტრარგუმენტად ახლა დღგ-ს თემა „შემოაგდეს“. ცალკეული საექსპერტო შეფასებებიც თითქოს მაღალი სასურსათო ფასები დღგ-ს არსებული მოდელის შედეგია, ვფიქრობ ნაკლებად რელევანტურია და მყარ არგუმენტად ნაკლებად გამოდგება, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, დღგ-ს არსებული სტანდარტული გადახდის მოდელი, სადაც სასურსათო პროდუქცია დიფერენცირებული არ არის და ერთიანი დაბეგვრის რეჟიმშია, შეიძლება ფასების მაპროვოცირებელი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მაჩვენებელი გაიზრდებოდა. მისი თქმით, დღგ-ს განაკვეთი კი იგივეა 2005 წლიდან და არ შეცვლილა.
„პრემიერი გუშინდელი რეზონანსიდან გამომდინარე, ოპოზიციურ სივრცეში მაღალი ფასების კონტრარგუმენტად ახლა დღგ-ს თემა „შემოაგდეს“. ცალკეული საექსპერტო შეფასებებიც თითქოს მაღალი სასურსათო ფასები დღგ-ს არსებული მოდელის შედეგია, ვფიქრობ ნაკლებად რელევანტურია და მყარ არგუმენტად ნაკლებად გამოდგება.
დღგ-ს არსებული სტანდარტული გადახდის მოდელი, სადაც სასურსათო პროდუქცია დიფერენცირებული არ არის ანუ ერთიანი დაბეგვრის რეჟიმშია ყველა სახის საქონელზე და მომსახურებაზე, კიდევ შეიძლება იყოს მაღალი ფასების მაპროვოცირებელი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თუნდა ბოლო პერიოდში მოხდებოდა მისი მაჩვენებლის ზრდა. ამ დროს დღგ -ს განაკვეთი იგივე სასურსათო პროდუქციაზე მოქმედებს 2005 წლიდან და არ შეცვლილა.
მართალია, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში არ მოქმედებს დღგ-ს გადახდის სტანდარტული მდგენელი, როგორც ეს ჩვენთან არის, მაგრამ თავად საგადასახადო მოდელია განსხვავებული. ერთი შეხედვით თუ დღგ იქნებოდა არა 18 % , არამედ თუნდაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ანუ 7-8 %, ფასები სასურსათო პროდუქციაზე ნაკლები იქნებოდა. გასაგებია ამ შემთხვევაში მომხმარებლის ჯიბეზეც ნაკლებად აისახებოდა. თუმცა აქაც არის ცალკეული ნიუანსები ანუ გასათვალისწინებელი ფაქტორები.
მთლიანი სავაჭრო და საგადასახადო ტვირთის ზეგავლენა ფასზე ევროკავშირის (EU) ქვეყნებში არ ეხება ერთი კონკრეტული პროდუქტის ან დისტრიბუციის კუთხით ინდივიდუალურად საფასურის დადგენას — არამედ წარმოადგენს ქვეყნის Სავარაუდო ყველა გადასახადის ერთობლიობას, რომელიც ეფექტიანად „იტვირთება“ პროდუქტზე დისტრიბუციის, გაყიდვის, წარმოების ან იმპორტის საბოლოო ფასში. ეს ტვირთი შედგება არა მხოლოდ ერთი გადასახადიდან, არამედ რამდენიმე განსხვავებული კომპონენტიდან, რომლებიც ერთად ქმნის საგადასახადო ტვირთს ანუ საგადასახადო ტვირთი (Tax burden) არ არის მხოლოდ ერთ გადასახადზე დათვლილი ციფრი, არამედ არსებული ყველა გადასახადის (მუშახელის კონტრიბუციებიდან დაწყებული—ფირმის მოგების გადასახადამდე) საერთო დატვირთვა.
შესაბამისად, Taxation and Customs Union მთლიან ტვირთში ჩვეულებრივ შედის:
დამატებული ღირებულების გადასახადი (VAT) — უპირატესად ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციული გადასახადი თითქმის ყველა საქონელზე და მომსახურებაზე. EU-ში მისი დონე იცვლება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ სტანდარტული განაკვეთი არ უნდა იყოს ნაკლები 15%-ზე, ხოლო ძირითადად ქვეყნების დიდ ნაწილში იყენებენ 15%-დან 27%-მდე სტანდარტულ მოსაკრებელს.
აქციზები — სპეციალური გადასახადები გარკვეულ პროდუქციაზე (მაგ., ალკოჰოლი, თამბაქო, ზოგი საწარმოო პროდუქტი) თვალყური ადევნებს ფასზე დამატებით ტვირთს.
სოციალური კონტრიბუციები — დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ დაგროვილი შეღავათები (სამედიცინო, პენსიური და სხვა ფონდი), რომლებიც საბოლოოდ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის ღირებულებაზე და პროდუქტის ფასი იზრდება.
კორპორაციული და ბიზნეს გადასახადები — მოგების გადასახადი, ადგილობრივი მთლიან გადასახადი.
ზეგანაკვეთები და იმპორტის ტარიფები როცა პროდუქტი EU-ში შემოდის (სავარაუდოდ სასურსათო პროდუქციაზე ხშირად ამგვარი ტარიფები შეიძლება განსხვავებული იყოს).
შესაბამისად, ამ კომპონენტების მიხედვით ფორმირდება მთლიანი გადასახადო ტვირთი.
ზოგადად საგადასახადო ტვირთის დაანგარიშების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჯამური თანაფარდობის პროცენტი GDP-ზე (ან ე.წ. tax-to-GDP ratio). ეს იანგარიშება შემდეგნაირად: საგადასახადო ტვირთი (%) = (სახელმწიფოს მიერ შეგროვებული ყველა გადასახადი + სოც. კონტრიბუციები) ÷ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) × 100.
მაგალითად: საფრანგეთში საგადასახადო ტვირთი დაახლოებით 43.8%-ზეა GDP-ზე, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ამასთან, EU-ში საერთო ტვირთი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში (განსხვავებული მის წევრ ქვეყნებში, მაგრამ საშუალოდ 40%-ზე მეტი GDP-ზე).
აქ იგულისხმება სავაჭრო და ლოგისტიკური ხარჯები, როცა სურსათი გაივლის დისტრიბუციას, მას დაემატება სხვადასხვა ფასი საქონელზე და ამ ფასში უკვე ჩართულია VAT-ის ნაწილი, ასევე დასაქმებულთა კონტრიბუციები თუ დისტრიბუციის კომპანია დასაქმებულებს უხდის ან მუშახელს ბროკერს ანაზღაურებს, ეს ხარჯებიც გადადის საბოლოო ფასში.
როგორც ვხედავთ EU-ში საერთო საგადასახადო ტვირთი ძალიან მაღალია (საშუალოდ 40% GDP-ზე და უფრო მეტი ზოგ ქვეყანაში).
შედარებისათვის საქართველოში საგადასახადო ტვირთი გაცილებით ნაკლებია და მაქსიმუმ 25 % შეადგენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროკავშირისაგან განსხვავებით ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ამასთან, ევროკავშირს და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ნაწილი (DCFTA) არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც მის მთავარ მიზნად აცხადებს საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას ევროკავშირიდან საქართველოში თუ მას აქვს ევროკავშირში წარმოების სერტიფიკატი, შემოტანილ საქონელზე, აგრეთვე EU-ის ბაზარზე საქართველოს ექსპორტზე იგივე სარგებელს.
ეს ნიშნავს, რომ EU-დან შემოსულ ისეთ სასურსათო პროდუქციას, რომელიც ნამდვილად წარმოებულია EU-ში და აქვს შესაბამისი საბუთები (პროდუქტის წარმოშობა), არ დაეკისრება 12% საბაჟო გადასახადი და ვერ შევა საგადასახადო ტვირთში.
ასევე ვხედავთ, რომ ეს საგადასახადო ტვირთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი გადასახადით, არამედ შედგება VAT-ის, აქციზის, იმპორტის ტარიფებისა და სოციალური კონტრიბუციებისგან.
მართალია, სურსათზე დადგენილი VAT განაკვეთები ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან რათა შეიმსუბუქოს ძირითადი პროდუქტების ფასზე გავლენა, მაგრამ საბოლოო ტვირთი მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფისკალურ საფეხურზე.
აქედან გამომდინარე მთელი ეს სპეკულაციები თითქოს მაღალი ფასები არის დღგ ის 18 % იანი განაკვეთის შედეგი არის მთლიანად „თითიდან გამოწოვილი“ და სურსათზე მკვეთრად გაზრდილ ფასებთან კავშირში ნაკლებად არის, ამიტომაც არის ეჭვი ფასების ხელოვნურ ზრდასთან და კარტელურ გარიგებებთან“, - წერს ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
02 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
02 აპრილი 2026, 20:50
პოლიტიკა
მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.
02 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
02 აპრილი 2026, 20:40
საზოგადოება
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
02 აპრილი 2026, 20:36
ეკონომიკა
ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.
02 აპრილი 2026, 20:31
პოლიტიკა
მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.
02 აპრილი 2026, 20:15
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.


