მე ვარ მიკერძოებული ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხში და ვერასოდეს დავდგები მათ მხარეს, ვისთვისაც ამ ქვეყანას დასავლეთიდან გადმორიცხული გრანტის ფასი აქვს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ირაკლი ჩიხლაძე
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ამ ქვეყანაში საინფორმაციო დღის წესრიგის ქმნის ერთადერთი არხი და ეს არხი არის ქართველი ხალხის იმედი, სწორედ ამიტომ ვართ განსაკუთრებული თავდასხმის ეპიცენტრში, ყველამ ზუსტად იცით, რომ თუ არ გამორთავთ „იმედს“ ისე, როგორც ეს 2007 წელს გააკეთეთ, სხვაგვარად ,,მეორე ფრონტის“ პოლიტიკა და საქართველოს უკრაინიზაცია ვერ მოხდება, - განაცხადა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ „იმედის კვირის“ წლის შემაჯამებელ გადაცემაში.
მან ვრცლად მიმოიხილა ის ამბები, რომლითაც მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ტელეკომპანიისთვის და ქვეყნისთვის.
„2025 წელი წარმატებული იყო „ტელეიმედისთვის“. ტრადიციულად, წლის ბოლო ეთერს გავხსნი ჩემი მონოლოგით, რომლის მთავარი ადრესატი არის „იმედი“ და ჩვენი არხის უალტერნატივო ძალა - მისი უდიდებულესობა, ტელემაყურებელი.
დავიწყებ მადლიერებით, რადგან ის, რომ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა: ქართულ სატელევიზიო სივრცეში ისევ უპირობო ლიდერები ვართ და ყველა სხვა ტელეკომპანიის ერთად აღებულ რეიტინგს სამჯერ ვუსწრებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნდობისა და „იმედელების“ დაუღალავი შრომის შედეგი.
რა თქმა უნდა, ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით, ყველას აზრსა და პოზიციას ვერ გავიზიარებთ, მაგრამ ჩვენ თანხვედრაში ვართ საქართველოსთან, ჩვენს სამშობლოსთან, ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებთან. დიახ, ჩვენ ვართ მიკერძოებულები - არა ვინმეს, არამედ ჩემი და თქვენი ქვეყნის სასარგებლოდ.
მე ვარ მიკერძოებული ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხში და ვერასოდეს დავდგები მათ მხარეს, ვისთვისაც ამ ქვეყანას დასავლეთიდან გადმორიცხული გრანტის ფასი აქვს; ვერც მათ გვერდით დავდგებით, ვისთვისაც მშვიდობაზე უფრო ძვირფასი ომი და „მეორე ფრონტია“; ვერც მათთან გამოვნახავთ საერთო ენას, ვინც მედიის სახელს ამოფარებული, ე.წ. კოლეგები, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით აფინანსებენ და აკეთებენ ისეთ სტატიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ორიენტირებული არიან, აგრესია გააღვივონ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, წითელი ხაზია საპატრიარქოსა და უწმინდესის შეურაცხყოფა.
ვინც გვებრძვით და ჩვენი დისკრედიტაციით ხართ დაკავებულნი (საბედნიეროდ, ძალიან ცოტანი ხართ), იქნებ, დადგა დრო და დაგიფიქრდეთ, რატომ არის „ტელეიმედი“ უკონკურენტო და რატომ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით? ნდობას ხომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებიც ადგენენ? - ვერ იტყვით, რომ ეს მე გამოვიგონე. პასუხი ძალიან მარტივია: ტელეკომპანია „იმედის“ თითოეულ ჟურნალისტს, პროდიუსერს, ოპერატორს, ყველას, ვინც აქ მუშაობს, აქვს უმაღლესი მორალური სტანდარტი, ღირსება, რომელსაც არაფრის ფასად არ დაკარგავს; აქვს ინტელექტი და შესაბამისი კომპეტენცია, რომ მაყურებელს მიაწოდოს თავისი ქვეყნის უახლესი რეალური ამბები. ჩვენ არ ვკარგავთ დროს თქვენთან იაფფასიან ფეისბუქ-დისკუსიებში, არც პოსტებს ვაქვეყნებთ ჩვენი მხარდამჭერების მოსახიბლად, ეს არ გვჭირდება - ჩვენ ჩვენი საქმით ვემსახურებით „იმედს“, საზოგადოებას და საქართველოს.
თქვენ კი მაყურებელს გასული წლების მსგავსად ისევ მხოლოდ შეკვეთილი, გამოგონილი, საქართველოს საწინააღმდეგო ნეგატივზე ორიენტირებული ინფორმაციით კვებავთ, უფრო სწორად, ამის მცდელობა გაქვთ. თუმცა, რეიტინგები და ციფრები ცხადყოფს, რომ თქვენი გავლენა საზოგადოებაზე, თითქმის ნულის ტოლია, ისევე როგორც თქვენი დამფინანსებელი რადიკალური ოპოზიციის და მათი გარე პატრონების.
ამ ქვეყანაში საინფორმაციო დღის წესრიგის ქმნის ერთადერთი არხი და ეს არხი არის ქართველი ხალხის იმედი, სწორედ ამიტომ ვართ განსაკუთრებული თავდასხმის ეპიცენტრში, ყველამ ზუსტად იცით, რომ თუ არ გამორთავთ „იმედს“ ისე, როგორც ეს 2007 წელს გააკეთეთ, სხვაგვარად ,,მეორე ფრონტის“ პოლიტიკა და საქართველოს უკრაინიზაცია ვერ მოხდება - ვერ დააჯერებთ ადამიანებს, რომ ეს აუცილებელია.
საბედნიეროდ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან განსხვავებით დღეს ამ ქვეყანას მართავს ძალა, რომელიც იცავს მედიას (მედიაში ყველას ვგულისხმობ, ყველაზე მიკერძოებულ პლატფორმასაც კი) და თქვენც კი იცით, რომ ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალი მედიაგარემო არის საქართველოში - ევროპის უამრავ ქვეყანასაც რომ შეშურდება აი, ისეთი. ნუ ვიკამათებთ მზია ამაღლობელზე! თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება მის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, 2025 წელს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა „იმედის“ სოციალური მედიისთვის - „იმედის“ იუთუბარხმა ოქროს ღილაკი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
„ჩვენ ვართ პირველი ტელეკომპანია საქართველოში, რომელსაც ეს პატივი ერგო და ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და ჩვენი მაყურებლის დამსახურებაა. გამოწვევები ბევრია. რთულ დროში გვიწევს იმ საქმის კეთება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ყალბი ამბებია, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. ტექნოლოგიების საუკუნეში ეს ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება, თუმცა სანამ თქვენ უყურებთ „იმედს“, გპირდებით, ფეიკამბების მსხვერპლი არ გახდებით.
რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს ერთ მონოლოგში ვერ ჩავატევ, მაგრამ როგორი ბრძოლა და რა მასშტაბის შრომა უწევს ამ არხის თითოეულ თანამშრომელს, ვფიქრობ, იცით ყველამ და უნდა ვთქვა, რომ ეს არის გმირობის ტოლფასი და თუ შენი საქმე და შენი ქვეყანა არ გიყვარს, მხოლოდ ხელფასის გამო ამას არ და ვერ გააკეთებ. ისევე როგორც მე, ამ არხის ყველა თანამშრომელს, გვეამაყება ის ლოგო, რომლის ქვეშაც ვმაუწყებლობთ და მორალისტებს გულწრფელად გეუბნებით - იქნებ, დაისვენოთ?! შეუძლებელია, რეპუტაციულად შელახულებმა სიტყვებით რაიმე გავლენა მოახდინოთ ჩვენზე“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
მან მადლობა გადაუხადა „იმედის“ მაყურებელს მხარდაჭერისთვის და საახალწლოდ დაგეგმილ გადაცემებზეც ისაუბრა.
„მის უდიდებულესობა მაყურებელს კი ვუხდი უდიდეს მადლობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ და რომელიც განსაზღვრავს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით რომ „იმედი“ განსაკუთრებულად ემზადება საახალწლო დღეებისთვის. ყველა რედაქცია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. პირველი წელია, როდესაც რეპორტაჟს არ ვამზადებთ საახალწლო კონცერტებსა და პროგრამებზე და მინდა, მოკლედ ვთქვა, რომ ვიდრე პოლიტიკურ წელს შევაჯამებ და გასულ წელს დეტალურად განვიხილავ, მოკლედ გეტყვით, რა გელოდებათ ახალი წლის დღეებში თქვენს არხზე.
31 დეკემბერს, 21:00 საათზე, იწყება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-14 სეზონი - ქართული ნაციონალური ცეკვების ოსტატები და სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეები ერთად წარდგებიან თქვენს წინაშე. ეს იქნება დაუვიწყარი სანახაობა, ექსპერიმენტი, რომელიც ამ პროექტის ისტორიაში გაბედა მხოლოდ „იმედმა“.
31 დეკემბრის ღამეს, როცა საათი თორმეტს გვიჩვენებს, ტრადიციულად დაიწყება ცენტრალური საახალწლო კონცერტი - ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გელოდებათ.
პოლიტიკაში ვინ ვინ არის - ამას ცოტა ხანში გეტყვით. ხოლო 1 იანვარს ნახეთ ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუს „ვინ ვინ არის“ მეხუთე სეზონის ფინალი - წარმოუდგენელი დასასრულით, ყველა გაოცდებით, როცა გამარჯვებული ნიღაბს მოიხსნის.
2 იანვარიც დატვირთულია საახალწლო პროგრამებით - ჭეშმარიტად სახალხო და ქართული პროექტი „მიმღერე“, რომელიც „იმედზე“ დაიბადა, სპეციალური შემადგენლობით ბრუნდება. ყველა სეზონის მონაწილე ერთად იკრიბება 2 იანვარს, 22:00 საათზე.
ასევე, მოინიშნეთ სატელევიზიო კალენდარში 3 იანვარიც - „ქართული ხმების“ კონცერტი, დაიწყება 23:00 საათზე და მიეძღვნება ლეგენდარულ პირველ თაობას.
რაც მთავარია, 31 დეკემბერს, 20:00 საათზე, არ გამოტოვოთ „ქრონიკა“, რომელიც შეაჯამებს წელს და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო თვალით დანახულ საინფორმაციო ველს.
ახლა ნამდვილად დადგა დრო დავიწყოთ ჩვენი გადაცემის ძირითადი ნაწილი. დიდი ეთერი გელოდებათ, მაგრამ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ შეუძლიათ კადრები ნახონ თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ
02 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ
ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე
შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.
02 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია
ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს
ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.
02 აპრილი 2026, 23:02
მსოფლიო
ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.
02 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
02 აპრილი 2026, 22:29
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.
02 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
02 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.
02 აპრილი 2026, 21:39
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
02 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
02 აპრილი 2026, 20:50
პოლიტიკა
მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.
02 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
02 აპრილი 2026, 20:40
საზოგადოება
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
02 აპრილი 2026, 20:36
ეკონომიკა
ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.


