29 დეკემბერი 2025, 15:56 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

21 დეკემბერს, "შაბათის ფორმულაში" გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება. ის, რასაც წერს ბატონი ტრამპი [BBC-ზე საჩივარში], არის საბავშვო ბაღი იმასთან რაც იკადრა სიცრუის "ფორმულამ". მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ამ გადაცემიდან, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხაინდრავამ ჩამოთვალა სამი სიცრუე, რომელიც მისი თქმით, გადაცემაში გავრცელდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ, მის წინააღმდეგ ცილისწამება მიზანმიმართულად გაავრცელა.

"პირველი იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც ქართული ოცნების პროპაგანდისტმა, საჩუქრად მივიღე "ქართული ოცნებისგან" მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში. რეალური სურათი არის შემდეგი: როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, მაშინ, ის ადამიანი, ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიუჟეტი გააკეთა, დაბადებული არ იყო. ეს მოხდა 35 წლის წინ, 90-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებული და საფასური გადავიხადეთ მანეთებში. აქ იყო საუბარი, თითქოს, ეს ყველაფერი გადმომცა "ოცნების" ხელისუფლებამ, მაშინ არც "ოცნება" არსებობდა, არც "ნაციონალური მოძრაობა", საერთოდ, სახელმწიფო არ არსებობდა. ეს არის მიზანგანზრახული ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო განმარტება გაკეთებული, რომ თითქოს, "ქართული ოცნება" მამდიდრებს მე.

მეორე, აბსოლუტურად ამაზრზენი ცილისწამება ეხება რაც დამონტაჟდა - იყო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ერთ-ერთ მიტინგზე წინასაარჩევნოდ, სადაც მან განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა და ბოდიში მოიხადოს იმასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აქ იყო დამატებული სიტყვა "სეპარატისტების წინაშე", რასაც მიაბეს ჩემი ინტერვიუ "ჯორჯიან თაიმსიდან" სულ სხვა თემაზე, იქიდან იყო მიმონტაჟებული ჩემი გამოსვლა და ამას მიაბეს "საქართველოს მიტაცებულმა კინოცენტრმა" მილიონი ლარი გამომიყო იმისთვის, რომ გადავიღო ფილმი "შენდობა", რომელიც არის კინო ვერსია ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის, სადაც ის ითხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ სეპარატისტებს. მეგონა, ყველაფერს აქვს საზღვარი ამ ქვეყანაში - ცილისწამებასაც, ტყუილსაც, უმეცრებასაც, კრეტინიზმსაც, მაგრამ აქ, არაფრის საზღვარი არ არის. თანაც, ეს სცენარი, წაკითხული ჰქონია და დაამტკიცა ბიძინა ივანიშვილმა. ამ დროს მინდა გითხრათ, რომ კინოცენტრი არანაირ ფულს თვითონ არ ანაწილებს და ყოველ წელიწადს ატარებს კონკურსს. წელსაც იყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 17-მა რეჟისორმა, არის ორი ჟიური - შემოქმედებითი ჟიური, რომელსაც არანაირი კავშირი კინოცენტრთან არ აქვს, მეორე ტური არის ფინანსური შეფასება, სადაც შედიან დამოუკიდებელი პროდიუსერები და ფინანსისტები, მერე ეს ყველაფერი ერთმანეთთან ლაგდება და ამის შედეგად გამოცხადდა ოთხი გამარჯვებული ფილმი. ბუნებრივია, რომ ეს დაფინანსება არის მხოლოდ ნაწილი იმ მოთხოვნისა, რაც დღეს მსოფლიო კინოში არსებობს. ესე იგი, ეს მიაბეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომ ფილმი, რომელსაც ჰქვია "შენდობა", ამ თემაზე ვიღებ, რომ თურმე, სეპარატისტებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში - მინდა გითხრათ, რომ ამ ფილმს, არავითარი კავშირი, არც ცხინვალის რეგიონთან, არც აფხაზეთთან, არც ბოდიშთან არ აქვს. ეს ფილმი არის ერთ-ერთი უძველესი ქართული ტრადიციის შესახებ, რომელიც ეხება შარშან აპრილში, აღდგომა ღამეს სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობას. მკვლელობის შედეგად, მოსისხლეობის ძველი წესია ორ გვარს შორის და შენდობის გამოთხოვის პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი - სხვადასხვა სოფლებიდან, უხუცესები გროვდებიან და ხდება ამ ოჯახების შერიგების მცდელობა. ამის შედეგად, ჩვენ ვნახეთ, დღევანდელ დღეს, სტეფანწმინდის ქუჩაში, 50 კაცი მუხლმოდრეკით დგანან გარდაცვლილის ოჯახთან, იქიდან გამოდიან მამა და ბიძა და ეუბნებიან, რომ შემინდია. ამაზეა ფილმი და ამ გარეწრებმა მიაბეს სეპარატისტებთან ბოდიშის მოხდას.

მესამე ეხებოდა ჩემს ქონებრივ მდგომარეობას, როდესაც გამოაცხადეს, რომ მე, ამ 13 წლის განმავლობაში მილიონობით ღირებულების უძრავი ქონება შევიძინე.

შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა იყო მთელი ჩემი ოჯახისადმი, არა მარტო ჩემდამი - იყო ჩემი პირადი ღირსების, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შებღალვის მცდელობა, იმიტომ, რომ ვერც ეს სიცრუის ფორმულის ხელმძღვანელი თარგამაძე და ვერც მისი პატრონი, კეზერაშვილი, მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებენ. ისინი საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც კეზერაშვილის ნაყაჩაღარი, სისხლიანი ფულით ცხოვრობენ დღეს.

ეს იყო მიზანმიმართული ცილისწამება. ზუსტად ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში "ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტად განზრახული წარმოჩენის გამო" - ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ", - აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე განცხადებით, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად, აპირებს, სასამართლოში სარჩელის შეტანას და მოითხოვს "ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას."

ყველა სიახლე

პემ ბონდი

02 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

02 აპრილი 2026, 21:39

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

02 აპრილი 2026, 21:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

02 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს

ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

02 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან

მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.

ცოტნე კობერიძე

02 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

ანტონიუ გუტერეში

02 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

02 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.

02 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.

02 აპრილი 2026, 20:40

საზოგადოება

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

02 აპრილი 2026, 20:36

ეკონომიკა

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.

02 აპრილი 2026, 20:31

პოლიტიკა

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.

02 აპრილი 2026, 20:15

საზოგადოება

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.