02 იანვარი 2026, 21:27 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე: კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი 2026 წლიდან ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის ეტაპობრივ გამკაცრებას და მართვად მოდელზე გადასვლას ემსახურება.

„ეს არის რბილი სტაბილიზაციის კლასიკური მოდელი - კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ტექნიკური რეგულაცია წინასწარი მიგრაციული კონტროლის მექანიზმად იქცევა და ქვეყნისთვის არალეგალური მიგრაციის რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

„სასწაული „არაბოფილიით“ იწყებს ხელისუფლება 2026 წელს - ქვეყნის „არაბიზაციის“ პირობებში, 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა ერთი შეხედვით წმინდა ტექნიკური წესი: ყველა უცხოელი ტურისტი ქვეყანაში შესვლისას ვალდებულია, იქონიოს სამედიცინო დაზღვევა არანაკლებ 30 000 ლარის დაფარვით. სპარსეთის ყურის რეგიონში შემავალი არაბული ქვეყნების წამყვანმა მედიასაშუალებებმა (Gulf News, Travel and Tour World, Time Out Abu Dhabi) უკვე გააფრთხილეს ამის შესახებ საკუთარი მოქალაქეები.

მიგრაციული პროცესებისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა ექნება - ბოლო წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილში საქართველო აღიქმებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური შესვლის პუნქტი: ვიზალიბერალიზაციით, მინიმალური ფორმალობებითა და წინასწარი მკაცრი ფილტრაციის გარეშე. სწორედ მსგავსი ქვეყნები ხდებიან არალეგალური მიგრაციის მიზიდულობის ცენტრი. სავალდებულო, თანაც ძვირადღირებული დაზღვევის მოთხოვნა ამ აღქმას პრინციპულად ცვლის. ის არ კეტავს საზღვარს, მაგრამ ანგრევს ქვეყნის, როგორც „გავლითი ეზოს“, იმიჯს.

იქმნება ახალი - გამკაცრებული შემოწმებების, მოთხოვნებისა და შემოსვლაზე უარის თქმის - ასპექტები უკვე საზღვარზე. პოტენციური მიგრანტების ნაწილისთვის ეს სრულიად საკმარისია ალტერნატიული მიმართულების არჩევისთვის. ახალი წესი პრაქტიკულად არ შეეხება უზრუნველყოფილ ტურისტებს, ლეგალურ ბიზნესვიზიტორებსა და გრძელვადიან რეზიდენტებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტატუსით.

თუმცა ის პირდაპირ ურტყამს მათ, ვინც მინიმალური ფინანსებით შედის ქვეყანაში, ვინც საქართველოს განიხილავს არალეგალურად დამკვიდრების პოტენციურ წერტილად და ვინც გეგმავს დარჩენას ნებადართული ვადის გასვლის შემდეგ. ამ კატეგორიისთვის მოთხოვნების თუნდაც მცირე გაძვირება და ფორმალიზაცია კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს.

სპარსეთის ყურის რეგიონზე ყურადღება გამახვილებულია იმ მიზეზითაც, რომ ეს სივრცე სავსეა მილიონობით შრომითი მიგრანტით აზიიდან და აფრიკიდან, რომლებიც დროებითი სტატუსით იმყოფებიან და მუდმივად ეძებენ ახალ საიმიგრაციო მარშრუტებს. სწორედ ამიტომ მესამე ქვეყნებში შესვლის წესების ნებისმიერი ცვლილება იქ განსაკუთრებულად მგრძნობიარედ აღიქმება.

სავალდებულო და ძვირადღირებული დაზღვევის შესახებ ინფორმაციული გაფრთხილება ფაქტობრივად ასრულებს წინასწარი მიგრაციული კონტროლის ფუნქციას, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედებს. ეს არ არის რეპრესიული ინსტრუმენტი - ის არ ანაცვლებს მოქმედ სადეპორტაციო წესებს და არ იწვევს სავიზო შეზღუდვებს, თუმცა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს არსებულ სისტემაზე უარყოფითი და სახიფათო ზეწოლა.

ეს არის რბილი სტაბილიზაციის კლასიკური მოდელი: კარი არ იკეტება, მაგრამ შესვლა რთულდება მათთვის, ვინც წესების დაცვას არ აპირებს. 2026 წლიდან საქართველო ეტაპობრივად ტოვებს ულტრალიბერალურ მოდელს და გადადის მართვად მიგრაციულ პოლიტიკაზე, სადაც კონტროლი იწყება არა საზღვარზე, არამედ მგზავრობის გადაწყვეტილების მიღების მომენტში. სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონისთვის, ეს წესი შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე

გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები

დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე

მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

02 აპრილი 2026, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 23:02

მსოფლიო

ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.

კიტ კელოგი

02 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.

02 აპრილი 2026, 22:29

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.

პემ ბონდი

02 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

02 აპრილი 2026, 21:39

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

02 აპრილი 2026, 21:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

02 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს

ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

02 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან

მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.

ცოტნე კობერიძე

02 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

ანტონიუ გუტერეში

02 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

02 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.