შალვა პაპუაშვილი: ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის - ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი.
მისი თქმით, ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ.
,,საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.
საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.
იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს „საერთაშორისო წესრიგებს“, გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია - დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში.
გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის - ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი.
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ - გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს - ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს - ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი.
დაბოლოს, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია.
იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში - არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში.
ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს,”- წერს პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
03 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
03 აპრილი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ
02 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ
ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე
შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.
02 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია
ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს
ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.
02 აპრილი 2026, 23:02
მსოფლიო
ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.
02 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
02 აპრილი 2026, 22:29
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.
02 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
02 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.
02 აპრილი 2026, 21:39
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
02 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.


