დავით ქართველიშვილი: ჩვენი აკაცუკების ყველაზე დიდი დისკომფორტი (ტელევიზორის და სარეცხის მანქანის არქონა საკანში, კვებაში „რუსული კონსერვები“) ადვილად შესადარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებსაც მათი ირანელი კოლეგები განიცდიან
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ პროტესტები ირანში აზიანებს ხელისუფლებას, თუმცა სისტემისთვის სასიკვდილო არ არის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე, ირანული ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს:
„ირანში, ამ ეტაპზე, ასეთ გადასვლებს ადგილი არა აქვს, ჯარი და ძალოვნები მონოლითური არიან, ელიტები არაა გახლეჩილი, ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს“ - წერს დავით ქართველიშვილი.
აღნიშნავს იმასაც, რომ ერთადერთი, რაც ქართველ „აკაცუკებს“ აერთიანებთ საერთაშორისო „აკაცუკებთან“, ესაა ლოზუნგი: „აკაცუკებო ყველა ქვეყნისა - შეერთდით!".
„ბანგლადეში გვინდა, ან შრი ლანკა, ან ნეპალი, ან ვენესუელა, ახლა - ირანი. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესასწაულზე თბილისს ამდენი ირანული დროშა ჯერ არ უნახავს (უკრაინულზე უკვე დიდი ხანია არაფერს ვამბობ). ცალკე უბედურებაა, რომ ვერც ერთ ჩამოთვლილ ქვეყანას მსოფლიო რუკაზე, დიდი ალბათობით, ვერ მოძებნიან, შრი ლანკასა და ცეილონს შორის ათი განსხვავების მოძიებას რომ თავი გავანებოთ. მოკლედ, ყველაფერი მოსწონთ, გარდა საქართველოსი და ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ლოზუნგია: „აკაცუკებო ყველა ქვეყნისა - შეერთდით!“
და მაინც, რა განსხვავებებია საერთაშორისო აკაცუკებს შორის? ჩვენი „პიროტექნიკული რევოლუციის“ დროს, თეზისურად ჩამოვთვალე, რა უნდა გახდეს აკაცუკების გამარჯვების საწინდარი და რა აკლიათ საიმისოდ საქართველოში (ჯარისა და ძალოვნების აკაცუკთა მხარეზე გადასვლა, უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, აფეთქების „დეტონატორის“ არარსებობა - საომარი მოქმედებები, ეკონომიკური კოლაფსი და ა.შ.). ახლა კი გადავხედოთ ირანს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, დასავლეთის ავტორიტეტულ საექსპერტო მოსაზრებებზე დაყრდნობით...
მთავარი და, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი: „ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი“, ჯარი და ძალოვნები ცალსახად ხელისუფლების მხარეს არიან. ახლა კი გავყოთ თვით მოსახლეობა მნიშვნელოვან სეგმენტებად: აქტიური საპროტესტო ბირთვი - 18-35 წლოვანების განათლებული ქალაქელები, სტუდენტობის ნაწილი, აქტივისტები. ქსელური ორგანიზატორები - მოსახლეობის 7-10%. ეს არის იდეოლოგიურად მოტივირებული მასა, რომელიც მზადაა რისკის გასაწევად და ქუჩაში გასასვლელად. ირანისთვის და ზოგადად, ეს არაა საკმარისად კრიტიკული რაოდენობა, რევოლუციების მოსაწყობად.
პასიური მხარდამჭერები - ქალაქელების ქვედა ფენა და საშუალო კლასის ნაწილი, ახალგაზრდა ოჯახები. მცირე მეწარმეები - ხელისუფლებით უკიდურესად უკმაყოფილო სეგმენტი, დაახლოებით მოსახლეობის 25-30%. მორალურად პროტესტანტების მხარეზე არიან, მაგრამ მათი ღია მხარდაჭერისთვის მზად არ არიან. სერიოზული „ტრიგერის“ და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მათი რადიკალიზაცია გამორიცხულია.
მერყევი მასა - მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 30-35%. ესენია პროვინცია, უფროსი ასაკობრივი ჯგუფები, სახელმწიფო სექტორის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყნის ეკონომიკით, გადაღლილები არიან სასანქციო მრავალწლიანი ცხოვრების წესით. მაგრამ, ქაოსის წინაშე შიშები ჭარბობენ რეჟიმის მიმართ სიძულვილზე. ასე რომ, მათი ლოიალურობა სიტუაციურია. ეს არის გადამწყვეტი ჯგუფი. სანამ ის ნეიტრალურია, რევოლუცია ვერ განხორციელდება მოსახლეობის ლოიალური ნაწილი - 20-25%. ესენია: რელიგიური ბირთვი, ძალოვნები და მათი ოჯახის წევრები, პირდაპირი „სუბსიდიების“ მფლობელები, იდეოლოგიურად მოტივირებული სეგმენტი. ესენი პროტესტების აქტიური მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მკაცრი და სასტიკი კონტრზომების მხარდამჭერები არიან. ეს არის თუნდაც მცირერიცხოვანი, მაგრამ ინსტიტუციურად ძლიერი რეჟიმის ძირითადი საყრდენი.
ჩემი დილეტანტური, არასაექსპერტო და ანალიტიკური დასკვნა: რევოლუციის წამოწყება 7-10%-ით შესაძლებელია, მაგრამ მისი გამარჯვებამდე მიყვანა პროტესტანტების მხარეზე პასიური და მერყევი მოსახლეობის, ასევე ელიტების ნაწილის გადასვლის გარეშე გამორიცხულია. ირანში, ამ ეტაპზე, ასეთ გადასვლებს ადგილი არა აქვს, ჯარი და ძალოვნები მონოლითური არიან, ელიტები არაა გახლეჩილი, ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს.
ამიტომ, ამ ეტაპზე მიმდინარე პროტესტები იმიჯურად აზიანებს ხელისუფლებას, მაგრამ სისტემისთვის სასიკვდილო არ არის. ვითარება მკვეთრად შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასობრივად გამწვავდება ეკონომიკური კოლაფსი (ჰიპერინფლაცია, სუბსიდიური წყვეტა), სულიერი ლიდერის მოულოდნელი სიკვდილი, ძალოვნების მასიური უარი ბრძანების შესრულებაზე, გარედან განხორციელებული მასშტაბური სამხედრო დარტყმები დიდი რაოდენობის მსხვერპლით. ამ ყველაფრის გარეშე, ვერც რევოლუცია შედგება, და მით უმეტეს, რაღაც „პროტესტის 420-ე დღემდე“ ვერანაირად ვერ მივა. ჩვენი აკაცუკების ყველაზე დიდი დისკომფორტი (ტელევიზორის და სარეცხის მანქანის არქონა საკანში, კვებაში „რუსული კონსერვები“) ადვილად შესადარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებსაც მათი ირანელი კოლეგები განიცდიან. აი ამის მერე კი, აფრიალონ ირანული დროშები თბილისის ქუჩებში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
03 აპრილი 2026, 02:27
მსოფლიო
TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება
დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.
03 აპრილი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
03 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
03 აპრილი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ
02 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ
ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე
შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.
02 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია
ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს
ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.
02 აპრილი 2026, 23:02
მსოფლიო
ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.
02 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
02 აპრილი 2026, 22:29
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.
02 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
02 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.
02 აპრილი 2026, 21:39
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.


