გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ.
„საუბარი იყო მარტო საქართველოს ევროინტეგრაციაზე და რეფორმებზე, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან”, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკოლოზ ხოსროშვილმა „ქრონიკასთან“.
კითხვაზე, რატომ იყო შეხვედრა გასაიდუმლოებული, მან განაცხადა: „არაფერზე ისეთ მნიშვნელოვანზე, რამაც შეიძლება მედია დააინტერესოს, არ იყო საუბარი”.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე დავით სეხნიაშვილი კი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს: „ნიუსი, რაც დადეთ, ეს არის სრული სისულელე“. ხოლო კითხვაზე, რას შეეხებოდა შეხვედრა და უარყოფს თუ არა იგი თავად შეხვედრის ფაქტს, სეხნიაშვილი ამბობს: „პასუხს გაგცემთ ლაივში ყველაფერთან დაკავშირებით“.
ხოლო კიდევ ერთმა აქტივისტმა ლუკა მიშველაძემ „ქრონიკასთან“ საუბარი არ ისურვა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
ყველა სიახლე
20 მარტი 2026, 08:44
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები. შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა
შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა, 09:00 საათზე და დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება.
20 მარტი 2026, 08:30
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათ თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი ემსახურება.
20 მარტი 2026, 08:17
საზოგადოება
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
20 მარტი 2026, 08:07
საზოგადოება
კობა კობალაძე: დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და იმ სულიერი ერთობის შენარჩუნება, რასაც პატრიარქი მთელი ცხოვრება გვასწავლიდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
20 მარტი 2026, 02:59
მსოფლიო
აშშ-მა სანქცირებული ტანკერებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნებართვა გასცა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) გასცა ნებართვა იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც ეხება რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, თუ მათი გემებზე დატვირთვა 12 მარტის აღმოსავლეთის დროით ღამის 12:01 საათამდე განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია OFAC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
20 მარტი 2026, 02:28
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“.
20 მარტი 2026, 02:05
საზოგადოება
გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, მარკ უოკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
20 მარტი 2026, 00:51
საზოგადოება
მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების
პატრიარქის აღსაყდრებიდან დაიწყო ქართული გალობის აღორძინების გზა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, პატრიარქის ძალისხმევით განმტკიცდა გალობის შესრულების ტრადიცია ლიტურგიის დროს.
20 მარტი 2026, 00:36
საზოგადოება
სოსო მანჯავიძე: პატრიარქი ცდილობდა შეექმნა იდეალური საქართველო. ეს იყო მისი განსაკუთრებული მისია, რაც განახორციელა ამ 50 წლის განმავლობაში
ატმოსფეროს ქმნიდა იმგვარს, გრძნობდი, რომ გქონდა საქმე სრულიად განსხვავებულ ადამიანთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
20 მარტი 2026, 00:28
საზოგადოება
მარკო რუბიო: ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
20 მარტი 2026, 00:24
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ირანს ამჟამად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სათავეში გაურკვევლობაა და ისრაელისთვის უცნობია, ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას თეირანში.
20 მარტი 2026, 00:12
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი: როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან
როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, თითქოს სხვანაირად დადიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან, - იხსენებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი გადაცემაში „იმედი LIVE“.
20 მარტი 2026, 00:11
საზოგადოება
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრებმა სიონის ტაძარში მოინახულეს ადგილი, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიკრძალება
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები დღეს სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
20 მარტი 2026, 00:08
საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი: საოცრება იყო, რომ ვუყურე პატრიარქის მონათლულ ბავშვებს. ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი. სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ
ის იყო ყველას პატრიარქი, უნიკალური ადამიანი. მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა.
20 მარტი 2026, 00:01
საზოგადოება
დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე
პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა. დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.
19 მარტი 2026, 23:56
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიღწევები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისრაელმა მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
19 მარტი 2026, 23:38
მსოფლიო
POLITICO: მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ მას ესმის ორბანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით
ევროკავშირის სამიტის დახურულ სესიაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა უკრაინის საკითხზე მისი პოზიციის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 მარტი 2026, 23:35
საზოგადოება
ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო
დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის.
19 მარტი 2026, 23:33
საზოგადოება
ტარიელ ხარხელაური: დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს. ჩვენ მაინც მოგვიწევს ბოდიშის მოხდა პატრიარქისთვის, რომ ბოლომდე ვერ შევიცანით
„დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს. როგორ შეიძლებოდა სამშობლოს, ან ხალხის სიყვარულში ეჭვი შეგვეტანა, მაგრამ დღეს ისინიც მიდიან პატრიარქთან [ვინც ეჭვი შეიტანა], მაგრამ ბოდიშს მოიხდიან, თუ არა, ეს არაა აუცილებელი. ჩვენ მაინც მოგვიწევს ბოდიშის მოხდა პატრიარქისთვის, რომ ბოლომდე ვერ შევიცანით. არ გვიყვარს ჩვენზე აღმატებული ხალხი, შურის გრძნობა ჩნდება. ასე იყო მუდმივად ჩვენთან. დიდი კაცი შეიძლება აიტანო, მაგრამ აღმატებული რომაა, ეს რთული ასატანია ქართული გონებისთვის“, - აღნიშნა პოეტმა.
19 მარტი 2026, 23:23
საზოგადოება
ლევან გიგინეიშვილი: სიონში პატრიარქის ქადაგებას შევესწარი. ათეისტებს მიმართავდა, რომ თუ ღმერთის არ გწამს, სიკეთის ხომ გწამსო და როგორც გწამს სიკეთე, ისე აკეთე და მერე რწმენაშიც მოხვალო. მისი მოწოდებები იყო ბრძნული, მშვიდი
„70-მა წელმა, რაც ათეისტური ხანა იყო, დიდი დამბლა დასცა ადამიანებს. ერთი მუჭა მორწმუნეები დარჩნენ. ეკლესიური ცხოვრება რეალურად საზოგადოებისთვის არ იყო. შეგნებულად იყო ბრძოლა ამის წინააღმდეგ მაშინდელი ათეისტური სახელმწიფოს მხრიდან. შეგნებული ამოძირკვა ხდებოდა, რომ რწმენა არ ყოფილიყო ხალხში. პატრიარქმა შეძლო თავის მოღვაწეობით, რომ ეს შეაბრუნა რადიკალურად. იქამდე შეაბრუნა, რომ საქართველოს თავი მოაქვს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი გულმხურვალე ქრისტიანულ ქვეყანას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.


