თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი. „ახალი ევროპის” იდეა ძალას იკრებს
თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ევროკავშირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი შეფასებით, ევროკავშირში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი, ხოლო „ახალი ევროპის“ იდეა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს.
„გლობალიზაციის ჩრდილოვანი მმართველები მთელი ძალით ებღაუჭებიან ლიბერალიზმის ბოლო ნავსაყუდელს — ევროპას, მაგრამ როდემდე?!“- წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისის ფონზე სხვა გამოსავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„რით არის შესაძლებელი ევროკავშირის პოლიტიკური კრიზისის დაძლევა?
ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს — მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით.
დაუშვებს თუ არა ჩრდილოვანი მმართველები ამას? პასუხიც ცალსახაა — არა! თუმცა, სიტუაცია ევროპაში მათი მმართველობის ზონიდან გადის.
მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლიდან დღემდე ჩატარებულია ევროპარლამენტის 10 რეგულარული არჩევნები და არც ერთი ვადამდელი, დღეს ევროკავშირში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი. ეს საკითხი დღის წესრიგში, ალბათ, მალე დადგება. რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ მემარჯვენე ძალის წარმომადგენლებმა კაია კალასზე ან სხვა ლიდერებზე, ქმედითი შედეგები ამას ვერ მოჰყვება.
ევროპარლამენტი ჯერ ისევ მემარცხენე ძალებისა და „დიფ სთეითის“ ტყვეობაშია.
მართალია, 2024 წლის არჩევნებმა არა ევროპარლამენტის, არამედ საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვია, მაგრამ ეს იყო პირველი პრეცედენტი ევროპარლამენტის რამდენიმე ათეულწლიანი ისტორიის განმავლობაში, როდესაც არჩევნებმა ლიდერი ქვეყნის შიდა ვადამდელი არჩევნები გამოიწვია. მემარჯვენე ძალებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მემარცხენე ძალებს. ამის შედეგად მაკრონმა საფრანგეთში პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ დაძლია. ეს კრიზისი დღეს უკვე ევროპის სხვა ლიდერ სახელმწიფოებსაც მოედო და დღითიდღე ღრმავდება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2024 წელს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთი პოლიტიკური ჯაჭვი იყო და ამ პირობებშიც კი მემარჯვენე ძალებმა სერიოზულად შეარყიეს „ვოუქიზმის“ ლიბერალური პოლიტიკა, რას იზამენ დღეს, ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს? ეს ყველასათვის ნათელია და სწორედ ამიტომ გლობალიზაციის ჩრდილოვანი მმართველები მთელი ძალით ებღაუჭებიან ლიბერალიზმის ბოლო ნავსაყუდელს — ევროპას, მაგრამ როდემდე?!
სწორედ ეს „როდემდეა“ ის სიტყვა, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს ევროლიბერალების სკეპტიციზმს და აძლიერებს „ახალი ევროპის“ მედროშეებს. და თუ კარგად დავაკვირდებით, ჩუმი და თითქოს შეუმჩნეველი გადანაცვლება და „პოლიტიკური მოძრაობები“ აჩრდილივით მიჰყვება მოვლენებს.
დღეს დროში ჩარჩენილი ქართული ოპოზიცია კვლავ წარსულის კითხვას სვამს — „სად და ვისთან იქნება საქართველო, თუ არა ევროპასთან?“. სინამდვილეში კი ერთადერთი რეალური კითხვა, რაც დღეს ისმის, არის — „სად და ვისთან იქნება ევროპა?“. თუ ამ რეალობიდან შევაფასებთ და გავზომავთ მომავალს, საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული და სუვერენული სახელმწიფო.
მანამდე კი წინ ბევრი პოლიტიკური ინტრიგისა და ახალი კატაკლიზმების მომსწრე გავხდებით. ის დასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც გუშინ თითს გვიქნევდნენ და მათი ბრძანებების შესრულებას ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ გვაიძულებდნენ, მალე თავად გახდებიან საკუთარი ხალხის პოლიტიკური არჩევანის მსხვერპლნი. „ახალი ევროპის“ იდეა ახალ ძალებს იკრებს“,- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე
თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?
03 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
03 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს
„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა
ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!
ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
03 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
03 აპრილი 2026, 13:05
რეგიონი
რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:02
რეგიონი
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
03 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ
სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:42
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი
გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.
03 აპრილი 2026, 12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას
ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში
მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება
ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 12:30
საზოგადოება
გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


