21 იანვარი 2026, 00:58 / სანდო წყარო

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა დაიწყო მაკრონმა სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ლაპარაკი, რომელ სუვერენიტეტზე საუბრობენ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით, როგორც იქცეოდნენ ევრო ბიუროკრატები, ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ

თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ბატონი ზაზა ბევრ საინტერესო იდეასა და მსჯელობას გვთავაზობს. საქმე ის არის, რომ ვინც მას ოპონირებას უწევს, ხანდახან მის აზრებს კი არ უწევს ოპონირებას, არამედ გარშემო შემოვლით რაღაცა იდეებს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო წერილზე საუბრისას.

შარმანაშვილის განცხადებით, მოდაში შემოვიდა მათი მხრიდან, რომ როდესაც კაცი რეალობაზე საუბრობ, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ შენ ეს რეალობა მოგწონს, ან არ მოგწონს.

„აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ მე ეს რეალობა მომწონს, მაწყობს, არ მაწყობს, აქ იმაზეა საუბარი, რომ თვალები გავახილოთ ეს არის რეალობა. ზაზა შათირიშვილს უჩნდება ლეგიტიმური კითხვები აშშ-ის ზრახვებზე ევროპასთან დაკავშირებით და ის ყალბ ნარატივს არ ეფუძნება. ამერიკასა და ევროპას შორის რომ დაპირისპირება არის თითქმის ყველა დონეზე, ეს რეალობაა. ეს ხომ რაღაც მოსაზრება არ არის მგონი ასე ხდება. ტარიფების გაზრდა გრენლანდიის გამო რეალობაა თუ მოსაზრება? - რეალობაა. ბატონ ზაზასაც უჩნდება ეს კითხვები, რა ხდება. რა მოკავშირეობაზეა ლაპარაკი? ხომ არ უნდა აშშ-ს ევროპის დასუსტება და შემდგომში თავისი უპირატესი პოლიტიკის გატარება თუნდაც ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში? ეს კითხავ ლეგიტიმურია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ არის. იმიტომ რომ, რაღაც ყალბ ნარატივს ხომ არ ეფუძნება?“- განაცხადა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილის განცხადებით მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ევროპასა და ევრო ბიუროკრატებს ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან საქართველოს ეროვნულობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

„დღეს არ მიაქციეს ყურადღება ხაზინის მდივანი, ანუ ვის ხელშიც არის ამერიკის ხაზინა ის გამოვიდა და თქვა, რომ ევროპელები ცუდად იქცევიან, რომ იმ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინასთან ომს ხმარდება რუსეთს მოპოვებული აქვს ევროპაში ნავთობის სხვადასხვა გზით შეტანით, ანუ ჩვენ რომ გვამუნათებდნენ ორ ბოთლ ღვინოს რატომ ვყიდით რუსეთში თვითონ მილიარდებს ატრიალებდნენ აქეთ-იქით ამ ნავთობით. ამას მე ხომ არ ვსაუბრობ, თქვენ ხომ არ საუბრობთ, ამერიკის ხაზინის მდივანი, ანუ ვის ხელშიც არის მთელი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა ის მიუთითებს ამაზე და მერე მუქარაც მოაყოლა, აი ამ გრენლანდიის საკითხში ჩვენ ხომ გადავდგით ეს ტარიფის გაზრდის ნაბიჯი, თუ ევროპა გვიპასუხებს ძალიან მძიმედ დამთავრდება მათთვისო. მერე მაკრონმა რაღაცა თქვა ახლა გამოვიდა დავოსში და თითქოს რაღაცა საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ და ეს იყო მისი პასუხი, გადადგამთ ამ ნაბიჯს კიდევ უარეს პასუხს მიიღებთო.

აქ მთავარია, რომ ეს უკვე დაფარული აღარ არის, ეს უკვე მოსაზრებების დონეზე აღარ არის, ეს უკვე რაღაც გამოგონილი ნარატივების დონეზე არ არის. ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ეს ყველაფერი. რატომ მოხდა ასე და ახლა დაიწყო მაკრონმა ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ბუმერანგს გაისვრი დიდი ალბათობით 99% ეს ბუმერანგი შენამდე მოვა და როდესაც შენ სხვის სუვერენიტეტის შელახვა დაიწყე აღარ გაგიკვირდეს, რომ ეს ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდა და შენც მოგაკითხა. რომელი სუვერენიტეტის საკითხებზე მესაუბრება თუნდაც საქართველოს მიმართ, როგორც იქცეოდნენ ისინი ევროპელი ლიდერები და აღარ ვლაპარაკობ ევრო ბიუროკრატებზე. ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. ეს სუვერენიტეტი თავის დროზე მათ დათმეს „დიფ სთეითის“ სასარგებლოდ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ყველა სიახლე

რენდი ჯორჯი

03 აპრილი 2026, 09:54

მსოფლიო

აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 09:40

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.

03 აპრილი 2026, 09:25

საზოგადოება

სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 09:10

მსოფლიო

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.

03 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა

გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 08:59

საზოგადოება

„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

დავით მათიკაშვილი

03 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2026, 08:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს

გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.

 თეოდორე ფარნაშვილი

03 აპრილი 2026, 08:27

საზოგადოება

მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან

„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.

03 აპრილი 2026, 08:21

საზოგადოება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

03 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა

03 აპრილი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

03 აპრილი 2026, 02:27

მსოფლიო

TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება

დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.

03 აპრილი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე

გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები

დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე

მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.