დავით ქართველიშვილი: მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს და ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს. ეს არის ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და გულშემატკივრებს მოუწოდებს მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე უქომაგოს ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი.
„მე „ისე რა“ სპორტის მოყვარული ვარ, მაგრამ გნებავთ ძალოსნებში, მოჭიდავეებში თუ სხვა სახეობებში, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ გამომსვლელ ქართველებს ვქომაგობდი ყოველთვის. გუშინ კვარას გამოჩენას ველოდებოდი და მის ფანტასტიურ გოლს, თორემ „პსჟ“ ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. „მამლუქობა“, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. აწ უკვე არარსებული „ქურთისტანის“ დედაქალაქის - სულეიმანის დამაარსებელიც ხომ ქართველი მამლუქი, სულეიმან-ფაშა იყო. ამიტომაც, განსაკუთრებით ვუყვარვართ ალბათ ჩვენს იეზიდ-ძმებს და მეც მიყვარს ისინი განსაკუთრებულად, ზოგადად, ჩემი მშობლიური დედაქალაქის სისუფთავისა და კერძოდ, სოლოლაკსა და საბურთალოზე ტკბილი სამეზობლოს გამო.
რაში დამჭირდა ამხელა წინასიტყვაობა? გაუმარჯოს რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველ გენიალურ ექიმს, საიდანაც ბევრი სამედიცინო დარგს ხელმძღვანელობს (ლეო ბოკერია, ზურაბ კეკელიძე, იუსტინ ჯანელიძე, ამირან რევიშვილი და უამრავი სხვა). ცალკე სასაუბრო თემაა, ზურაბ წერეთლის უკვდავი ღვაწლი ზოგადად მართლმადიდებლურ კულტურაში. აღარაფერს ვამბობ, მომღერლებზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, სპორტსმენებზე. ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს. და ამ ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს და ეს არის, ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი. თვით ქალბატონი ეთერის ქალიშვილიც (წყვილებში) - დიანა დევისი, საქართველოს ნაკრების წევრია. ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, ჩვენს სახელოვან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსნებზე, ხომ აღარაფერს ვამბობ. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ პირადად მე, სპორტში კონსერვატორს და რეტროგრადს, საკუთარი შვილიშვილები შემაყვარებდნენ ფიგურულ სრიალს...
მოკლედ! მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს გენიალურ ნაკრებს ვუქომაგოთ მისი ხელმძღვანელობით. ამიტომ მინდა, რომ ჩვენი „ქალური“ (“თამარ მეფის“) ორდენით დავაჯილდოვოთ ქართული გენისა და ნიჭის ეს ულამაზესი მატარებელი ქალბატონი. ერთ-ერთ მის ინტერვიუში ამოვიკითხე მისი მოგონებები მამაზე: მისგან ვიციო ის მწირი ქართული გამონათქვამებიო, საიდანაც თამადა მამაჩემის ფრაზა მახსოვსო - „გაუმარჯოს!“. ჰოდა, ყველა ქართველს გაუმარჯოს, თუ კი ის საქართველოს ასახელებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.
03 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 08:59
საზოგადოება
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
03 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
03 აპრილი 2026, 08:27
საზოგადოება
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:21
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
03 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა
03 აპრილი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
03 აპრილი 2026, 02:27
მსოფლიო
TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება
დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.
03 აპრილი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
03 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
03 აპრილი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ


