დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის გარშემო დასავლეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ ნელ-ნელა გადადის „რუტინული გეოპოლიტიკის“ ფაზაში.
„უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან“ — უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ „რუტინული გეოპოლიტიკის“ რეჟიმში“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რატომ დასრულდა უკრაინისადმი დასავლეთის პოლიტიკური და მორალური ექსტაზის ეტაპი და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ახალ რეალობაში.
„ეს დღე აუცილებლად დადგებოდა — მსოფლიო უკრაინას „გადააგდებდა“ ადრე თუ გვიან, გადაღლილი მისი პრობლემებით და გადატვირთული საკუთარით. საქართველო დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მალევე გადააგდო და მიივიწყა. უკრაინას ამისთვის ოთხი წელი დასჭირდა და ენით აღუწერელი ფასის გადახდა. 2022–2024 წლებში უკრაინა დასავლეთის მორალურ და პოლიტიკურ ფოკუსად იქცა, მაგრამ 2026 წელს ეს ფაზა დასრულებულია. არა იმიტომ, რომ კონფლიქტი ამოიწურა, არამედ იმიტომ, რომ მან შეწყვიტა სტრატეგიული სარგებლის მოტანა ძალაუფლების ძირითად ცენტრებისთვის.
დღეს გლობალური დღის წესრიგი გადაინაცვლა იმ თემებზე, სადაც XXI საუკუნის კონტროლი წყდება: არქტიკა, მიწოდების ჯაჭვები (დერეფნები), ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, კონკურენცია ჩინეთთან. ამ კონტექსტში უკრაინა — „პროვინციული“ კონფლიქტია ფიქსირებული რისკებით და ყურადღების კლებადი დინამიკით. უკრაინული თემის არათავსებადობა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფორმატთან — არა დიპლომატიური „შემთხვევითი დამთხვევაა“, არამედ სტრუქტურული მაჩვენებელი. დავოსი ის ადგილია, სადაც ელიტები განიხილავენ მომავლის მოგებასა და სტაბილურობას, სარგებლის გადანაწილებას და არა ომის გაგრძელებას გაურკვეველი ფინალით.
ამ ლოგიკაში უკრაინული სამობილიზაციო და „მორალურ-საწუწუნო“ რიტორიკა ეწინააღმდეგება ფინანსური მაგნატების საინვესტიციო პრაგმატიზმს. ამიტომაც ჯერ კიდევ გუშინდელი „გმირი“ ზელენსკი, რომელსაც წითელ ხალიჩებს უფენდნენ, დღეს ჩნდება, როგორც „გამაღიზიანებელი სტატისტი“ და არა მთავარი სპიკერი. ამიტომაც დავოსში ამ უჩვეულო და სამარცხვინო იპოსტასში ის არც კი ჩასულა. ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი. ტრამპი დაიღალა იმის მტკიცებით, რომ ეს არაა მისი ომი. მისი „ომია“: არქტიკა (გრენლანდია), ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, სამრეწველო რეინდუსტრიალიზაცია.
დეკლარირებული მხარდაჭერა შენარჩუნდება, მაგრამ რაიმე ახალი ვალდებულებების გაფართოების, ფსონების გაზრდისა და პოლიტიკური ექსტაზის გარეშე. უკრაინა გადადის მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტის რეჟიმში და არა ისტორიული მისიის ფორმატში. ხუთშაბათს სტივ უიტკოფი უკვე მერამდენედ შეხვდება პუტინს ვაშინგტონისთვის ამ დამღლელი პროცესის დასრულების კიდევ ერთი მცდელობის ფარგლებში. თუმცა პირველ რიგში გადაღლილია თვით კიევი, რომლის პარლამენტის დეპუტატები უკვე ღიად საუბრობენ დონბასზე, როგორც ომის დასრულების მიზნით მოსაშორებელ ბალასტზე. გადაღლილია ევროკავშირიც, რომელიც გადატვირთულია — ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ინსტიტუციურად, სოციალურად. უკრაინული საკითხი სულ უფრო აღიქმება აქ, როგორც გარე ვალი — გადახდის „დედლაინის“ გარეშე. კი ბატონო, მხარდაჭერა ინერციით გრძელდება, თუმცა ენთუზიაზმი ბუღალტერიამ ჩაანაცვლა: რა ღირს, რას იძლევა, სად არის ზღვარი. ეს ნიშნავს თანდათან ინტერესის დაკარგვას, ურთიერთობების ნელ, მაგრამ სტაბილურ გაცივებას, დაფარულს „სწორი“ და არაფრის მომცემი, უემოციო რიტორიკით. წელს უკრაინა, რა თქმა უნდა, დარჩება დღის წესრიგში, მაგრამ მხოლოდ „ერთ-ერთი პრობლემის“ და არა ცენტრალურ პოზიციაზე. კიევზე კი ზეწოლა რეალიზმისკენ სამობილიზაციო რიტორიკის ნაცვლად კიდევ უფრო გაძლიერდება და დაუნდობელ ფორმატში გადავა. უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან“: უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ „რუტინული გეოპოლიტიკის“ რეჟიმში. ეს ყველაზე სახიფათო ეტაპია ნებისმიერი ქვეყნისთვის კონფლიქტში — მის მიმართ ყურადღება კლებულობს, რესურსები ძვირდება, ხოლო ჯერ კიდევ გუშინ უკრაინის „უპატიებელი“ მოწინააღმდეგის მიმართ დამოკიდებულება იცვლება — გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის მისამართით. მსოფლიო არ არის სასტიკი — ის უბრალოდ პრაგმატულია. როგორც 1918 თუ 2008 წელს საქართველოს მიმართ იყო — აი ასეთი. და სწორედ ეს პრაგმატული გულგრილობა ხდება დღეს კიევისთვის უფრო სერიოზული გამოწვევა, ვიდრე ღია მტრობაც კი. უკრაინის ისტორია არ დასრულებულა, უბრალოდ მის მიმართ დასავლეთის ფარისევლური აპლოდისმენტები შეწყდა“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 10:56
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
03 აპრილი 2026, 10:47
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:44
რეგიონი
ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
03 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 10:17
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.
03 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 08:59
საზოგადოება
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
03 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
03 აპრილი 2026, 08:27
საზოგადოება
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:21
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის განსაზღვრული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
03 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა


