imedi /  28 დეკემბერი 2017, 00:45 / სანდო წყარო

ზვიად რატიანის მხარდამჭერები საზოგადოებრივს ბოიკოტს უცხადებენ

ქართველი მწერლების, პოეტებისა თუ ლიტერატურათმცოდნეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებს. მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლის მიერ, სავარაუდოდ პოლიციის მიერ ნაცემი პოეტის, ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნება გახდა.

"საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად", - წერს On.ge და ქსელში დაწყებული კამპანიის #ბოიკოტისაზმაუს მონაწილეების პოზიციას აქვეყნებს. 

ნენე კვინიკაძე, მწერალი: #ბოიკოტისაზმაუს ღირებულებისაგან დაცლილი, პროგრესის მიზანმიმართულად შემაფერხებელი, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი ბოროტი ორგანო.

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე: #ბოიკოტისაზმაუს რასაც თქვენ აკეთებთ, ტელევიზიის ისტორიაში არ უკადრებია არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.

ლაშა ბუღაძე, მწერალი: მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!

პაატა შამუგია, პოეტი: საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ქვეგანყოფილებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვერდში დაუდგა უდანაშაულო ადამიანის მწამებელ სადისტ პოლიციელებს და იქცა მათი პროპაგანდისტული, შეთითხნილი ვიდეოს გამავრცელებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში დაბლოკა პრემიერ მინისტრის გინება, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუშვა პოეტის გინება, რითაც სადისტი პოლიციელების სახეზე შერჩენილი ფურთხის ჩამოწმენდას ეცადა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გახდა შიზოგადოებრივი მაუწყებელი. #ბოიკოტისაზმაუს

მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის მენეჯერი: #ბოიკოტისაზმაუს ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა არაფერია თუ არა მოქალაქის გაწირვა და მისი უსაფრთხოების გარანტიის ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეს, საზოგადოებას კი ძალიან უადვილდება სიძულვილის გამოხატვა, თქვენ გაიმეტეთ ადამიანი საჯარო და დაუნდობელი ანგარიშსწორებისთვის. იმის მაგივრად რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად მუშაობდეთ, თქვენ ზიზღს თესავთ და ამას სწორედ ის ადამიანები მოუღებენ ამას ბოლოს, ვინც ხელფასებს გიხდით!

რატი ამაღლობელი, პოეტი: რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს - მაუწყებლის რადიოში; ხმების ისტორია, ტელე სივრცეში, ჩემი წიგნი და სიტყვების თამაში. დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით - აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედიასაშუალებასთან, როგორც რესპონდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: #ბოიკოტისაზმაუს დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ საზოგადოებრივი კი არა, ბრბოს ტელევიზია ხართ, „ასავალ-დასავლისა“ და „მარშალპრესისგან“ არ განსხვავდებით. როგორც დღეს 1930-იანი წლების საბჭოთა პრესა განიხილება ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურების იარაღად, ასევე შევა ზვიად რატიანის დაკავების ვიდეო ჟურნალისტური ზნედაცემულობის ნიმუშად.

გვანცა ჯობავა, გამომცემელი: საზოგადოებას არ გვჭირდება ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი! ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებით, სადაც არ ჩანს არც მისი დაკავების ამსახველი კადრები, არც ის, როგორ მივიდა იგი ამ ზომამდე, არ ჩანს მისი უმოწყალოდ ცემის კადრები, თქვენი ეს ქმედება, ჯალათობაზე უარესია, თქვენ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი და საჯიჯგნად მიუგდეთ ისევ თქვენ მიერვე სიცრუეში შეყვანილ საზოგადოებას. ისეთი უგუნურები გგონივართ, რომ ამ დამონტაჟებული კადრებით გინდათ ბრბოდ გვაქციოთ და გვმართოთ. დამნაშავე ხართ ზვიადის და მთელი საზოგადოების წინაშე, არაფერი გაგამართლებთ, საერთოდ არაფერი. სამარცხვინოები ხართ მთელი მენეჯმენტი, ასე ურცხვად რომ მიეყიდეთ ბოროტმოქმედებს, თანამონაწილეები და ახლა უკვე უმთავრესი შემოქმედები გახდით ამ ამბის.
გილოცავთ! ამას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი მოხერხება!, სიძულვილსაც დამსახურება უნდა!

ვიდეომასალა, რომლიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, ტელევიზიის ცნობით, მათ შსს-სგან გამოითხოვეს. მასში რატიანის დაკავების პროცესია ასახული.

მანამდე, რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-მ პოეტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარადგინა, რომლებიც არა პატრულის სამხრე კამერებით, არამედ მობილურითაა გადაღებული. ზვიად რატიანის ადვოკატი კი ითხოვს, რომ შსს-მ რატიანის დაკავების ამსახველი, უწყვეტ რეჟიმში გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინოს.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2026, 16:29

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

18 სექტემბერი 2026, 16:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა

ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

მარიამ გრიგოლიშვილი

18 სექტემბერი 2026, 16:24

საზოგადოება

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

„საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

18 სექტემბერი 2026, 16:20

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს

ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, რომელიც უწყებამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

ბექა ოდიშარია

18 სექტემბერი 2026, 16:20

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დედაქალაქის რამდენიმე ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლა უკიდურესად უსიამოვნო ფაქტია.

ბექა მიქაუტაძე

18 სექტემბერი 2026, 16:17

საზოგადოება

ბექა მიქაუტაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ცენტრი გაიხსნება

„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება“, - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.

18 სექტემბერი 2026, 16:17

საზოგადოება

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 სექტემბერი 2026, 16:16

საზოგადოება

თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება, რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით“.

18 სექტემბერი 2026, 16:05

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

18 სექტემბერი 2026, 15:58

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

გივი მიქანაძე

18 სექტემბერი 2026, 15:55

საზოგადოება

გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას მასპინძლობს

მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრისას.

18 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.

18 სექტემბერი 2026, 15:41

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

ნატა ფერაძე

18 სექტემბერი 2026, 15:41

პოლიტიკა

ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება

სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება

ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რევაზ სოხაძე

18 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით

„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

18 სექტემბერი 2026, 15:23

საზოგადოება

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური