პრემიერი: ჩვენ ვართ თავდაჯერებული გუნდის ერთიანობაში, სწორედ ამიტომ გავხსენით ყველა პრაქტიკა - პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, ზუსტად ასეთი ერთიანობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში, სწორედ ამიტომ გავხსენით ყველა პრაქტიკა - პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, ზუსტად ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით და ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში.
მისივე თქმით, წარსული დანაშაულების გამოძიებაც მნიშვნელოვანია პრევენციული თვალსაზრისით, თუმცა, სწორედ, სხვადასხვა მიმართულებით ახალი პრაქტიკების დამკვიდრება არის სამომავლოდ კორუფციის მთლიანად აღმოფხვრის საშუალება.
„როდესაც გუნდი სუსტია, ან როდესაც სუფთა არ არის, ან ორივე შემთხვევაში, მას ეშინია საკუთარი გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნება. ასეთი პრაქტიკა სხვადასხვა ეპოქაში გვახსოვს ჩვენ საქართველოში. ჩვენ, მაგალითად, ვაქვეყნებთ აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტს. ასევე, როდესაც გუნდი სუსტია, ან რაიმეს გაფუჭება უნდა, სუფთად მუშაობა არ უნდა, ინარჩუნებს პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, როცა შეგიძლია, ნებისმიერ სუბიექტს მიჰყიდო გარკვეული ქონება და თავადვე დაადგინო ფასი, ან საერთოდ სიმბოლურ ფასად გადასცე. როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რომ ყველა შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე, არ მგონია, ეს მთავრობის სისუსტეზე მეტყველებდეს. ეს, სწორედ, ის ნაბიჯებია, რაც ჩვენი მხრიდან იდგმება. რაც შეეხება წარსული დანაშაულების გამოძიებას, ეს არის ერთი პატარა ნაწილი მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის. მოიტანონ ერთი ფაქტი, სადაც გვეტყვიან, რომ პრივატიზაციის შედეგად, სახელმწიფომ მიიღო იმაზე ნაკლები სარგებელი, ვიდრე შეიძლებოდა მიეღო და ეს ყველაფერი შემდეგ სტატისტიკაზეც აისახება. ჩვენ რომ პრივატიზაციის გეგმა დიდი გადაჭარბებით შევასრულეთ შარშან, ამის მიზეზი არის, სწორედ, ეს, რომ ყველაფერი გადიოდა აუქციონზე, შესაბამისად, სახელმწიფო იღებდა მაქსიმალურ სარგებელს ქონების გასხვისებიდან, პრივატიზაციიდან. ჩვენ შესყიდვების პროცედურაც გავხსენით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ნაწილში, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც შემოვიღეთ, რაც მთლიანად კლავს, პრაქტიკულად, სივრცეს ნებისმიერი მანიპულაციისთვის. აბსოლუტურად აღმოფხვრილია ნებისმიერი სივრცე მანიპულაციისთვის, საჯაროა მთელი პროცედურა. თუ მთავრობას ეშინია და სუფთად არ მუშაობს, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს არ დგამს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში და ერთმანეთს ვენდობით გუნდის წევრები, გავხსენით ყველა ეს პრაქტიკა - პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, სწორედ, ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით. ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას და არა წარსული დანაშაულების გამოძიება. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულების გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი პრევენციული თვალსაზრისით. გარკვეული შიში უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, რომ თუ ხელი წაგიცდება, ასე ვთქვათ, არასწორ თანხებზე, ამ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობა. აქაც არის უკვე კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ თუ ადრე იყო, დავუშვათ, გარკვეული თანხების შეთავაზება, პრაქტიკულად შემთხვევები თითქმის არ იყო, რომ საჯარო მოსამსახურეს ამის შესახებ ინფორმაცია მიჰქონდა საგამოძიებო სამსახურში, ასეთი ინფორმაციებიც უკვე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს პრევენციული ზომები მივიღეთ. მთავარია, წინ გავიხედოთ და ზუსტად ამ ახალი პრაქტიკის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით გვაძლევს სამომავლოდ კორუფციის მთლიანად აღმოფხვრის საშუალებას, ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ერთი ფაქტი მოიტანონ - გვექნება მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 11:12
სამართალი
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 11:03
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:56
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
03 აპრილი 2026, 10:47
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:44
რეგიონი
ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
03 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 10:17
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.
03 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 08:59
საზოგადოება
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
03 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
03 აპრილი 2026, 08:27
საზოგადოება
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.


