პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.
კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მანამდე - 21 იანვარს ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.
ყველა სიახლე
05 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში - როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა
როგორც მანჯავიძე აცხადებს, ბარამიძეს რომ ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა და თავის მოჭრა.
05 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ“. ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა. როგორ ემუშავა ბოკუჩავას ამ დღეებში "ნაცმოძრაობა," რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია და ნაკლებად საინტერესო. ფაქტი ის გახლავთ, რომ მას, საკუთარი დაფურთხებული აალოკინეს
სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ." ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, როგორ იმუშავა ბოკუჩავასთან ამ დღეებში „ნაცმოძრაობამ“, რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია და ნაკლებად საინტერესო. ფაქტია, რომ მას საკუთარი დაფურთხებული აალოკინეს.
05 აგვისტო 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: უკრაინა იტალიის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ჯუზეპე კონტემ მიმდინარე კვირას პოლიტიკური დებატები გააჩაღა. მან ეჭვქვეშ დააყენა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი გაიმარჯვებს, იუწყება POLITICO.
05 აგვისტო 2026, 17:02
საზოგადოება
ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 16:59
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხები განმარტაა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.
05 აგვისტო 2026, 16:57
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
05 აგვისტო 2026, 16:45
სპორტი
ისტორიაში პირველად, ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა
ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. სპორტსმენმა ასპარეზობა მე-18 ადგილზე დაასრულა.
05 აგვისტო 2026, 16:35
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს
05 აგვისტო 2026, 16:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
05 აგვისტო 2026, 16:15
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ საზოგადოების ნაწილს არწმუნებდნენ, თითქოს რუსეთის სამხედრო მარცხი დროის საკითხი იყო, ხოლო ამ მოსაზრებისგან განსხვავებული ნებისმიერი შეფასება „კრემლის პროპაგანდად“ და „პრორუსულ რიტორიკად“ ფასდებოდა.
05 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
„2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავს მოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა - საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ”, - წერს ქადაგიძე.
05 აგვისტო 2026, 16:06
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:53
სამართალი
ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:52
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს
„ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა მიქანაძემ.
05 აგვისტო 2026, 15:48
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:31
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ამერიკულ არმიას მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგები ეწურება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო მედიაში გავრცელებულ ცნობა, რომ ამერიკულ არმიას მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგები ეწურება.
05 აგვისტო 2026, 15:23
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება
მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
05 აგვისტო 2026, 15:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
05 აგვისტო 2026, 15:00
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს
გასულ თვეში ვენაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები განეხილათ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


